ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დალტონიკი
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2015


კამათელი

დამძიმებული სული , უარყოფითი ემოციებით დატვირთული და ჯიბე გამოცარიელებული , თავგზააბნეული და აქამდე შეუძლებელზე წამსვლელი , და მაინც , რატომ შეიძლენა იქცეს ადამიანი მოთამაშედ ? აზარიტი ? რაიმის შოვნის თუ უბრალოდ გართობის სურვილი ? არა პასუხი უფრო რთულად მოსაძებნია ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს ..
    ადვილია განიკითხო და გააკრიტიკო ადამიანი . შორიდან მართლაც , რომ ყველაფერი ადვილი  ჩანს  , სწირედ , ამიტომ ვართ სხვის ომში ბრძენნი . დღესდღეობით საკმაოდ აქტუალური თემაა თამაში : კაზინო , ტოტალიზატორი , "პოკერი" , "რულეტკა" და ასე შემდეგ . ალბათ ბევრ თქვენთაგანს გაგიგონიათ აღფრთოვანებული ადამიანებისგან ემოციურად წარმოთქმული ფრაზები : "ხოოდა 5 ციფრი მაგრად დავტვირთე ტო და გამხვრიტა არადა ვიფიქრე მეზობლების დაზღვევა ფუუ ამის ..... "მაგარი ფოპი გამიხსნა ტუზ კაროლ გულებით დავეჯახე 7 იან 6 იანს და მომიგო იკაიფე ტო ამ პროგრამის ასე და ისე .. " და კიდევ სხვა მრავალი რეპლიკები რამოდენიმე ადამიანის უფრო ხშირად ბიჭების საზოგადოებაში თავიანთი ისტორიებიტ "მარიაჟობა" ცოტა სიმართლე მეტი "ბლეფი" რეალობას გაცილებული გაზრდილი "კუშები" არ აქვს მნიშვნელობა მოგებული თუ წაგებული და საბოლოო ჯამში ერთი შეხედვით სერიოზული "იგროკები" და სინამდვილეში უბრალოდ უცხო შეგრძნებას ახლად გაცნობილი ცნობისმოყვარე ახალგაზრდები ეს არის ადამიანების საუბარი , რომელთა დახმარება ახლობელი ადამიანებისგან ხელშეწყობას საჭიროებს .
    ნამდვილი მოთამაშე ალბათ არც არსებობს , პრიოვნება , რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თამაშისთვის ცხოვრობს ალბათ არც ცხოვრბს და უბრალოდ არსებობს , მოთამაშე არასოდეს ილაპარაკებს თავისი წაგების ან მოგების ხიბლზე , რადგან უკვე თვითონ ხვდება , რამდენად ღრმად აქვს შეტოპილი , მაგრამ ხსნას ვერ ხედავს . და რას ხედავს იგი ? მობილურ ტელეფონზე ნომერს , რომელიც თავისნაირ ძმაკაცსს ეკუთვნის ან მევალეს , რომელსაც უკვე დიდი ხანია აგარ პასუხობს და თავს არიდებს , ბანკს , რომელიც პროცენტსს სთხოვს , მელობარდეს , რომელიც ძვირფასი ნივთის გაყიდვით ემუქრება და ეკრანს , აპარათს , კრუპუეს , რომელიც ცივად ურიგებს კარტს და ცხოვრებას კაზინოში ატოვებინებს , ან მოლარეს , რომელიც ბილეთებს ბეჭდავს და იქნებ დღეს მაინც დაჯდეს "ჰანდიკაპი" კარტის დასტას , როლის გახსნასაც ელოდება და პრობლემებს , რომელიც საკუთარ თავს არაფრის გამო შეუქმნა და ალათ ამ სიტუაციაში მყოფი ადამიანისათვის სალაპარაკო დასაამყო მართლაც არაფერია ამ ადამიანს მართლაც , რომ არ აინტერესებს როგორ წააგო პირობითად ვანიკომ მამის მიერ მიცემული ჯინსის საყიდლად განკუთვნილი 50 ლარი .
  სული ის შენ აღარ გეკუთვნის , გონება შენს გარეშე აზროვნებს , გული მხოლდო სისხლის მიმოქცევის აუცილებლობისათვის ფეთქავს და ხვდები , რომ შენს თავს აღარ ეკუთვნი. და მაშინ ვის ეკუთვნი ?? მას რამაც , აზარტი დაირქვა და ჩაგითრია მას რამაც შენი მეუღლისათვის ნაჩუქარი ძვირფასი სამკაულები მიისაკუთრა , მაგრამ სამკაულებს ვინ ჩივის , ვინ ჩივის ტელეფონს , მანქანას ?? მან ხომ გრძნობა , ფიქრი ,  ცხოვრების არსი - აზრი და ფუნქცია მოგტაცა , ნელნელა ჩამოგაშორა ძველ მეგობრებს დ ახალი შენი სნეულებით დაავადებულთა წრეში მოგაქცია , და მანც რა ქვია მას ? მხოლოდ აზარტი ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები