ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯოანა
ჟანრი: საბავშვო
12 იანვარი, 2015


ფიფქების ლეანა

ჩემგან ყველა ბავშვს :)))
იმდენი თეთრი იყო ირგვლივ, ისეთი თვალშეუდგამი სითეთრე, რომ ხანდახან ფიქრობდა რომ სხვა ფერი არ არსებობდა. თეთრი იყო თვითონაც, ოდნავ გამჭვირვალე. ზურგს ორი მოფრთხიალე ფრთა უმშვენებდა, ბოლომდე ფრთებსაც ვერ დაარქმევდით, ისეთი პატარები იყვნენ და ისეთი მოფრთხიალეები.
თვალებით თითქოს თეთრი ქონდა, ხანდახან იისფრად გაუელვებდა ხოლმე, ეს მაშინ გაზაფხული რომ დგებოდა - უზარმაზარი სითეთრის მოშორების დრო.
ლეანა ერქვა, გოგო იყო და ზემოთ ცხოვრობდა, ღრუბლებში კი არა, ან ცისარტყელაზე კი არა, უფრო, უფრო ზემოთ. იჯდა და ძერწავდა, ქმნიდა, ხატვდა, ჭრიდა, აწყობდა, მერე სულს უბერავდა, ათვალიერებდა, მათი სილამაზით ტკბებოდა. მისი საქმიანობა, მისი ცხოვრება და ერთადერთი თავსატეხიც სწორედ ეს იყო: ფიფქების შექმნა. ჰო, ლეა ფიფქების შემქნელი იყო.
- თეთრო ლეა, თეთრო ლეანა, ლეაა, მომაქვს დიდი ჩანთით ფიფქების მასალები. - თითქოს წამღერებით, თითქოს ხითხითით მოვიდა ლეანასთან მსუქანი ღრუბელი და ქულა ჩანთა გოგონას წინაშე წამოცალა.
წამოცალა და რა წამოცალა, ყველაფერი აქ იყო რაც ლეას სჭირდებოდა, რომ მრავალწახნაგა, საოცარი ფიფქების გაკეთებაზე ეზრუნა.
მოხარხარე, მცხუნვარე, უზომოდ მხიარული მზისგან და ღრუბლებისგან შეწოვილი და აორთქლებული ზამთრის თოვლი და ყინული, ზამთრში მწვანედ დარჩენილი, დადარდიანებული ნაძვის ხეების გირჩების ცრემლები(გიკვირთ რატომ ტირიან ნაძვები? რატომ და უკვე დიდი ხანია, ზოგიერთი ადამიანი მათ საახალწლოდ სიცოცხლეს უსპობენ, ჭრიან, მიაქვთ სახლში და ხელოვნური ფიფქებით რთავენ, როცა ბუნებრივი უფრო უხდებათ და მათ მოსვლას სულით და გულით ელიან. ხოდა წინასწარ გლოვობენ, ტირიან და ტირიან, ახალიწლის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო დარდიანები ხდებიან, შესაძლოა ნებისმიერი მათგანი გახდეს ცულის, ხერხის და ხელოვნური ფიფქების მსხვერპლი). გაზაფხულის ყვავილების სიხარულის ნამი, ზაფხულის ზღვის მლაშე წყალი, შადრევნების მოცეკვავე წვეთები, შემოდგომის გუბეების, გასაყინად მომზადებული მდინარეების ფიფქებისთვის გაღებული და გამეტებული წყლის წვეთები.
მოკლედ ფიფქების შემადგენილი ინგრედიატებია:
(სხარტლად ამოძრავებს თითებში ჩაბღუჯულ ყინულის ფანქარს ლეანა, ხანდახან პირშიც იდებს. იწერს თავის თეთრ, ქუნქულა ბლოკნოტში)
ზამთრის თოვლი/ყინული/ ნაძვის ხეების ცრემლები.
გაზაფხულის ყვავილების ნამი.
ზაფხულის ზღვის მლაშე წყალი და შადრევნების მოცეკვავე წვეთები.
შემოდგომის გუბეების და მდინარეების წყალი.
ფიფქების შემადგენილი ნაწილი ოთხივე სეზონზე მოპოვებული წყალია.
ლეა ითვლის, ანგარიშობს, ახარისხებს მოხითხითე ღრუბლისგან მოტანილ მასალას.
მერე იწყებს, იწყებს და იწყებს.
ერთი ხუთ ქიმიანი მოხაზა ყინულის ფანქრით ღრუბლის ფურცელზე, მერე მზისგან და ღრუბლებისგან შეგროვლი წვეთები, ნამები, წყლები მიასხ-მოასხა, სული შეუბერა, ახლოს მიიტანა, მიეფერა და ფიფქიც გაცოცხლდა. წამოხტა ფურცლიდან, შეხტა, შეფარფატდა, შემოტრიალდა.
ოჰ, რა ლამაზი იყო! როგორ ელავდა, როგორ ბრწყინავდა, წყლის ფერად ლივლივიებდა, ყინულივით ბზინავდა.
ლეანამ დაარიგა, ნელ-ნელა იფრინე-იფარფატეო, ამა და ამ ქვეყნის, ამა და ამ ქალაქში მცხოვრებ წითელ ლოყება თეოს ზედ წამწამზე დააფრინდიო, სხვაგან არ დაჯდე არ შეგეშალოსო. მაინც და მაინც თეოსთან მიდიო, შენ თეოს ფიფქი ხარო, მიეფერე და მოკითხვა გადაეცი ჩემგან, ფიფქების შექმნელ ლეასგანო.
ყველა ფიფქს თავისი დავალება, თავისი მისია ქონდა.
ექვსქიმას, რომელშიც ნაძვის ხის ცრემლები ჭარბობდა, ახალგაზრდა ვაშლის ხე უნდა ენუგეშებინა, ასე ძალიან, რომ განიცდიდა სიცივეს.
აი ის, ყველა გეომეტრიული ფიგურა: სამკუთხედები, წრეები, ოთკუთხედები, რომ ქონდა ჩახაზული და ჩაჭრილი, თითოელი ქიმზე რომ ხუთი წახნაგი ქონდა და ჯამში, ოცდახუთი - უპატრონოდ, უსახლოდ დარჩენილ ყურშას ცხვირზე უნდა მოკალათებულიყო, და ეთქვა რომ ლურჯ კარებიან, აგურით ნაშენ სახლში, ლამაზად მოკირწყლული ბილიკები რომ ამშვენებდა ეზოს, ერთი გოგონა- სოფიო ცხოვრობდა, რომელიც ოცნებობდა პატარა ძაღლი ყოლოდა, ხოდა ყურშა მასთან უნდა მისულიყო და ეს გოგონა სიხარულით შეიფარებდა.
ჰო, ფიფქები ლაპარაკობენ, თანაც რამდენს! ყვებიან ათას ამბებს, ზოგჯერ ძალიან მოსაწყენს, ზოგჯერ ძალიან სევდიან, ხანდახან მხიარულსაც - გააჩნია რომელ სეზონზე და რა წვეთებისგან შექმნა ლეანამ ისინი, ან რა ხასიათზე და გუნებაზე იდგა თეთრი ლეა მათ შექმნისას, ან რა დაავალა მათ.
ზამთარი იდგა. ცვიოდა, ცვიოდა ფიფქები, ეჩურჩულებოდნენ ადამიანებს, ადამიანებიც თვითონაც ვერ ხვდებოდნენ ისე ესმოდათ, თავჩახრილები, მოფუთნულები ფიფქების ორმოტრიალში - ჩაფიქრებულები დადიოდნენ. ფიფქების მოტანილ ამბებს ჩაეფიქრებინათ.
ლეანა იგონებდა და იგონებდა ახალ ფორმებს, ახალ წახნაგებს, ახალ ორლამენტებს თავის ფიფქებისთვის. უფრო თეთრი, უფრო გამჭვირვალე ხდებოდა ხოლმე ამ დროს.
გაზაფხულის ყვავილების სიხარულის ნამები კი გაუჩერებლად უყვებოდნენ, რომელი ყვავილიდან იყვნენ მათი ყვავილი რას კურნავდა, რას შველოდა.
ადონისი - გულის ყვავილია, ავოკადო -სისხლნაკლებობას კურნავს, გუგულის ყვავილი - ხველას, ყვიტელი ზაფრანა- თავის ტკივილს. მოქონდათ, მოქონდათ ყვავილების ამბები, ნამებს. თითქოს მღერიანო, ლეას უმღერიანო- ისე ურაკრაკებდნენ, ისე უყვებოდნენ. ისე უგალობებდნენ.
ლეაც იმ ფიფქს რომელშიც ადონისი ნამი ჭარბობდა - გულით დაავადებულ მოხუცებთან უშვებდა:
- შეეცადე ზედ გულზე დააჯდე, დაადნე, შეეწოვო - თეთრწვერა ბაბუას, სათვალებიან ბებიას.
- ნამო, ნამო პიტნისაო, ფიფქო, ფიფქო პიტნის ნამავ - წადი მაღალ, გამხდარ ნენოსთან, დაამშვიდე, დააწყნარე, ტკბილი ძილი მოჰგვარე.
და ცვიოდა, ცვიოდა ფიფქები.
ზამთარი იდგა, უჰ, როგორ ციოდა.
ლეანა, თეთრი ლეა ქმნიდა და ქმნიდა ფიფქებს.
აფართხალებდა და აფართხალებდა, ულამაზეს პატარა ფრთებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები