ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2015


სახლი ვერ-ნაშენი

სახლს მიტომ აშენებდი , გინდოდა დაეფარე.
ქარი არ შემოეშვა .
თოვლი არ შემოეშვა.
ყინვა არ შემოეშვა.
იფიქრე, ავაშენე!... და გაჩნდა ღრიჭოები.
იფიქრე, ავაშენე!... და კედლებში ბზარებია.
იფიქრე ,ავაშენე!... და შუშები იმსხვრევიან.
კრამიტი დაცურდა და შიგ წვიმა ჩამოვიდა.დადექი საწვეთურში.
დადექი საწვეთურში და ცრემლად დაიღვარე.
წვიმას გაატანე მთელი სიმლაშე და
გახდი მარტოსული_ქალი უმარილო.
ვაი, რომ წვიმამ ახლა ბევრგან გაატარა.
მიდი! შემოუდგი შენს თავზე გამარჯვებით ნაყიდი თასები და ...
ყველა გაივსება.
დახიე შენი ქებით ნაწერი სიგელები .დაგმანე ღრიჭოები.
კედლებსაც შეუდექი. ბზარებში თითებია.
კარში ჩადგები და ისევ მას ელოდები. კარი ჩარჩოვდება და შენ ნახატდები.
უმინო ფანჯრებში კი ქარები თარეშობენ.
იმდენი კაბა არ გაქვს, რომ ყველას ააფარო.
ამდენ მოლოდინში , ვენაში სისხლი შრება.
წითელქვიშა დაძრწის შენში და თან მიგყვება,
ოაზისდაკარგული უდაბნოს მდუმარება.
ოთახის შუაგულში, ქვიშის საათივით,დგახარ და
შენი დრო შენშივე ჩაიცლება.
უკვე გვიანია?!
სარკის ნაბზარიდან ჩუმად შემოგყურებს ქალი ნაზამთრალი.
უკვე გვიანია?!
ბზარიდან ამოღებულ, დასისხლულ თითებით თმასაც შეიღებავ.
უკვე გვიანია?!
უმინო ფანჯრიდან კაბა ჩამოხსენი!
დროზე გაასწარი, სანამ დაინგრევა სახლი ვერნაშენი..
დროზე გაიქეცი! სანამ ჩაიქცევა ფეხქვეშ იატაკი , დაჭმული ჭიებისგან.
გარეთ ჰაერია.
გარეთ სიცოცხლეა.
გარეთ სიბნელეა.
გახსოვდეს, სიკვდილით სიცოცხლეს ვერ ერევი.
დაინგრეს დასანგრევი!
მერე კი...
მერე აიღე მთვარე,
ღრუბელივით ჩაალბე ზღვაში
და გადაწმინდე ეს ბნელი ღამე.
დროზე! სანამ დროა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს