ნაწარმოებები



ავტორი: შუშის კაცი
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2015


სწრაფად გაიქეცი ელენ!



  ის ის იყო ირიჟრაჟა. საძილე ტომარა  გავხსენი და ზანტად ამოვძვერი თბილი სამყოფელიდან. 
-არ წახვიდე რა-დაიკრუტუნა ელენმა და მანაც ამოყო ტომრიდან თავი-მოდი ჩემთან დეივი.
-ახლავე მოვალ ძვირფასო-კარვის კალთა გადავწიე და გამოსაფხიზლებლად დილის სუსხს მივუშვირე სახე.
-ელ გარეთ ნისლია.
-მეშინია დეივი, მოდი რა ჩემთან-აშკარად მიწვევდა.
-შენ ხომ მშიშარა გოგო არ ხარ.
-ოო, ნისლი მაშინებს, რაღაც ავის მომასწავებელია.
-სისულელეს ამბობ, ვინ გითხრა ეგ?
-ბებიამ.
- სანამ მზე ამოვა ეს ნისლიც გაიფანტება დარწმუნებული ვარ.
სუსხმა უკვე გამომაფხიზლა კი არა ძვალ-რბილშიც დამიარა, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ისევ საძილე ტომარაში შევმძვრალიყავი, რამაც ელენის აღფრთოვანება გამოიწვია.
ქალი მჭიდროდ მომეხუტა სხეულზე.
-შენ ისეთი ცხელი ხარ და სასურველი...-ჩუმად დავიჩურჩულე.
-იცი ყველაზე მეტად რომელი პოზა მიყვარს?-ტუჩები ყურთან მომიტანა.
-არ ვიცი-ვუთხარი და ყელში ვაკოცე, ერთხელ, მეორედ-მხოლოდ ის ვიცი, რომ ახლა მინდა მთელი სხეული დაგიკოცნო.
-ნისლი...თქვა ელენმა-ნისლში ვერავინ დაგვინახავს დეივი...





გამეღვიძა თუ არა მაჯის საათს დავხედე. თერთმეტი სრულდებოდა. სწრაფად ავდექი და ჩაცმას ვამთავრებდი უკვე, როცა ელენმაც გაახილა თვალი.
-უკვე მივდივართ?
-ადექი ელ, გვიანია უკვე, გავალ მანქანას დავხედავ, შენ კი ბარგი ჩაალაგე.
კარვის კალთა ავწიე და გარეთ გავედი. სითეთრე ისე შემომეფეთა მოულოდნელობისგან გავშეშდი. თვალები დავხუჭე და ნელ ნელა ისევ გავახილე.
-ჯანდაბა-ცოტა ხმამაღლა გამომივიდა ნათქვამი.
-რა ხდება დეივი?-კარვის შიგნიდან გამომეპასუხა ელენი.
-არაფერია, ნელა ვივლით  და ეგაა.
ირგვლივ ნისლი მეფობდა. სქელი და თითქოს ბლანტი მასა დარიალებდა ჰაერში. მზერა დავძაბე, ვცადე მანქანა მომეძებნა, მაგრამ ვერაფერი გავარჩიე.
-ელ, მანქანა ვერ ვნახე!
ელენი უკვე ზურგჩანთების ჩალაგებას ამთავრებდა. სწრაფად შემომიტრიალდა და ისეთი სასოწარკვეთით შემომხედა ჩემი თავი გულში გავკიცხე საყვარელი ადამიანის შეშინებისთვის.
-ვხუმრობ-უხერხულად გავუღიმე-იმედია მაპატიებ-ელენმაც ძალაუნებურად გაიღიმა.




მანქანაში ჩავჯექით.
-აქ რატომ წამოვედით, ჩემი ბრალია, არ უნდა ამეჩემებინა-თქვა ელენმა.
-მოიცა რა-ამ სიტყვებთან ერთად „ლენდ როვერი“ დავძარი-დარწმუნებული ვარ მერე ბევრს იცინებ ამ ამბავზე. ელენს პასუხი აღარ გაუცია.
ნელა მივუყვებოდი გზას. სამ-ოთხ მეტრშიც კი არაფერი ჩანდა წინ. აქ სადღაც გადასახვევია. მერე მთავარ ტრასაზეც გავალთ და გზას უფრო ადვილად გავიგნებ. მთავარია ელენმა არ ინერვიულოს. აი ისიც. მარჯვნივ გადავუხვიე. ნისლი ისევ არ წყდება. დამთავრდება როდესმე?  დაახლოებით თხუთმეტი კილომეტრი გავიარეთ ასე. ზოგი ადგილები თითქოს მეცნო, ზოგი არა. რაც მთავარია ნისლმა ნელ-ნელა გაფანტვა დაიწყო.
-სწორად მივდივართ დეივი?-უკვე მერამდენედ მეკითხება ელენი.
-არ ვიცი ელ, სადმე დასახლებულ პუნქტს ვნახავთ და ვინმეს ვკითხოთ.
ნისლი ბოლომდე გაიფანტა. ცაც სრულიად მოიწმინდა. მზის მცხუნვარებამ უკვე მანქანაშიც შემოაღწია.
-კონდიციონერი ჩართე რა-მთხოვა ელენმა და ფეხები მანქანის საქარე მინას მიატყუპა-რა ადგილია ეს?
-მაგასაც ახლავე გავიგებთ-მხიარულად ვუპასუხე და შენობებისკენ ვანიშნე, გზის მარცხენა მხარეს რომ გამოჩნდნენ.

  მანქანა პირდაპირ ეზოში შევიყვანე და ძირს გადმოვედი. ცოტა უცნაური დასახლება ჩანდა. მოძველებული, ჟანგ მოკიდებული შენობები, ბევრ ფანჯარას მინები აკლდა. ძირითადი შენობის ირგვლივ რამდენიმე პატარა შენობა იყო განლაგებული. ეზოში კაცი-შვილის ჭაჭანებაც არ იყო.
-იქნებ ვინმე იყოს აქ, წავალ მოვძებნი-ვთქვი მე.
-მეც წამოვალ-მთხოვა ელენმა.
-ჰეი, არის აქ ვინმე?-ხმამაღლა დავიყვირე. პასუხი არავის გაუცია. რკინის უზარმაზარ კართან მივედი და მივაწექი. კარი არ გაიღო, როგორც ჩანს დაკეტილი იყო.
-წამოდი შემოვუაროთ, იქნებ უკანა ეზოში იყოს ვინმე-ვუთხარი ელენს.
უკან ეზოში გავედით თუ არა ჩვენი ყურადღება მიწაზე დატოვებულმა კვალმა მიიქცია. თითქოს რაღაც ზეთიანს მიათრევდნენ. კვალი იქვე განთავსებულ ჯიხურის მაგვარი შენობის კარებიდან იწყებოდა და წინა ეზოსკენ მიემართებოდა.
-როგორც ჩანს ახლახანს აქ ვიღაც იყო, წამოდი დავეწიოთ ელ.
სირბილით წავედით წინა ეზოსკენ. ჩემს ყურთასმენას ლითონის ხმა მიწვდა, რომელსაც თითქოს მიწაზე მიათრევდნენ. მერე ადამიანიც გამოჩნდა. უზარმაზარი ტიპი იყო. წელს ზემოთ შიშველი. არაბუნებრივად დიდიც კი მომეჩვენა. ცალი ხელით რაღაც გიგანტური ნაჯახის მაგვარს მიათრევდა და პირდაპირ ჩვენი მანქანისკენ მიემართებოდა.
-თქვენ ჰეი-ხმამაღლა დავიძახე-აქ შემოჭრა არ გვინდოდა, იქნებ გზა მიგვასწავლოთ.
ტიპი წამით პროფილით ჩვენსკენ შემოტრიალდა.
-ღმერთო ჩემო!-დაიჩურჩულა ელენმა.
-ეს, ეს რაა?-ვთქვი მე და ელენი ინსტიქტურად ჩემსკენ მივიზიდე.
გოლიათმა ნელა, აუჩქარებლად აიღო ნაჯახი და შემდეგ სწრაფად და მძლავრად დაცხო ჩვენს მანქანას.  რეალურად ერთი დარტყმის შემდეგ უკვე, მანქანა ლამის შუაზე გაჭრა, თუმცა ისევ გულმოდგინედ აგრძელებდა თავის საქმეს.
-გავიქცეთ სანამ დროა-სადღაც ჩემს გვერდიდან ელენი მეძახდა. გასასვლელთან ის მონსტრი იდგა და მანქანას ანაკუწებდა. ამიტომ ალტერნატიული გასასვლელის მოძებნის მიზნით უკან, ეზოს სიღრმისკენ გავქუსლეთ. სწორედ ამ დროს რომელიღაცა შენობიდან ვიღაც გამობაჯბაჯდა.
-ეს სავარაუდოდ იმ რეგვენის ცოლია მანქანასთან რომ თამაშობს-თქვა ელენმა.
-გზა გადაგვიკეტეს-ვთქვი მე-მოდი ისევ უკან გავიქცეთ.
„ცოლი“ ბაჯბაჯიდან ძუნძულზე გადავიდა, მახინჯი სახე ჩვენსკენ მოეპყრო და რაღაცას ღმუოდა. ელენს ხელი მაგრად ჩავჭიდე და რაც ძალი და ღონე გვქონდა გავრბოდით. სწორედ ამ დროს მოამთავრა მანქანის დანაკუწება გოლიათმაც.  ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა. ელენს ხელი გავუშვი და მთელი ძალით ვუბიძგე ჭიშკრისაკენ, მე კი ყურადღების მიქცევის მიზნით გოლიათს დავეჯახე. იდაყვის მსუბუქი დარტყმით დამანარცხა მიწაზე. ამ დროს იმ მეორემაც მოირბინა. ახლა კარგად შევათვალიერე ორივენი, გოლიათი და მისი ცოლი დაახლოებით ორ მეტრანახევარი იქნებოდა თითოეული. საშინლად მახინჯი შესახედაობის იყვნენ. ერთმანეთს რაღაცა უთხრეს, რაღაც ხორხისმიერ ბგერებს გამოცემდნენ. მერე გოლიათმა ცოლს ელენისკენ ანიშნა, რომელიც უკვე ჭიშკარს გაცდენოდა და გზისკენ გარბოდა.
-გაიქეცი ელენ-ხმამაღლა დავიღრიალე. გოლიათმა ნაჯახი აღმართა და ელვის უსწრაფესად მოიქნია...








-დეივი, გაიღვიძე დეივი, აღარაა ნისლი, მართალი აღმოჩნდი. ასე მაინც როგორ დაგღალე, დეივიი, დეივი, დეივი!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები