ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2015


ვბრუნდები („მყავ, როგორც ერთი მუშაკთაგანი“)

...და სიზმრებს,
რომლებსაც მხოლოდ მე ვისიზმრებ...
და სიტყვებს,
რომლებსაც მხოლოდ მე თუ ვიტყვი...
და ადამიანებს,
მხოლოდ მე რომ მიყვარს,
შენამდე მოვყავარ,
რომ ყველაფრიანად დაღლილი,
შემცივნული,
მოვიდე შენთან და...
გავბავშვდე...
რთულია გზა...
ეკალიც ბევრია და ნარიც...
ტალახიცაა და ლაფიც...
რთულია გზა...
მიცურდება ფეხი ხანდახან...
და ვტირი...
და სახეზე მეცხება ტალახი...
და ცრემლები რეცხავენ ტალახს...
და მტკივა სული,
ეკლები რომ კაწრავენ...
და მაინც მოვდივარ, რადგან:
ადამიანები,
რომლებიც მე მიყვარს,
სიზმრები,
რომლებსაც მხოლოდ მე ვისიზმრებ,
სიტყვები,
რომლებსაც მხოლოდ მე თუ ვიტყვი
და დარდი,
მე რომ მედარდება -
იმიტომ არსებობენ, რომ
გამიიოლონ მოსასვლელი შენამდე გზები...
მეც ვთამამდები და
მხოლოდ ჩემეული სიხარულით,
მხოლოდ ჩემეული სიყვარულით,
ჩემი ცოდვებით და გახელებით,
თავდავიწყებებით,
გაგიჟებით,
ჩემი ღალატით და ერთგულებით,
ჩემი ლოცვებით და მოწყენებით,
მოწყენილობებით,
სიცილებით
მოვიდე შენთან, რომ:
გავბავშვდე...
და ადამიანები,
სიზმრები,
სიტყვები,
სევდა თუ ფიქრები
და სიყვარული
მექცევა ხიდად და
მექცევა ფრთებადაც,
რომ მომიყვანონ მერე შენამდე...
აქ კითხვებს არ ვსვამ...
ისედაც ვიცი:
როგორც უძღებ შვილს,
ისე მიმიღებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები