ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თთ
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2015


* * *

აჩემებული მელოდიასავით ტრიალებს ჟამთა სვლის კარუსელი.
ნამცეც -ნამცეც დანაწევრებული ჩატეულხარ
საპატიო დანაკარგის ჩარჩოში,
გვერდს გიმშვენებენ მოჩუქურთმებული გამოუყენებელი შესაძლებლობები,
ჭიკარტებით მიმაგრებული მოპარული დღეები.
ჩატეხილ სარკეში დაგრჩენია სუნთქვის რეფლექსი,
მაოცებს ქედმაღალი ღიმილები,პატარა ფეხსაცმელებივით რომ გიჭერს გულის მარწუხებზე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები