ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 იანვარი, 2015


...

სადღაც, კალაბრიაში ცხოვრობდა მოხუცი სანტოსი...
მირცამ კი მანამდე იცოდა ვინც იყო...

და ჯებირებიდან გადმოსულ სულს...
და თვალებს, ცის იქით რომ ზვერავს სამყაროს...
და ფიქრებს, უხედნავს, ლაგამამოუდებს
და სიტყვებს, მჭრელს ორლესული მახვილივით -
თან ახლდა სევდაც,
უძირო სევდაც:
ცოლზე და შვილზე...
და ადამიანებთან უტყვი და ჩუმი
ხის მორთან იყო მხოლოდ მოუბარი
და მორმა იცოდა:
ვეება ხელების ძალა;
დაგუბებული შურისძიების ძალა;
გამეხებული მრისხანების ძალა;
კლდედქცეული სევდის ძალა...

სადღაც, კალაბრიაში ცხოვრობდა მოხუცი სანტოსი
და მირცამ იცოდა ვინც იქნებოდა ის მერე...

და თვალებს,
და თითებს,
სიყვარულმოშიებულთ...
და სითბოდანატრებულ სულს
ისე სურდა ძალა მკვლელზედაც გამოეცადათ...

ჩვენ ყველა ვიბრძვით...
ხანდახან ვებრძვით უხილავ მტრებსაც...
ხანდახან თავსაც...
ჩვენ ყველა ვიბრძვით:
ხან სიტყვით და ხანაც ხელებით...
და გახელებით,
გამალებით,
სუნთქვაშეკვრითაც:
ვებრძვით ერთმანეთს
და ერთმანეთს მუდმივად ვკარგავთ...

ის კალაბრიაში ცხოვრობდა და
მირცამ იცოდა:
დიდი კანუდოსელი რომ გახდებოდა მერე,
ოდესღაც...
ხომ ამიტომაც შეიყვარა,
სწორედ ამიტომ...
მირცამ იცოდა...
მირცა მკვლელს ხომ არ გაყვებოდა...
და გახდა კიდეც მერე დიდი კანუდოსელი...

მე კი აქ ვცხოვრობ...
აქ ვჯახირობ...
აქედან ვიბრძვი...
აქ ვეომები ხის კუნძებს და
საკუთარ თავსაც...
ხანდახან მგონი, სულ დავკარგე ზაფრაც და შიშიც,
ხანდახან მგონი, მეჩვენება ცხოვრება ფარსად.
ცრემლები როცა დაღარავენ სახეს და თვალებს
ცრემლი თვალზე ლიბრად ეკვრებათ,
მინდა გავიქცე საკუთარი თავიდან გარეთ,
მინდა რომ ფრთებად გადამექცეს ორივე ხელი...
აქედან ვებრძვი ბოროტებას,
სიყალბეს, შურსაც...
ჩემეულ ცაზე ჩემეული მზეა და იწვის...
და კი არ მოვკლა,შევხედო და ღიმილით ვუთხრა:
მორმა ზღოს ისევ, შენ სიკვდილის არა ხარ ღირსი...

და სადღაც შორს, კალაბრიაში, ცხოვრობდა მოხუცი სანტოსი...
და მირცამ იცოდა ვინც იყო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები