ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოჯი
ჟანრი: პროზა
5 იანვარი, 2015


ჩემი სიკვდილის ერთადერთი მიზეზი

ჩემი სიცოცხლე შენით არ დაწყებულა,მაგრამ ვატყობ შენით მთავრდება.ერთადერთი თუ ვინმე მომკლავს თუ ვინმე დამაბიჯებს გულზე და გადამთელავს დაუნდობლად,ეს შენი ნაფეხურები იქნება,ჩემს ცოდვიან სხეულზე ამოტვიფრული.სხვა რამ შეიძლება მოგკლას,სხვა რამ შეიძლება მოგიღოს ბოლო თუ არა საყვარელმა ადამიანმა.ადამიანმა, რომელმაც შენი ყველა სუსტი წერტილი,ყველა გაღიმება,ყველა ცრემლის მიზეზი იცის.რადგან სიცილიც,ღიმილიც,ტირილიც მისგან გამომდინარეობს.მე ნახევრად ისედაც მკვდარი ვარ,მკვდარი ვარ იმით,რომ უაზროდ უსასრულოდ ვოცნებობ და ამ ოცნებას ახდენა არ უწერია.აქვს მხოლოდ დასაბამი და არა დასასრული,ჩემი სიკვდილის ერთადერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს შენი გულის გაჩერებაც,რომლითაც ანალოგიურად მეც გამაჩერებ,რადგან შენი გული ჩემში ფეთქავს.ჩემი სიკვდილის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს თუნდაც იმის მოსმენა,რომ აღარ გიყვარვარ,აღარ გჭირდები,რომ შენს  ბაგედან წამოსული მაშინდელი მხურვალე სიტყვები,უბრალოდ ლამაზი ტყუილი,ლამაზი ზღაპარი,ლამაზი გაელვება აღმოჩნდება.ჩემი სიკვდილის ერთადერთი მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს ისიც რომ გავიგო ჩემსავით უიმედო,,ჩემსავით განწირული და დაობლებული სულით დაიარები ამ დაუნდობელ წუთისოფელში.ხედავ რამდენი მიზეზია იმის,რომ გული გავიჩერო,ხედავ რამდენმა რამემ შეიძლება დამაჩოქოს და უბრალოდ,უბრალოდ გადამთელოს,მაგრამ ეს ყველა მიზეზი მაინც ერთი რამიდან გამომდინარეობს,ერთი რამიდან აისახება,შენიდან გესმის??ერთადერთი ხარ ვინც შეიძლება მომკლას და ერთადერთი ხარ ვის გამოც ხელახლა დაბადება ღირს.ბევრჯერ მივსულვარ სიკვდილის პირას,ბევრჯერ დამდგომია ეგ ერთი მიზეზი,მაგრამ ისევ შენს თბილ სიტყვას,შენს თბილ ბაგეს გავუცოცხლებივარ.ჩემი სამყარო ხარ,ჩემი იდილია,ჩემი სიმშვიდე და ჩემი ნეტარება.ბევრჯერ დავფიქრებულვარ ღირს კი ამად ჩემი სიყვარული და პასუხი ყოველთვის ერთია ღირს,ჩემი სიყვარული მაზოხისტია აიტანს შენთვის.ღირს იმიტომ რომ უშენოდ წამები ჩემთვის ნულის ტოლფასია,რომ უშენოდ არც სიცოცხლეს,არც მზის ამოსვლას,არც თქეშიან რომანტიკულ წვიმას ჩემს ფანჯრებთან უბრალოდ არ აქვს.და თუ ერთხელაც დადგება ეგ მიზეზი და ჩემი მხურვალე პაწია სხეული მიწად იქცევა,უფალს ვთხოვ ისეთ ვინმედ ან რამედ მომავლინოს,რომ შენი სულის დაცვა შევძლო,შენი გულის ქარქაში ვიყო,რომ არ გავაკარო არანაირი ტკივილი,არანაირი გვემა და თუ უფალი ამ თხოვნასც ისევე გამიტარებს,როგორც ცხოვრებაში ბევრი ბავშური ლამაზი ოცნება,აი მაშინ ჩავთვლი,რომ არასოდეს მიცხოვრია და აღარც მაქ სურვილი არსებობის.ჯანდაბას იქაც დადგეს ეგ ერთი მიზეზი,იქაც მოვკვდები შენთვის....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს