ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2015


რომ მცოდნოდა


სხვა პლანეტებსაც თუ მფარველობ ღმერთო,
მითხარი,
იქ იმ მიწაზე (წითლად რომ ჩანს „ბუნების კარში“),
თუ არსებობენ გალიები, ქვები, ვირთხები
თუ უმღერიან იავნანას დედები ბავშვებს,
თუ იშლებიან ყვავილები გაზაფხულობით,
ყოველ საღამოს თუ იხსნიან ქალები თავშალს
და ოხვრით, დარდით ათეთრებენ ძილგამკრთალ ღამეს.
ისედაც დახრილ ქუთუთოებს ხუჭავენ ძილში?
წითელ მიწაზე რა ფერი აქვთ სისხლი ღამურებს,
ზამთარს სითეთრე როგორც ყველგან მანდაც თუ შვენის,
უამინდობა განწყობას და გზებს თუ აფუჭებს
ან მაგ მიწაზე ცხოვრობ? სახლი სად არის შენი?!
ამდენი კითხვას ვსვამ, ერთი მაინც მითხარი ღმერთო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები