ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2015


14.12.2014 - 19.01.2015

* * *

თითქოს  ამინდი რაღაც  გაავდა,   
ისევ  აცივდა... 
კვირისწინები  გაზაფხულს  ჰგავდა,
ასე  არ  ცრიდა.

14.12.2014


ნამგალა მთვარე ...

ღრუბელმა მეტი ვეღარ დამალა - ამოიწვერა. 
ცის კამარაზე დაჯდა ყამარი*
და მოიყოლა  ვარსკვლავების მთელი ამალა.


*  -  ყამარი (კამარი). „ყამარი“ არაბულად „ახალი მთვარეა“, ხურიტულად - „ცის თაღია“, „კამარაა“. შუამდინარულ მითოლოგიაში ნამგალი ახალი მთვარის სიმბოლოა. 

26.12.2014


ნიკას ...

ო, რა შორსაა!
რა ცივია, მთვარის ციალი... 
ძაღლივით ყმუის  ხმელ ტოტებში ქარი ტიალი.

03-04.01.2015


. . .

თეთრი, სულ თეთრი ფიფქები ცვიოდა -
ცას შევყურებდი, რიჟრაჟობდა -
აღარ ციოდა...

მერე სიზმარი ნისლივით გაქრა...
ფიქრი კი ისევ, უთავბოლოდ,
სადღაც  დიოდა.

19.01.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს