ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2015


* * *

მერე რა,თუ კი ყველაფერი გაუფასურდა?!
რა უჭირს,თუ დღემ გათენება დააგვიანა?!
განა რა მოხდა თუ ეს ლექსიც სულ არ დსრულდა?!
თუ მეც აღარ ვარ ძველებურად თავაზიანი?!

არც არაფერი,დამიჯერე,არც არაფერი,
არც არაფერი არ მოხდება,ხო და გავარტყი-
მაგ თქვენ ეტიკეტს,და ხალიჩებს ფეხქვეშ გაფენილს,
მაგ თქვენ სიკეთით სავსე თვალებს.არ მსურს კამათი

გენიოსებთან,ბელადებთან,დიდებულებთან,
მხოლოდ გინება-მინდა ყველას ერთად გაგინოთ,
გული მერევა-მე გულს მირევს თქვენი ყურება,
ხალხი-რა ხალხი?!კომპლიმენტი არის ნახირიც

თქვენთვის და თქვენი დედაც მოვტყან თქვენი წარსულიც,
მე ის ბავშვები მეცოდება თქვენ რომ გაზარდეთ,
თქვენ კიდევ აქ ხართ,თქვენ ხომ ჯერაც არსად წასულხართ,
მხოლოდ სიკვდილით,სიკვდილით მსურს თქვენთან დავზავდე...

მერე რა,თუ კი ყველაფერი გაუფასურდა?!
რა უჭირს თუ დღემ გათენება დააგვიანა?!
განა რა მოხდა თუ ეს ლექსი სულ არ დასრულდა?!
არც არაფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები