 | ავტორი: ნეფერტარი ჟანრი: პროზა 15 თებერვალი, 2015 |
წარსულს მანამ ვერ გაექცევი, სანამ მასში კარგად არ გაერკვევი.
არაბული ანდაზა მაღალი სიცხისგან თვალები ძალაუნებურად მეხუჭებოდა, მოსასხამში თავფეხიანად გახვეულს ერთიანად მაძაგძაგებდა. მხოლოდ ერთ ფერს ვხედავდი, ბროწეულის ძოწეულს. მიყვარდა როცა დედა სახლში ბროწეულს მახვედრებდა, დამარცვლავდა, შაქარს მოაყრიდა და მეტყოდა, "შენ და ბროწეულმა ერთად იცინეთო..." შევხაროდით ერთმანეთს მე და ბროწეული. ჩემი საყვარელი ბროლის თასიდან, რომელსაც ბროწეულის სიწითლე, არომატი და სურნელი ერგებოდა ხოლმე პატივად, მარცვალ-მარცვალ შევექცეოდი უსაყვარლეს ხილს და ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა.... ბროწეულის ფერში ჩაძირული წყვეტილად ვსუნთქავდი, გონება გაცხოველებული მუშაობდა. გული ძველებურად ძლიერად იბრძოდა, მძლავრად გუგუნებდა და სულს და სხეულს ერთგულად კვებავდა. რწევა შეწყდა და მიწა ხერხემლით ვიგრძენი. შუბლზე სველი ტილო ცხონებად დამეფინა და სახეზე ჩრდილი დამეცა.
- ბევრი დარჩა ოაზისამდე?! - ერთი მთვარე და ერთი მზე. - ისე დავიღალე, სხეულის ზიდვა აღარ შემიძლია.- ისე ჩუმად ჩავიჩურჩულე, მეგონა ვერ გაიგონა. - ალლაჰ... ძალა მიეცი გთხოვ! სულ რამდენიმე საათი გაძელი, მზე გადაიხრება და აგრილდება... - ალ კაბირი წყალს გადაწვდა, საცობი მოხსნა. - არ მინდოდა დავრდომილი დავბრუნებულიყავი საქართველოში! - მხოლოდ დაჭრილი ხარ. წყალი მოსვი.- შუბლი დამისველა და ტყავის გუდა პირთან მომიტანა. მოწოდებულმა წყალმა სველი, ხორკლიანი ქუსლებით ჩაირბინა ჩემი ჩახრაკული ყელი. ჩრდილმა ადგილი ინაცვლა და მეწინავე აქლემთან გაჩერდა. მამაკაცების საუბარი მომესმა. - ადრარ, ვერ მოვიცდი, მარტომ უნდა იარო. ოაზისში ყანების ბოლოს ჩემი ხალხი დაგხვდება და სახლამდე მოგიყვანს. - რაც ადრე მიხვალთ აჯობებს. - მოხუცი მთელი გზა უძრავად ზის დრომადერზე. - დედა სილი ციდან გვიყურებს. წუხელღამ წავიდა თავის მალასთან...ამენოკალიას დროს დაკარგვა არ უნდოდა, ძალიან ჩქარობდა. ჩამორჩენის ნება არ მომცა და დამარხვა ვერ მოვასწარი. დრომადერი ზურგზე მკვდარს არ იჩერებდა, გზაში გაჭირვეულდა, ოჩნობდა და დავაგვიანე. მაშალაჰ, სულზე მოგისწარი... - ალლაჰ... რა მესმის! მივხვდი და ვერ დავიჯერე. გვაპატიოს მისმა ნათელმა სულმა. ამენოკალიამ მთლად დაკარგა ადამიანობა. - შენთვის ყველაფერზე წავა. სიფრთხილე გმართებს. - ორი კვირაა არ გიძინია ადრარ, ადამიანს მხოლოდ თერთმეტი დღეღამე შეუძლია უძილოდ გაძლოს. იქნებ გავჩერდეთ, მოხუცი მიწას მივაბაროთ, გამოიძინე და მერე გავაგრძელოთ გზა. ასეთი საქმისთვის მოვიცდი... - ორი დღე კიდევ გავძლებ, ქვიშის ქარიშხალს ოაზისში უნდა მივასწროთ. რაკი მაშინვე ვერ დავმარხე, ადამიანების საცხოვრებელთან, სასაფლაოზე დავასაფლავებ. ტომში აღარ გავჩერდები და არ მინდა საჰარაში ჩაიკარგოს მისი სამარე. მომხსენიებელი აღარავინ დარჩა, ხანდახან ვინმე გამვლელი ალლაჰს შეავედრებს მის სულს. - აგრე იყოს, ოღონდ ჰილალე არ გაგექცეს. ოაზისში უნდა მოიყვანო, თორემ ხელახლა შეკრებს მდევარს. დაკრძალვისთვის ყველაფერი მზად დაგხვდება. - ალლაჰმა დაგლოცოს. - ოაზისთან ხაფანგი იქნება... - ჩვენი ჯგუფი თეთრ კლდეებთან დარჩა. წინ წასულებმა შეიძლება ხალხი მოისყიდეს. საჰარაში ყველა ყაჩაღობს, ფარაფრას ოაზისი კი კარგი ლუკმაა. ჩვენებურად გადაიცვი, ჩვენს ენაზე ილაპარაკე. ეს იარაღი გამომართვი, წუთში ექვსასი გასროლა შეუძლია, ესეც მჭიდებია ვაზნებით. თითოში ოცდაათი ვაზნა ეტევა. ნამდვილად გეყოფა თუ ჯარი არ დაგესხა თავს... - მადლობა, მაგრამ...ჯადარს მაინც ყველა იცნობს... თუმცა...
ჩრდილმა ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და კიდევ ერთი ჩრდილი დაიმატა.
- ამენოკალია, შენი ბარგი მიმაქვს, ოაზისში დაგიბრუნებ! - ბედუინო, ამას არ გაპატიებ! ტუარეგები სადაც მოგწვდებიან, ორივეს იქვე ჩაგაძაღლებენ. - ცდები ამენოკალია! შენ ტომის წინამძღოლის მოვალეობა არ შეასრულე, განსაცდელში ჩავარდნილი ხალხი მიატოვე და მე გამომეკიდე. ისინი ალბათ სხვა ტომებმა შეიფარეს. რაც მოხდა, უკვე ყველა ტუარეგს ეცოდინება. მაგრამ თუ გაიგეს, ტომის წევრი დაუმარხავი დატოვე და ჩემს დევნაში აქლემზე დაბმული ცოცხალივით ატარე, ყველა გაგრიყავს. სირცხვილი ცხოვრებაზე გრძელია* და შენ, სიკვდილის შემდეგაც ყველა აუგად მოგიხსენიებს. - ვერ ეღირსები ალ კაბირ! მანამდე გულს ცოცხლად გამოგჭამ!.. - ფრთხილად იარე ადრარ! შაითანი გახლავს! მოკლე საუბარი შეწყდა. გაგონილმა შემძრა. ჩემი ანნა** სილი, გაკოჭილს და ძაღლივით კისრით დაბმულს ჩუმად რომ მივლიდა სოფელში - მკვდარი იყო... თურმე რატომ არ აწვდიდა ადრარი წყალს. გამახსენდა როგორ მეფერებოდნენ მოხუცის კოჟრიანი ხელები ლოდის ჩრდილში მჯდომარეს, როგორ ქანაობდა მთელი სხეულით და როგორ არწევდა თავის უსაშველო დარდს. როგორ იდგა წელში გამართული მაღლა აწეული დანიანი ხელით და როგორ გამოუცხადა ხალხს, რომ ახალგაზრდა ტუარეგის სიკვდილში ბრალი არ მედო. გულით და უხმოდ ვტიროდი კაფანდარა, ნიავივით მსუბუქ მოხუცს, სიკეთით სავსეს, ერთადერთი ქალიშვილის მხეცურმა მკვლელობამ რომ ვერ გააბოროტა და ახლა, ცოდვის მოარულ ძეგლად ქცეული, ფეხდაფეხ მისდევდა მისი ოჯახის ამომწყვეტს. ალ კაბირმა ლისამით ხურჯინი შეკრა, შიგ სელის კალათა, გეოლოგის ზურგჩანთა, წყალი და ადრარის მიწოდებული ნივთები ჩაალაგა. ცხენზე გარდიგარდმო გადაკიდა და ჯადარს წყალი მიაწოდა. ჩვეულებრივზე ნელა მოძრაობდა ჩემთვის ტირილი რომ ედროვებინა. ჯადარი ჩუმად სვამდა წყალს და თვალს არ მაცილებდა. ცდილობდა გამოეცნო რა მტკიოდა ასე მწარედ.
ჩემი ძალები სანდო ნამდვილად აღარ იყო, ალ კაბირმა ხელში ამიყვანა და ცხენზე გვერდულად შემსვა, ამხედებულმა მარჯვენა მხარზე მიმიხუტა და და აღვირი მეორე ხელში მოიკრიბა. ჯადარს ბიძგიც არ დასჭირვებია, ჩვენს ზურგს უკან ამტვერებული ქვიშა ცაში აისვეტა და ყველაფერი დაფარა. ბედაურმა ქვიშის ღუბელი ფეხქვეშ გაიგო და უჰორიზონტო ცაზე შეფრინდა. უკან ბოროტი ხარხარი დაგვედევნა და ჩემს დაბინდულ გონებაში სამარადჟამოდ ჩაიჭედა...
ცნობიერება ხან მიბრუნდებოდა, ხან უსასრულო სითეთრეს ერწყმოდა. მთვარის ნათელმა ლამის დამაბრმავა. მკვდარ სითეთრეში ვეებერთელა ბურთი ცოცხალივით ფეთქავდა და მოხუცი სილის დარდივით ირწეოდა. უსაშველო სივრცეს თვალუწვდენელი სიღრმე ჰქონდა, ზედ უხილავი მხატვარი თავაწყვეტილად მქროლავ შავ არაბულ ბედაურს ფუნჯის ერთი მოსმით ხატავდა. მისი გრძელი, მოფრიალე ფაფარი ყველაფერს ძარღვებად ედებოდა. ცხენი ფეხის ხმა ყურში, თავში და გულში ერთდროულად ახმაურდა და უსაზღვრო სითეთრე ძოწისფერმა დაფარა. ვიღაც ბროწეულის მარცვლებით სავსე ფიალას მაწვდიდა, ზედ შაქრის ნაცვლად თეთრ ქვიშას აყრიდა და ბოროტად ხარხარებდა...
...დილის რიჟრაჟმა გონს მომიყვანა. ლისამით მოწყობილი მცირე ჩარდახი თავზე მადგა. ტირილისგან, ტკივილისგან და მაღალი სიცხისგან დაოსებული ჰორიზონტს მივაჩერდი. სული ყელში მომდგომოდა, გულთან ერთად ფეთქავდა და გასაქცევად გამზადებული სიცოცხლე კბილით ეჭირა. ჰაერი გადავყლაპე. მეგონა, სულს სასულეში ჩავიტანდი, მაგრამ ვერ მოვერიე. ისევ ბურთივით მაჯდა ყელში და მთელი ძალით მაწვებოდა. თითქოს რაღაცას მთხოვდა, რაღაცას მაძალებდა... უნდოდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მივხვედრილიყავი. გახურებულ შუბლზე ხელის შეხება ვიგრძენი. - სიცოცხლე აღარ შემიძლია. თავი აღარ მაქვს. სულს მივათრევ თუ სული მიმათრევს აღარ ვიცი...- ჩავიჩურჩულე და მზეს მივაჩერდი. - ნუ ილაპარაკებ ნილნა, ნუ ფიქრობ. ძალას გაუფრთხილდი. - ეს ალბათ დასასრულია. ჩემი გზის დასასრული. ჩემს თავთან დაჩოქილმა ალ კაბირმა მოულოდნელად გულზე ხელი იტაცა, გვერდზე გადაქანდა და მიწაზე დაეცა. ტბასთან გაჩენილმა შიშმა გამქრალი ფრთები შეისხა და მთლიანად გაშალა. მთელი სხეულით შევიკუმშე, თითქოს ხელი მკრეს, წყალი ავითრიე და მისკენ გავხოხდი, წყალი სახეზე დავასხი. მკერდის ჭრილობა მოვუსინჯე. ისევ ჩემი ნახვევით ჰქონდა შეკრული, სისხლი არ ჟონავდა, ასე უცბად რა უნდა დამართნოდა ვერაფრით ვხვდებოდი. თავსაბურავი მოვხადე და შუბლზე ხელით სიცხე მოვუსინჯე. თავადაც სიცხით ვიწვოდი და ჩემმა ხელისგულმა სიგრილე მაშინვე იგრძნო. დაძაბული დავცქეროდი, ტირილით ხმა ჩახლეჩილი ჩურჩულით ვკიოდი... - არა ალ კაბირ! არა! შემომხედე, ხმა გამეცი! გთხოვ!!! წამწამებქვეშ ზურმუხტებმა გაიკრიალეს და მწვანე თვალებმა თეთრი უდაბნოს მზე ჩაიღვარეს. - კარგად ვარ! - ღმერთო ძლიერო! ეგღა მინდოდა... - მუშტები შევკარი, მინდოდა გარბაზებულს მისთვის დამეშინა, მაგრამ მაჯაში მტაცა ხელი. - ხედავ, შეგიძლია! ნუ მოძრაობ, ნუ ტირი, სხეულში წყალს უნდა გაუფრთხილდე, ენერგიას ნუ ხარჯავ! - არა, აღარ შემიძლია და იცი, მგონი მიხარია, ყველაფერი რომ სრულდება, მინდოდა ფარაფრამდე მიმეღწია, მინდოდა მცოდნოდა რომ ეს უსასრულო გზა საჰარაში ცოცხალმა გავიარე. მაგრამ ვეღარ, ვეღარ ვუძლებ... - გასწავლი ეს როგორ უნდა მოახერხო, წმინდა სარკის მემკვიდრევ, ყურადღებით მომისმინე, თუ შეძლებ და გამოგივა, ხელახლა დაიბადები. შენს სულს უნდა მოუსმინო ნილნა, ღმერთმა სამი რამ მისცა ადამიანს, სული, სხეული და გონება, მათ შორის სული ყველაზე ძლიერია, უსაზღვროდ ძლიერი, რადგან ზეცასთან პირდაპირი ურღვევი კავშირი აქვს. ახლა თვალები დახუჭე, სმენა დაიხშე და თავში ჩაღრმავდი, გულისყური მოისმენს და გაგაგებინებს რა სურს და რა ჭირდება, შეასრულე რასაც გთხოვს და... ნახავ რაც შეუძლია...
სახეში შევაჩერდი, ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს სრულიად შემთხვევით წამოსცდა დიდი საიდუმლო. დაფიქრებით მიყურებდა უნდოდა დარწმუნებულიყო, ნამდვილად გავიგე თუ არა მისი ნათქვამი, უფრო სწორად, ისე გავიგე თუ არა - როგორც უნდა გამეგო.
რაღაც ისეთმა ზარმა გამიარა, ჯერ სხეული რომ გრძნობს და გონებას დაასწრებს ხოლმე. მივხვდი, რომ აქამდე, არასოდეს მომსვლია აზრად საკუთარი სულისთვის მომესმინა. ის ხომ ისედაც ჩემი იყო - ჩემივე დასაბამიდან და ჩემი იქნებოდა ჩემივე დასასრულამდე... სულის წამალი ჩემთვის ის უამრავი ლოცვა იყო, რასაც უხსოვარი დროიდან გვთავაზობდნენ საეკლესიო მსახურებანი. ჩემს ოჯახში ყველაზე ხშირად ბებია, მამის დედა მახსოვდა ხატების წინ მუხლებზე მდგარი. ვერც იმას ვიტყოდი რომ მეორე ბებია, ასტროფიზიკოსი, ურწმუნო ათეისტი იყო, მაგრამ ღმერთთან, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა, უმღვდლო და უეკლესიო... ერთხელ მამამ ორივეს ხუმრობით კითხა: "რომელი ხართ უფრო ახლოს ღმერთთანო..." სიდედრმა მშვიდად უპასუხა, "დედათქვენი სულიერად სიძევ, მე კი ფიზიკურადო..." მამაჩემმა გაიცინა ბებოს მიუბრუნდა "დედაჩემო, შენ ჩემს სულზე იზრუნე, სიდედრი - ფიზიკურად მომხედავსო." რა ვიცოდით მაშინ, ბებოს პირდაპირ თუ აუხდებოდა შვილის ხუმრობა. მამის სიკვდილის შემდეგ ფეხზე მდგარი აღარც მინახავს, სულ მუხლზე დაჩოქილი ავედრებდა უფალს შვილის უდროოდ წასულ სულს... "სულს მოუსმინეო..." შეეძლო ეთქვა ილოცეო, თავადაც ხომ ლოცულობდა... და უცბად მთელი სხეულით მივხვდი სინამდვილეში რა მითხრა... სახეში შევხედე. მშვიდად მიმზერდა და თვალებში მიცქერდა, როგორც ყოველთვის ახლაც სწრაფად დაიჭირა ჩემი ფიქრი, სახეზე ნათელმა გადაუარა, სასთუმალი მომიმარჯვა, შუბლი დამისველა, ფეხზე ადგა და თვალს მოეფარა. ვგრძნობდი, რომ სდაღაც ახლოს იყო, მაგრამ ვეღარ ვხედავდი.
გულისყური მოვიკრიბე, თვალები დავხუჭე და საკუთარ სულში ჩაძირვა დავიწყე. ნელ-ნელა ვღრმავდებოდი. მთელი გონებით და სხეულით ვიძირებოდი, ახლა ის უნდა გამხდარიყო მთავარი. მას უნდა დაეკავებინა გონების და სხეულის ადგილი, მას უნდა ეკარნახა რა უნდა გვექნა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, ვგრძნობდი როგორ მიჭირდა დაღმასვლა, სიღრმეში ჩაღწევა... დამძიმებულიყო... გამკვრივებულიყო... მწარე ეკალივით ისუსხებოდა... მუშტად შეკრულიყო და შიგნიდან მცემდა... ეწვოდა, ტკიოდა, დარდობდა, დაწყნარება და სიმშვიდე უნდოდა, სითბოს, სინათლეს ელოდა... მე, მე მელოდა ჩემი ერთგული ერთი მესამედი... ჩემგან ბოლომდე გამეტებული, უყურადღებოდ მიგდებული... მიტოვებული. საკუთარი თავის შემრცხვა, გული მეტკინა აქამდე თვითონ რომ ვერ მივხვდი მთავარს. არც მიფიქრია მასაც თუ უნდოდა მოვლა, მოფერება და მოსვენება დანარჩენი ორი მესამედივით.
" -სულ რაღაცას გაიძულებდი და დაგღალე, გაგტანჯე და გაგაწვალე. ყურადღებას არ გაქცევდი, მეგონა არაფერი გჭირდებოდა, ჩემი მსახური იყავი... თურმე ვცდებოდი, არ ვიცოდი, არ მისწავლია... მადლობა არასოდეს მითქვამს, არ მომივლია, არ მიზრუნია. ახლა თავი გამახსენე და ძალას მიჩვენებ. როგორი მთავარი ყოფილხარ თურმე... მეცოდინება რომ დიდი და ძლიერი ხარ... ჩემზე ნათელი... ჩემზე ერთგული... შენ ხარ სიცოცხლე, ჩემგან დაუფასებელი და შეუყვარებელი. ჩემი შეუგნებელი და დაუძლეველ მისწრაფება გადარჩენისთვის, შენი უხილავი ძალის წყალობა ყოფილა. ყოველთვის გაგიფრთხილდები, უსაზღვროდ მეყვარები, ნამდვილი სიყვარულით, როგორც შენს სიმაღლეს და სიდიადეს შეეფერება... ვიზრუნებ რომ სუფთა და ნათელი იყო, მოგივლი, რომ არასდროს დამძიმდე და გაბოროტდე. აქამდე ხომ გვატარა მე და შენ ჩვენმა სხეულმა, როგორც მე შემეძლო - ისე გვატარა. ახლა შენ უნდა იმარჯვო, შენ უნდა გვატარო... ისევ ერთად რომ ვიყოთ, ისევ გადავრჩეთ... გთხოვ, დამშვიდდი, გაძლიერდი, დაგვეხმარე. შენი ძალა მოგვეცი, გადმოგვისხი, თორემ...ერთმანეთს გავეყრებით... ცალკ-ცალკე დავიფანტებით. სხეული მიწას დარჩება, შენ ცაში გაფრინდები, მე კი ვიქნები სადღაც შუაში გამოკიდებული თქვენს ძებნაში... ჩვენი სამეულს კი სიკეთეების კეთება შეუძლია, სამართლიანობისთვის ბრძოლა შეუძლია და ნათელი შეგემატება, შენი ნათელი მეც დამამშვიდებს და სხეული გაძლიერდება. არც კი ვიცი რამდენჯერ გაწყენინე, რამდენჯერ გატკინე და გაგამწარე, ვერც კი ვგრძნობდი როგორ გაწვალებდი... შევცდი, შევცდი...შენდობას გთხოვ, ორივე შენდობას გთხოვთ... გვაპატიე ... და ჩვენთან დარჩი..."
ყელთან ამომჯდარმა მუშტმა გაშლა დაიწყო. სიმძიმე ნელა ქრებოდა. უცნაურმა და უცნობმა სიმკვრივემ ეკლები მოიშორა, შემსუბუქდა, გაიხსნა და სხეულში ლაღი მდინარესავით დაიძრა. ყველა ძარღვს და უჯრედს მიაგნო, ჩემი სხეულის ფორმა მიიღო, ჩემს ძვლებად, ხერხემლად და ხორცად იქცა, ყველგან გაჯდა და ძალად დაიწყო გადაქცევა. გონებაში ფორიაქი მშვიდდებოდა... მინავლული გულისძგერა მომძლავრდა და ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. უღონობა, უძლობა და უსურვილობა თანდათან მტოვებდა, სხეულიდან ფეხაკრეფით იპარებოდა. კარგა ხანს უძრავად ვიწექი და ჩემი სულის მოძრაობას ვუსმენდი, როგორ აკითხავდა, ავსებდა ყველა კუნჭულს და ყველგან საოცარ ძალას ტოვებდა. უზომო მადლიერების გრძნობა დამეუფლა. წამოუდგენელი ბედნიერება და სიმსუბუქე მეწვია. ეს ნამდვილად ის იყო, რასაც ნეტარებას ეძახიან. უსაზღვრო ბედნიერების და მადლიერების ერთდროული შეგრძნება. თურმე, უმაღლესი სიკეთის მიღწევა, საკუთარი სულის მოსმენით იყო შესაძლებელი მაშინაც კი, როცა სხვა აღარაფრის იმედი აღარ არსებობდა. წარმოუდგენელი იყო ყველა ის შეგრძნება, რაც ტალღად ვრცელდება არა მხოლოდ ჩემს სხეულში, არამედ მის გარეთაც... როგორც სულს შეეფერებოდა, ისეთი სიმაღლით მაპატია და შემინდო... სულის ძალით დაწმენდილ გონებაში რაღაც გაუაზრებელი აზრი მიტრიალებდა, კარგა ხანს ვუსმენდი და ველოდი, როდის იქცეოდა სიტყვებად. ძალა და ენერგია თანდათან მემატებოდა. ფილტვების ასავსებად სუფთა ჰაერს უფრო და უფრო ღრმად ვისუნთქავდი და ველოდი. როგორც იქნა სიტყვებმა ბრწყინვა დაიწყეს ისეთი მახლობელი იყვნენ ეს სიტყვები, რომ თითქოს ჩემში ჩემს დაბადებამდე არსებობდნენ: "თავით თვისით მზე ხარ... გაბრწყინებული მზე... საკუთარი თავის მზე... აი თურმე როგორ იქმნება საგალობელი...თურმე როგორ..."
თვალი გავახილე. სამის ერთობა და ერთის სამობა ჩემთვის ისეთი ნათელი გახდა, როგორც არასდროს. იმის შეგნებამ რომ გაგონება და გაგება, დანახვა და ხედვა სულ სხვადასხვა ყოფილა, უცბად გამააზრებინა ჩემი სულიერი სიმწირე...
" -რა უმწიფარი ვყოფილვარ, რა უმწიფარი... რამდენი რამ გამომრჩენია, რამდენი შემშლია... თურმე სულის თვალებით უნდა წაიკითხო სულის ძალით უნდა იგრძნო, მერე გონებით უნდა გაიაზრო რას გრძნობ და ისე მიიტანო გულამდე. პირმა კი გულში გატარებული სიტყვა უნდა ამოთქვას... ასეთ სიტყვას დიდი ძალა აქვს... მე კი სულ პირიქით ვიქცეოდი... რაც კი გონებას წაეკარებოდა, კარგი თუ ცუდი, ყველაფერს სულს ვაძალებდი. ის კი იბრძოდა, მხოლოდ ის უნდოდა, რაც გაანათებდა, შეამსუბუქებდა, მე კი ამორჩევასაც არ ვაცლიდი, ვაყრიდი და ვაყრიდი ყველაფერს. ისე ვშხამავდი, როგორც სხეულს წამლავს ცუდი საკვები... ეს შინაგანი ჭიდილი სამივეს გვანადგურებდა. ღმერთო, ეს რა სისულელეს ჩავდიოდი, თურმე სულ უკუღმა მიცხოვრია, სულ უკუღმა..."
ჩემს სუნთქვაზე ალ კაბირმა მაშინვე ჩემთან დაიმუხლა, მანიშნა რომ უნდა შემხებოდა და შუბლზე ხელი დამადო.
- მაშალაჰ, სიცხემ დაგიკლო. ასე უცბად?.. ერთი საათის უკან იწვოდი... - გაკვირვებით დამაცქერდა, მაგრამ მერე თითქოს რაღაცას მიხვდა, თვალებში ჯერ გაკვირვება ჩაუდგა, მერე ის საოცარი ნათელი, მისი დიდი საიდუმლოს გამხელისას რომ შევნიშნე. - ესე იგი შეძელი... წარმოუდგენელია! გამოგივიდა! ახლა ერთი საფეხურით მაღლა ხარ წმინდა სარკის მემკვიდრევ... ეს წამალი დალიე, წყალი მოსვი, არ მიპასუხო, არ ილაპარაკო. თუ დაძინებას შეძლებ, ნამდვილად დადგები ფეხზე. , გზას მხოლოდ მაშინ გავაგრძელებთ, როცა უკეთ იქნები. საჰარა შენთვის უკვე წარსულია და დაივიწყე, მხოლოდ მომავალზე იფიქრე. ახლა კი დაიძინე.- წყალი პირთან მომიტანა და მანიშნა ცოტა მომესვა.
წყალმა გონება დამიწმინდა. მზერა გამეხსნა, ბროწეულისფერი ნელ-ნელა ლღვებოდა და ყველაფერს ბუნებრივი იერი უბრუნდებოდა. თვალები დავხუჭე და ძილმა ფრთხილად წამიღო სითეთრეში. თვალი რომ გავახილე, მზე უკვე ამოწვერილიყო.
ალ კაბირი მოფრუტუნე ცხენთან იდგა და ხელში რაღაც ნივთი ეჭირა და ყურადღებით აკვირდებოდა. ჩემი ახალი სულიერი მგდომარეობა ისე მეამა, რომ გადავწყვიტე ცოტა კიდევ დამესვენა და მერე დამეძახა მისთვის. ამიტომ მეც შევეცადე გამომეცნო რა იყო ეს უცნაური ნივთი, რომელიც აქამდე მის ხელში არ მენახა.
საჰარას ქვიშისფერი, მოქნილი, კოპწია, მოხერხებული, წიბოებზე სავარცხელივით დაკბილული სხეული, მოკლე ლულით თავდებოდა. სწორედ ეს მოკლე და პატარა ლულა ამჟღავნებდა, რომ ეს სათამაშოსავით ლამაზი ნივთი, საკმაოდ მძლავრი ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ყოფილიყო. გამახსენდა ადრარმა რომ რაღაც მისცა და უთხრა წუთში ექვსას ტყვიას ისვრისო, ასეთ სისწრაფეს მხოლოდ ავტომატი თუ გაართმევდა თავს. ისეთი მოქნილობის და სიმსუბუქის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მეც ადვილად შევძლებდი მოხმარებას. ვერ ვხვდებოდი საიდან უნდა მოხვედრილიყო ტუარეგის ხელში ასეთი უნიკალური იარაღი.
ალ კაბირმა ცალ მუხლზე დაიჩოქა. ყურადღებით სწავლობდა ყველა უმცირეს დეტალს. მჭიდი მოხსნა და გვერდზე გადადო. შემდეგ ნელა დაშალა და ყველაფერი მწკრივზე დაალაგა. საკეტს და სახლეტს მიუბრუნდა, მოსინჯა, ისიც გვერდზე გადადო. მჭიდებიდან ვაზნები ამოყარა, ხელით გასინჯა და ყველა ვაზნა ცალკ-ცალკე დაათვალიერა. რაც საეჭვოდ მიიჩნია, ხურჯინში ჩაყარა, დანარჩენი ისევ მჭიდებში ჩაალაგა და იარაღი ააწყო. სასხლეტს გამოკრა, მსუბუქმა ტკაცუნმა ამცნო რომ ყველაფერი წესრიგში იყო. კონდახი მხარზე მიიდო, სამიზნეს გახედა, გასროლის სავარაუდო ტრაექტორია თვალით გაზომა და აშკარად მოიწონა. კმაყოფილმა ერთი მჭიდი ბუდეში ჩასვა. სათადარიგოები ქამარში ჩაიწყო, იარაღი აიღო და ფეხზე ადგა.
ვუცქერდი და ვფიქრობდი რომ მამაკაცისთვის ყველაზე კარგი სამკაული მართლაც იარაღი იყო, კარგი იარაღი. მასთან ურთიერთობისას სულ სხვანაირები ხდებოდნენ, თვალები სხვანაირად უბრწყინავდათ, საკუთარი თავის რწმენა ემატებოდათ.
მაგრამ ამ კაცს, არა მხოლოდ საოცრად უხდებოდა, არამედ მის სხეულს რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი შეემატა, რამაც წარმოუდგენელად მიწიერი, კაცური ხიბლით აავსო. მისი თვალებიდან ნათელი იღვრებოდა. მოქნილი, შეკრული, ძლიერი და უზადო სხეული კიდევ უფრო უნაკლო ჩანდა ქათქათა ქვიშის ფონზე. გვერდით ამაყად თავაწეული, ღირსებით სავსე, ფრთხილი და უშიშარი შავი არაბული ბედაური ედგა. მათ ზურგს უკან კი ტაატით ამოდიოდა თეთრი უდაბნოს მზე. უკვე ვიცოდი, რომ ზუსტად ასეთი დამრჩებოდა მეხსიერებაში, აი ასეთი, როგორიც ახლა იდგა, ღამესავით შავ არაბულ ბედაურთან ერთად ამომავალი მზის სხივებზე მდგარი, ზეციური მხედარივით უნაკლო, სრულიად მიწიერი კაცი.
მზე თეთრი ოკეანიდან ყვითელი ბურთივით ამოვარდა. სხივებმა ღრუბლის კონტურები ოქროსფრად მოხაზეს და მიწას მისი ნატიფი ჩრდილი დააფინეს. ჩახჩახა ბურთი სწრაფად მიგორავდა ზემოთ. მისი ბრდღვიალი ყოველ წუთს დამაბრმავებელი ხდებოდა. ალ კაბირმა მზეს გახედა, თავსაბურავი მოიხსნა, გაშალა და ცხენს გადააფარა. ჯადარი ქანდაკებასავით უძრავად გაჩერდა და თეთრი აბრეშუმის საბურველით მთლიანად დაფარული, დიდი ტრიუმფის მომლოდინე ბრწყინვალე შედევრს დაემსგავსა. ჩარდახი დაგრძელდა და ცხელ ქვიშაზე ქეჩა გაიშალა. ჩრდილებმა დამოკლება დაიწყეს. ალ კაბირმა წყალი და გეოლოგის ჩანთა ჩვენს შორის ტიხრად ჩადო. ერთმანეთს ვეღარ ვხედავდით. მხოლოდ სხეულით ვგრძნობდი როგორ იჯდა ჩანთაზე ზურგით მიწოლილი, მოხრილ მუხლზე ჩამოდებული ხელით, მოჭუტული მზერით გასცქეროდა დასავლეთს და რაღაც გეგმას აწყობდა. ვიცოდი რაც აწვალებდა. სისხლის დაღვრა არ უნდოდა. პოლონელსაც კი მოსაკლავად არ იმეტებდა. ჰილალეს ჟინს აყოლილი ადამიანების სისხლში ხელის გასვრას ერიდებოდა. ბრაზობდა ტუარეგების დრომოჭმულ ტრადიციებზე, სიბეცეზე, არასწორ არჩევანზე. გაუნძრევლად ვიწექი, არ მინდოდა გაეგო რომ არ მეძინა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად ვუცქერდი. უცბად გავიფიქრე, შეიძლებოდა ისიც ასევე მიცქერდა როცა ტბაში შიშველი ვბანაობდი. ეს აზრი ისეთი დამაჯერებელი მეჩვენა, თავზარი დამეცა. ვცდილობდი გამეხსენებინა მართლა ეძინა თუ არა, როცა მის ფეხებთან მივწექი, მაგრამ ამაოდ...
გარშემო თეთრი სიცხე მხურვალებად ჩამოწვა. მზე ზენიტზე დადგა და დედამიწა სარკედ იქცა. თეთრი ქვიშის უთვალავი კრისტალი ცისარტყელას ფერებად აკაშკაშდა, თითოეულმა ნამცეცმა გულში საკუთარი მზე ჩაიდგა და მთელი მიწა და ზეცა ერთად დაინთო. რომ არ დავბრმავებულიყავი, თვალები მაგრად დავხუჭე და ზედ ლისამი ჩამოვიფარე. ახლა მხოლოდ ალ კაბირის არათანაბარი სუნთქვა მესმოდა, რომელსაც ხანდახან ჯადარის მოკლე სუნთქვა ფარავდა.
მიწა წარმოუდგენლად ხურდა. ყველაფერს ალმური ასდიოდა, ოფლი გამოსვლასაც ვერ ასწრებდა, მაშინვე შრებოდა და ჩემი სამოსი მარილით იფარებოდა. სხეული ცალკე სიცხისგან მეწვოდა, ცალკე მარილისგან. განსაკუთრებით ზურგის ჭრილობა მთანგავდა, ფეხები შეხვეული მქონდა და ნახვევი ასე თუ ისე მარილისგან მიცავდა. სანამ მზე არ გადაიხრებოდა, არ უნდა მემოძრავა, მოკლედ უნდა მესუნთქა და სხეულში წყლის მარაგი უნდა შემენარჩუნებინა. მიუხედავად იმისა რომ ასეთი მდგომარეობა ჩემთვის უცხო აღარ იყო, მაინც საშინლად მიჭირდა. სულ სხვაგვარი იყო თეთრი უდაბნოს მზე, სულ სხვანაირი... უფრო შეუბრალებელი, სასტიკი და უფრო ძლიერი. მისი ცეცხლისმფრქვეველი და თვალისმომჭრელი სილამაზე ყველაფერს დაუნდობლად ხრუკავდა, წვავდა და ფერფლავდა... - ნილნა...საღამოს დახმარება დამჭირდება. - თბილმა ხმამ ლამაზ მელოდიად ჩაისრიალა გულისყური. ისე დაილაპარაკა, ნამდვილად იცოდა რომ აქამდე არ მეძინა და შევცბი. სიჩუმე აღარ გამოდიოდა და ჩურჩულით ვკითხე: - როგორ? - ჰილალეს სამოსი უნდა ჩაიცვა და მისი სამკაულები გაიკეთო. ზედ ოაზისის შესასვლელთან შეიძლება ტუარეგების საფარი დაგვხვდეს. ყველას ამენოკალია უნდა ეგონო...თავიც ისე უნდა გეჭიროს, მისგან ვერ უნდა გაგარჩიონ. ამიტომ ოაზისში მთვარის შუქზე შევალთ. დღის სინათლეზე ან ჩირადღნების შუქზე გიცნობენ. იქნებ ამ ხრიკმა გაჭრას და დიდ სისხლისღვრას ავცდეთ. მანამდე საკმაო დროა, ენერგია გჭირდება, მართლა უნდა დაიძინო. ლისამი დაასველე, სახეზე აიფარე და პირქვე დაწექი. ცხელი ჰაერი ყელს აღარ ჩაგხრაკავს, ფილტვებიც აღარ აგეწვება. „...ვერაფერს, ვერაფერს ვერ გამოაპარებ..." - სახე სირცხვილისგან ამეწვა. პირქვე გაწოლილმა თავქვეშ მკლავი ამოვიდე. სახეზე სველი ლისამის აფარებამ მართლა მიშველა. ხორხი აღარ მეხრაკებოდა, უკეთესად ვსუნთქავდი, მაგრამ მისმა გეგმამ მოსვენება დამიკარგა. ვეჭვობდი, რომ ჰილალეს სამოსი არ მომერგებოდა. მთელი ეს დრო ისედაც ნამდვილ ალქაჯს ვგავდი, ახლა კი ახალი უხერხულობა მელოდა. ალ კაბირი აუცილებლად შემათვალიერებდა. არ მინდოდა ცუდი შთაბეჭდილება დარჩენოდა. კოპწია სამოსი საერთოდ თუ ჩამეტეოდა, მთელი სხეული გამოკვეთილად გამოჩნდებოდა და... საშინლად არ მომიხდებოდა. ჩემში გაველურებული მომთაბარე კვდებოდა და ქალი იღვიძებდა. საშინლად მომინდა საკუთარ თავს გავქცეოდი და თვალები დავხუჭე. გარინდულმა ვიგრძენი როგორ მეფერებოდა სული შიგნიდან, გულზე სალბუნად დამეამა მისი ლიცლიცი და მსუბუქმა ძილმა წამწამებზე მოიკალათა...
როცა გამეღვიძა, მზე უკვე გვარიანად გადახრილიყო. წუხანდელთან შედარებით იმდენად კარგად ვიყავი, რომ წამოვჯექი და წყალი დავლიე. ხელები და სხეული ისევ მემორჩილებოდა და გაცილებით უკეთ ვგრძნობდი თავს. ალ კაბირს სამოსი გამოეცვალა, შავი გალაბა გადაეცვა, თავზეც შავი საბურავი შავი უკალით დაემაგრებინა. ლისამის ნაგლეჯს წყლით ასველებდა და ჯადარს ქვიშის მტვრისგან და ოფლისგან წმენდდა. ცხენი პატრონის მოფერებას ცდილობდა და თავს კმაყოფილი იქნევდა. ჩემს მოძრაობაზე ალ კაბირმა ხელით მანიშნა რომ მომზადების დრო იყო და მიბრუნებულმა ისევ გააგრძელა ჯადარის მოვლა.
სელის კალათაზე ხამად ნაქსოვი ტილო, ბინტი, ბედუინების მალამო და წყალი დამხვდა. ჩარდახს მოვეფარე და მარილით გაჯერებული სამოსი გავიხადე. სველი ტილოთი სხეული გავიწმინდე, პირი დავიბანე და თმა დავივარცხნე. ჯერ მარჯვენა ფეხზე შევიხსენი სახვევი. აბების დამსახურებით ჭრილობა უკეთ გამოიყურებოდა. მალამო წავისვი და მჭიდროდ შევიხვიე. მარცხენა ფეხის ჭრილობა ძალიან ცუდ დღეში იყო, სისხლი აღარ მდიოდა, მაგრამ შეშუპებულიყო და მტკიოდა. ისიც მჭიდროდ გადავიხვიე და სელის კალათას მივუბრუნდი.
მოხუცი სილის მზრუნველ ხელს ფაქიზად ჩაელაგებინა ტილოში ცალკ-ცალკე გახვეული სამოსი და სამკაულები. ლალის, ალმასის, ლურჯი იაგუნდის, ფირუზის, მარჯნის და ძოწის საოცარი ფორმის და სილამაზის ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები, ფეხზე მოსახვევი მძივები, ქამრები, ერთიმეორის მიყოლებით გავშალე მიწაზე.
ფირუზის და მარჯნის სამკაულები თავისი განსაკუთრებული ფერებით ყველასგან გამოირჩეოდნენ. მათ დანახვაზე უცბად გამახსენდა ჩემი პროფესია, ხელში ჯერ ფირუზები ავიღე და ყურადღებით დავაკვირდი, მთლიანი ქვისგან არაჩვეულებრივი სიფაქიზით გამოჭრილ ბრტყელ რგოლებს მსუბუქი ჰაეროვნება ამშვენებდა. ფირუზებს ტუარეგული, გაწელილი ჯვარი ეხატა, ორი აქლემიც იყო ამოჭრილი, ზედ ამხედრებული ქალების გამოსახულებით. სადღაც შორ ჰორიზონტზე მთები და კლდეები მოჩანდნენ. ტურაეგების ლეგენდის გმირები, თინ-ჰინანი და თაკამატი, აქლემებით მიიჩქაროდნენ ატლასის მთებისკენ. მაგრამ ეს ტვიფრები, თუმცა შესანიშნავად იყო ამოხაზული, ახლოსაც კი ვერ მივიდოდნენ მარჯნის სამკაულებთან.
მოვარდისფრო სამაჯურები განსაკუთრებული სინაზით და სინატიფით ანათებდნენ და მასზე შესრულებული ბარელიეფური კამეა უნებურად იტაცებდა თვალს. გადავწყვიტე მარჯნის სამკაულები ამერჩია და ფირუზი გვერდით გადავდე. ერთი სამაჯური ხელში ავიღე და დავაკვირდი. ზედ ქალის სახის ნაწილი იყო ამოტვიფრული, იდეალურად მოხაზული მხრით, ყელკისრით, ნიკაპით, მშვენიერი გაშლილი თმებით. ისეთი სიფაქიზით იყო სავსე. კისერთან დაგრეხილი პაწია კულული თითქოს ჩემს სუნთქვზე ირხეოდა. ბარელიეფი დიდი მოთმინების, ზუსტი ხელის და დახვეწილი ხელოვანის მაღალ გემოვნებაზე მეტყველებდა.
სამაჯურზე ამოტვიფრული სახის დანახვაზე გულმა რეჩხი მიყო. ვიეჭვე, რომ ეს სამკაულები ალ კაბირის ნახელავი უნდა ყოფილიყო. მისი არაჩვეულებრივი საჩუქარი ჰილალესთვის. გამახსენდა როგორი მოწიწებით მიართვა ლალები. წარმოვიდგინე როგორი სიყვარულით და მოთმინებით მუშაობდა ქვაზე, როგორ აქანდაკებდა თითო პაწია დეტალს და შიგნით რაღაც მეტკინა. მარჯნის სამკაული ცივად დავდე და ისევ ფირუზები ავიღე. მწარე ირონიამ წამში მოირბინა ჩემი გონება და სასულეში გამეჩხირა. ახლა ჩემთვის სულერთი გახდა მომერგებოდა ან მომიხდებოდა თუ არა ჰილალეს ტანსაცმელი. ჭყეტელა სამოსიდან ლაჟვარდისფერი ამოვარჩიე, ფირუზის სამკაულები შევუხამე და მზადება დავიწყე.
ჯერ თმა ავიწიე და ცხენის კუდივით შევიკარი ყვითელი თასმებით. კოჭებზე წვრილი ფირუზის მძივები დავიხვიე, საფეთქლებს უკან თმაზე ფირუზის სავარცხლები გავიკეთე, ხელებზე სამაჯურები ავისხი. საყურეები დავიკიდე და სამოსს დაწვდი. ჯერ ქვედატანი ჩავიცვი, შემდეგ ზედატანი და კისერთან თასმით შევიკარი. ტანსაცმელი ზუსტად მომადგა, ლურჯი სანდლებიც ისე მომერგო, თითქოს ჩემს ფეხებზე ამოესხა ვიღაცის მოხერხებულ თითებს. მაგრამ ეს აღარ მადარდებდა. ყელსაბამი ყელზე შევიბი, ლაჟვარდისფერი მოსასხამი ავიღე, ფეხზე წვალებით ავდექი და წელში გავსწორდი...
- მზად ვარ...
ალ კაბირმა ჯადარს აღვირში წაავლო ხელი, ჩემსკენ მობრუნდა და გაკვირვებისგან მსუბუქად წამოუსტვინა... - დიდება ალლაჰს!!! რა საოცრებაა...წარმოუდგენელი გარდასახვაა... ბრწყინვალეა! თითქმის უზადო... - როგორღაც სულ სხვანაირად გაიჟღერა მისმა ხმამ. - თითქმის?! - შენი მშვენება საჰარას მზესაც შეშურდება ამენოკალია! ოდნავ დაღლილი გახლავართ, გაქცეული სიტყვისთვის ნუ დამსჯით... - გაიღიმა ალ კაბირმა, ხელი მკერდზე მიიდო, წელში მოწიწებით მოიხარა და თავი დამიკრა. - მეტულემ ალ კაბირ, მეტულემ! შენი თვალები ლამაზად ხედავენ სამყაროს ! - დაწვრილებული ხმით გამოვაჯავრე ჰილალეს და საშინელი კმაყოფილება დამეუფლა....
ალ კაბირმა ჩემს ქალურ ხრიკზე გულიანად გაიცინა და ხავერდოვანი სირბილე მოიყოლა. ჩარდახს შემოუარა და ჩემს წინ გაჩერდა, მოჭუტული მზერით თავიდან ფეხებამდე ამხედ-დამხედა და ღიმილით მითხრა:
- ჰილალე რომ გხედავდეს შურით მოკვდებოდა...თუმცა.. - რა თუმცა? შეხების ნებართვაზე თავის დაქნევით დავეთანხმე. ჩემს მაჯაზე ქვის სიმძიმით ჩამოწოლილ სამაჯურს ფრთხილად შეეხო, ასწია და მკლავზე მკერდის სიმაღლეზე დამიმაგრა, შემდეგ მეორეს მიწვდა და იგივე ადგილი მიუჩინა. უკან დაიხია, დამაკვირდა და შემდეგ მოწონების ნიშნად თავი დააქნია.
- ახლა ყველაფერი წესრიგშია. ტუარეგების ისტორიაში ყველაზე ღირსეული და მშვენიერი ამეოკალია იქნებოდი, კეთილი, გონიერი, საკუთარი ხალხის ნამდვილი პატრონი. ახლა კი ჰილალედ უნდა იქცე და შენს კეთილ ბუნებას დროებით შეელიო. მთელი არსებით ამპარტავნება, მედიდურობა უნდა გამოხატო და პასუხის ღირსად არავინ ჩააგდო. ამენოკალია თავს არავის უტოლებს, ის დედოფალია, გახსოვდეს, მისთვის მხოლოდ მსახური და მონა არსებობს, მისთვის ყველა უბრალო იკლანია...
- შენც ? - ორივე სამაჯური ნელა შევისწორე, მკლავებზე კარგად მოვირგე და მარჯნის სამაჯურებისკენ გამექცა თვალი... ალ კაბირმა არაფერი მიპასუხა, მაგრამ ჩემს ეჭვიან მზერას თვალი გააყოლა და ჩემს ფეხებთან გაშლილ მარჯნის სამკაულებზე შეაჩერა.
უთქმელი სათქმელი ჩვენს შორის, ნათქვამივით გაიჭედა. უნებურად გავიშალე მხრებში, თავი მაღლა ავწიე, მედიდურების და ამპარტავნების ნაცვლად, - სახეზე სიამაყე, იმედგაცრუება და აქამდე უცნობი ტკივილი ერთად დამეხატა. ჩემი თავი პირველად დავინახე გარედან სხვა თვალით, სხვა საზომით... ვიგრძენი, როგორ უცბად გავიზარდე რამდენიმე წუთში, მიწაზე გაშლილი მარჯნის სამაჯურებიდან - ჩემს მკლავებზე აცმულ ფირუზის სამაჯურებამდე.
ალ კაბირს სახე შეეცვალა, ჩემს ფეხთით დაიჩოქა, მარჯნის სამაჯურები სწრაფად აიღო, ხელში შეატრიალა, შეატყუპა და კარგად დააკვირდა.
მზერა გაუქვავდა და დაუცარიელდა, თითქოს ერთბაშად დაავიწყდა სად იყო ან რატომ... თვალები შუშასავით გაუხდა და სიბნელემ დაიწყო ჟონვა. ჯადარმა პატრონის ცვლილება მაშინვე იგრძნო და დაიფრუტუნა. ცხენის ხმაზე გამოერკვა, ყელსაბამს და საყურეებს დაწვდა. კარგად დაათვალიერა თითოეული დეტალი, ჯერ სამაჯურებს ეამბორა მოწიწებით, შემდეგ ყელსაბამს და საყურეებს, შუბლზე მიიდო, ისევ შეატყუპა სამაჯურები და ისევ დახედა. მეორე სამაჯურზე, სახის მეორე, მთავარი ნაწილი იყო ამოკვეთილი. შეტყუპებული ბრტყელი რგოლებიდან ახლა მთლიანი სახე მიმზერდა, უნაზესი, ძალიან ლამაზი, მშვიდი და სათნო. ყვრიმალები, ღაწვები, წარბები, ცხვირის ნესტოები, ნუშის ფორმის თვალები, პატარა ტუჩები, საფეთქლები და სახის ნატიფი ოვალი ისეთი საოცარი სიზუსტით იყო მოხაზული, თითქოს მთლიანად გაცოცხლებულიყო და რაღაცის თქმას აპირებდა. არა, ეს არ იყო ცეცხლოვანი ვნებით სავსე ტუარეგების დედოფალი, ეს შინაგანი ნათლით მოსილი, თითქმის ღვთაებრივი სახე იყო და ალ კაბირი... თვალს ვერ აშორებდა. ძლივს გავბედე შერხევა და ხმის ამოღება.
- ალ კაბირ, ვინ არის ეს ქალი... - დედაჩემი... - ვინ ??? - მოულოდნელმა პასუხმა და მისმა უცნაურმა ხმამ ისე დამაფრთხო, რომ უნებურად უკან დავიხიე. - სამაჯურებზე დედაჩემის სახეა. ყელსაბამზე დინასტიის ნიშნები... ბოლოს ამ სამკაულებით მახსოვს, ეს მისი მარჯნებია... - ესე იგი, ის მკვლელობა და ყაჩაღობა გილფი ალ კაბირის ძირას, შენ რომ მიამბე, ჰილალეს მამამ ჩაიდინა და სამკაულები ნადავლად დაიტოვა... - ასეა... - ტომის უხუცესებს ეხსომებოდათ ეგ ამბავი, რატომ არ გითხრეს? ასეთ ამბებს, როგორც საგმირო საქმეებს, ღამით კოცონებთან ჰყვებიან ტუარეგები. - ან არ დავუნახივარ ან... წლების შემდეგ ვერ მიცნეს. მეც არავისთვის მითქვამს. - აქამდე ეს სამკაულები ჰილალეზე არ გინახავს? დაფიქრებულმა ალ კაბირმა უსიტყვოდა მანიშნა უარი. - მაშ ცოდნია სინამდვილეში ვინ ხარ ალ კაბირ, ისიც იცის რა ჩაიდინა მამამისმა... შენს დასანახად არ გაიკეთებდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ამ სამკაულებით აუცილებლად მოგაწონებდა თავს. ეს მარჯნები ხელოვნების უნიკალური ნიმუშია, ალმასებსაც ჯობია და იაგუნდებსაც... იდეალური, უზადო და იმდენად ჰაეროვანია, ქვის სიმძიმე არც კი ემჩნევა. - ალლაჰ... რა უცნაური და საბედისწერო დამთხვევაა... - ეს მხოლოდ კარგის ნიშანია, მხოლოდ კარგის... ამდენი წლის შემდეგ დედის სახე დაგიბრუნდა, საგვარეულო სამკაულებმა ნამდვილი პატრონი იპოვეს, თავად მოგაგნეს... ალ კაბირი აღმოსავლეთისკენ შებრუნდა და მეორე მუხლითაც ჩაიჩოქა. - არ არს ღმერთი გარდა ალლაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი...- ლოცულობდა ღრმად, მთელი გონებით, სულით და სხეულით...ლოცვის სიტყვებს წლობით დაგუბებული ტკივილი წვეთობით ამოჰქონდათ მისი სულიდან.
მისი წუხილის მიმართ უდიდესი მოწიწება დამეუფლა. ხელი რომ არ შემეშალა, ჯადარს კისერზე მოვეხვიე, მისი დახმარებით ათიოდე ნაბიჯი გადავდგი და შორიახლოს ქვიშაზე დავჯექი. მის ლოცვას ჩემი ლოცვით ავყევი. კრიალოსანივით ვმარცვლავდი "მრწამსის" სიტყვებს, ერთიდან მეორეზე მძივებივით გადავდიოდი სანამ ბოლო სიტყვამდე არ მივედი. ლოცვა მასაც დაემთავრებინა, მაგრამ ისევ მუხლმოყრილი იდგა, დუმდა და მარჯნებს დასცქეროდა. მინდოდა მედროვებინა მისთვის საკუთარ თავთან დაბურნება და საქმეს შევუდექი. ჩქამის გარეშე მოვშალე ჩარდახი და ხურჯინად ვაქციე. სამოსი და დარჩენილი სამკაულები ისევ სელის კალათაში ჩავაწყე, ჩემი გამონაცვალი სამოსიც შიგ ჩავაგდე. ყველაფერი ერთად დავაწყე და ქეჩაც ავახვიე.
ალ კაბირი ფეხზე ადგა და მობრუნდა. ძველებურად გამოიყურებოდა, ოღონოდ უფრო ძლიერი მეჩვენა, შინაგანად სავსე და მშვიდი. პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა, მისი ნაბიჯებში ისეთი სიმსუბუქე იგრძნობოდა, თითქოს ყველა ტიტანის ტვირთი ერთბაშად ჩამოხსნეს მხრებიდან. ამჯერად შეხების ნებართვა არ უთხოვია მხარზე ისე მომხვია მკლავი, მკერდზე ფრთხილად მიმიხუტა და შუბლზე ტუჩებით შემეხო... - მადლობელი ვარ ბედისწერის, შენთან რომ შემახვედრა... - მელოდიურ, დაბალ, ლამაზ ხმას ისევ დაბურნებოდა სირბილე და ხიბლი. სამაჯურებს მოწიწებით გადაუსვა ხელი, ყელსაბამთან და საყურეებთან ერთად ფაქიზად გაახვია ტილოში და უბეში ჩაიდო. ბარგი ხურჯინში ჩაალაგა და ცხენზე გადაკიდა. სახე თავსაბურავით აიხვია, იარაღი მარჯვენა მხარზე მოიგდო და გარშემო ყველაფერი ყურადღებით მოათვალიერა.
- წასვლის დროა. მოემზადე "ამენოკალია," მივდივართ. -ცხენზე შემსვა და თვითონაც სწრაფად ამხედრდა. ჰილალეს მოსასხამი მხრებზე მოვიხვიე და მკერდთან გავნასკვე. ჯადარი აცეკვდა, სიმძიმე მოსინჯა, დასავლეთისკენ შებრუნდა, ქარივით მსუბუქად დაიძრა და მისი ულამაზესი, გრძელი ფაფარი შავ ფრთებად გაიშალა. ჩემს მეგზურს წელზე მოვეხვიე და ჩემი უსასრულო გზის დასასრული დაიწყო.
(იხილე როგორ გაგრძელდა) _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ *არაბული ანდაზა ** დეიდა ------------------------------------------------------------------------------------------------------------
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. დადგა მარტი და Dგება აპრილოც ბედუინი Kი კვლავ იგვიანებს :(( საავტორო უფლებებზე წარწერა Eხლა შEვამჩნიე და კარგია დადგა მარტი და Dგება აპრილოც ბედუინი Kი კვლავ იგვიანებს :(( საავტორო უფლებებზე წარწერა Eხლა შEვამჩნიე და კარგია
31. ნატალი, ჩემო ძვირფასო, ნეკერა, რენუარ, რია, მელ.ზ, თაათ, ქალბატონო მანანა, მუხა, არამით 777, მაგდალენა ბეი, თოლია და ყველას, ვისაც გიყვართ აქ შემოსვლა, სარვამარტოდ აუცლებლად დავდებ ახალ, ანუ ბოლოს წინა თავს.
ნატალი, ჩემო ძვირფასო, ნეკერა, რენუარ, რია, მელ.ზ, თაათ, ქალბატონო მანანა, მუხა, არამით 777, მაგდალენა ბეი, თოლია და ყველას, ვისაც გიყვართ აქ შემოსვლა, სარვამარტოდ აუცლებლად დავდებ ახალ, ანუ ბოლოს წინა თავს.
29. ყოველდღე შემოვდივარ იმ მოლოდინით, რომ ახალი თავი დამხვდება......... 2008-9 წლებში ურაკპარაკი ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო, ეხლა რამოდენიმე ავტორის სიყვარული მაიძულებს აქ სტუმრობას.... მიხარია, რომ ერთ-ერთი თქვენ ხართ. ყოველდღე შემოვდივარ იმ მოლოდინით, რომ ახალი თავი დამხვდება......... 2008-9 წლებში ურაკპარაკი ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო, ეხლა რამოდენიმე ავტორის სიყვარული მაიძულებს აქ სტუმრობას.... მიხარია, რომ ერთ-ერთი თქვენ ხართ.
28. ყოველდღე შემოვდივარ იმ მოლოდინით, რომ ახალი თავი დამხვდება......... 2008-9 წლებში ურაკპარაკი ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო, ეხლა რამოდენიმე ავტორის სიყვარული მაიძულებს აქ სტუმრობას.... მიხარია, რომ ერთ-ერთი თქვენ ხართ. ყოველდღე შემოვდივარ იმ მოლოდინით, რომ ახალი თავი დამხვდება......... 2008-9 წლებში ურაკპარაკი ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო, ეხლა რამოდენიმე ავტორის სიყვარული მაიძულებს აქ სტუმრობას.... მიხარია, რომ ერთ-ერთი თქვენ ხართ.
27. ყოველდღე შემოვდივარ იმ მოლოდინით, რომ ახალი თავი დამხვდება......... 2008-9 წლებში ურაკპარაკი ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო, ეხლა რამოდენიმე ავტორის სიყვარული მაიძულებს აქ სტუმრობას.... მიხარია, რომ ერთ-ერთი თქვენ ხართ. ყოველდღე შემოვდივარ იმ მოლოდინით, რომ ახალი თავი დამხვდება......... 2008-9 წლებში ურაკპარაკი ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო, ეხლა რამოდენიმე ავტორის სიყვარული მაიძულებს აქ სტუმრობას.... მიხარია, რომ ერთ-ერთი თქვენ ხართ.
26. ბროწეულმა ბავშვობა გამახსენა მეც... ბროლისკბილანებიან საწურზე მიწურავდა ხოლმე დედა... ბროწეულზე კიდევ, არ შეიძლება ეგვიპტე და უდაბნოს მზე არ გაგახსენდეს. ჰოდა, გული მწყდება, რომ ჩადის მზე საჰარაში. "გარეთ __ატლასი, შიგნით__ათასი", ასეთია ჩემთვის "ბედუინი" ახალ-ახალი თავგადასავლებით, ავტორის ულევი ფანტაზიით...
ბროწეულმა ბავშვობა გამახსენა მეც... ბროლისკბილანებიან საწურზე მიწურავდა ხოლმე დედა... ბროწეულზე კიდევ, არ შეიძლება ეგვიპტე და უდაბნოს მზე არ გაგახსენდეს. ჰოდა, გული მწყდება, რომ ჩადის მზე საჰარაში. "გარეთ __ატლასი, შიგნით__ათასი", ასეთია ჩემთვის "ბედუინი" ახალ-ახალი თავგადასავლებით, ავტორის ულევი ფანტაზიით...
25. რა არის ჩემთვის ნეფერტარის "ბედუინი"? არაჩვეულებრივი, უშვენიერესი სათავგადასავლო რომანი, რომელიც სახსოვრად და სასწავლად დარჩება სრულიად "ურაკპარაკს". დიდი სურვილი მაქვს, ნაწარმოები წიგნად წავიკითხო.
ზღვა წარმატებებს და სიხარულს ვუსურვებ ძლიერ, ნიჭიერ ქალბატონს! პატივისცემით! რა არის ჩემთვის ნეფერტარის "ბედუინი"? არაჩვეულებრივი, უშვენიერესი სათავგადასავლო რომანი, რომელიც სახსოვრად და სასწავლად დარჩება სრულიად "ურაკპარაკს". დიდი სურვილი მაქვს, ნაწარმოები წიგნად წავიკითხო.
ზღვა წარმატებებს და სიხარულს ვუსურვებ ძლიერ, ნიჭიერ ქალბატონს! პატივისცემით!
24. სერიიდან: "10 საუკეთესო, რომელიც ურაკელობისას უნდა წაიკითხო" როი, გეხება:))))))) სერიიდან: "10 საუკეთესო, რომელიც ურაკელობისას უნდა წაიკითხო" როი, გეხება:)))))))
23. გავიბუტე )) რატომ არ ვიცოდი რომ ახალი თავი დადე )) ჯადოსნური, როგორც ყოველთვის! გავიბუტე )) რატომ არ ვიცოდი რომ ახალი თავი დადე )) ჯადოსნური, როგორც ყოველთვის!
22. პლატონი ამბობს: „სიკვდილის დროს ის, რაც თითოეულ ჩვენგანში არის, - პირადი მე და რასაც ჩვენ უკვდავ სულს ვუწოდებთ, მიემართება სხვა ღმერთებთან, სადაც . . . ანგარიშს ვაბარებთ; კარგები მამაცურად წარსდგებიან მათ წინაშე, ბოროტები კი — შიშითა და კანკალით“ (პლატონი, „კანონები“, წიგნი XII).
აქედან ჩანს, რომ პლატონი სულს უწოდებს პირად ''მე''-ს. ის ამბობდა, რომ ადამიანი სხეულისა და სულისგან შედგება. სულს კი სამ ნაწილად ყოფდა - ინტელექტუალური, სიძნელეთა გადალახვისა და მოქმედების უნარის მქონე, ხორციელი სული.
არისტოტელეს მიხედვითაც სამნაირი სული არსებობს: მცენარეული, რომლის ფუნქციაა გამრავლება. ცხოველური, რომლის ფუნქციაა შეგრძნებები... და ზომიერი, რომელიც უნივერსალური და უკვდავია, მისი ფუნქციაა აზროვნება. სულის სამ ნაწილს, არისტოტელეს მიხედვით შეესაბამება სამი სახის აღზრდა: ფიზიკური, ზნეობრივი და გონებრივი.
მე ვერ ვეთანხმები სულის ასე, ნაწილებად დაყოფას, ჩემი აზრით ის მაინც ერთი მთლიანია. საბოლოოდ კი გამოდის, რომ ფიზიკური და გონებრივი განვითარების შედეგად მაინც სული (ანუ პიროვნება) იზრდება. სული არის ის რაც აცოცხლებს და ქმედითუნარიანს ხდის სხეულსაც და გონებასაც. გონიერება იგივე სულია ადამიანის ტვინში განთავსებული, ისევე როგორც მთლიან სხეულში და საბოლოოდ მე მაინც ორად ვყოფ - სული, ანუ ''მე'' პიროვნულად და სხეული.
ნილნას აზრს ვერ ვიზიარებ, (სამად გაყოფის შესახებ) მაგრამ პატივს ვცემ, რა თქმა უნდა :)
პლატონი ამბობდა, რომ სული სხეულში ისევეა მოთავსებული, როგორც ადამიანი ბნელ გამოქვაბულში.
რაც კიდევ უფრო ლამაზად თქვა დუმბაძემ - :)
''დანამდვილებით არავინ იცის რა არის სული. სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავის გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება, თავისუფლებისაკენ მარადიული სწრაფვა და ლტოლვა ახასიათებს. მერე ჩვენ, ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი უნებლიედ ვათავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან, უფრო ხშირად კი იგი თვითონ ითავისუფლებს თავს... და უკვე თავისუფალი კი სასწაულებს სჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში... ყველა გენიოსი მე ბოთლიდან განთავისუფლებული ჯინი მგონია. მართალია ზოგი დიდია ზოგი პატარა, ზოგი უფრო სუსტი ზოგიც ძლიერი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ბოთლიდან გათავისუფლების ბედნიერებას ყველა ერთნაირად განიცდის..''
თქვენც ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი მგონიხართ უკვე, დედოფალო..... :))) <3
პლატონი ამბობს: „სიკვდილის დროს ის, რაც თითოეულ ჩვენგანში არის, - პირადი მე და რასაც ჩვენ უკვდავ სულს ვუწოდებთ, მიემართება სხვა ღმერთებთან, სადაც . . . ანგარიშს ვაბარებთ; კარგები მამაცურად წარსდგებიან მათ წინაშე, ბოროტები კი — შიშითა და კანკალით“ (პლატონი, „კანონები“, წიგნი XII).
აქედან ჩანს, რომ პლატონი სულს უწოდებს პირად ``მე``-ს. ის ამბობდა, რომ ადამიანი სხეულისა და სულისგან შედგება. სულს კი სამ ნაწილად ყოფდა - ინტელექტუალური, სიძნელეთა გადალახვისა და მოქმედების უნარის მქონე, ხორციელი სული.
არისტოტელეს მიხედვითაც სამნაირი სული არსებობს: მცენარეული, რომლის ფუნქციაა გამრავლება. ცხოველური, რომლის ფუნქციაა შეგრძნებები... და ზომიერი, რომელიც უნივერსალური და უკვდავია, მისი ფუნქციაა აზროვნება. სულის სამ ნაწილს, არისტოტელეს მიხედვით შეესაბამება სამი სახის აღზრდა: ფიზიკური, ზნეობრივი და გონებრივი.
მე ვერ ვეთანხმები სულის ასე, ნაწილებად დაყოფას, ჩემი აზრით ის მაინც ერთი მთლიანია. საბოლოოდ კი გამოდის, რომ ფიზიკური და გონებრივი განვითარების შედეგად მაინც სული (ანუ პიროვნება) იზრდება. სული არის ის რაც აცოცხლებს და ქმედითუნარიანს ხდის სხეულსაც და გონებასაც. გონიერება იგივე სულია ადამიანის ტვინში განთავსებული, ისევე როგორც მთლიან სხეულში და საბოლოოდ მე მაინც ორად ვყოფ - სული, ანუ ``მე`` პიროვნულად და სხეული.
ნილნას აზრს ვერ ვიზიარებ, (სამად გაყოფის შესახებ) მაგრამ პატივს ვცემ, რა თქმა უნდა :)
პლატონი ამბობდა, რომ სული სხეულში ისევეა მოთავსებული, როგორც ადამიანი ბნელ გამოქვაბულში.
რაც კიდევ უფრო ლამაზად თქვა დუმბაძემ - :)
``დანამდვილებით არავინ იცის რა არის სული. სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავის გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება, თავისუფლებისაკენ მარადიული სწრაფვა და ლტოლვა ახასიათებს. მერე ჩვენ, ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი უნებლიედ ვათავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან, უფრო ხშირად კი იგი თვითონ ითავისუფლებს თავს... და უკვე თავისუფალი კი სასწაულებს სჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში... ყველა გენიოსი მე ბოთლიდან განთავისუფლებული ჯინი მგონია. მართალია ზოგი დიდია ზოგი პატარა, ზოგი უფრო სუსტი ზოგიც ძლიერი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ბოთლიდან გათავისუფლების ბედნიერებას ყველა ერთნაირად განიცდის..``
თქვენც ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი მგონიხართ უკვე, დედოფალო..... :))) <3
21. აგრიპას "ოკულტური ფილოსოფიის" მიხედვით, ადამიანის სხეულის ხუთივე დაბოლოება - ხუთ მთავარ ელემენტს შეესაბამა: ქვედა ორი - მიწას და ცეცხლს, ზედა ორი -ჰაერს და წყალს, ხოლო თავი - სულს. ეს ნიშანი აგრიპამ ოკულტური სულიერების მატერიალურ სახედ და ადამიანური მიკროკოსმოსის სიმბოლოდ გამოაცხადა. " სულში" აგრიპა ადამიანის ნებისყოფის ძალას და იმ ძლიერ პიროვნულ სურვილს გულისხმობდა, რომლითაც სტიქიების და სამყაროს პროცესების მართვა იყო შესაძლებელი. პლატონის მიხედვით კოსმოსი არის ზეგონიერი არსის ანუ კოსმოსური გონის სადგომი /სახლი/, კოსმოსური სული და კოსმოსური სხეული. რაკი ადამიანი მიკროკოსმოსია, მაშინ პლატონის მიხედვით ზეგონიერი - გონებაა.დაახლოვებით იგივეს ამბობს დაოსიზი, ვედიზმი, სკანდინავიური მითოლოგია. მითი, ადამიანის ევოლუციისა კოსმოსისკენ და პირიქით, - ყველაზე უნივერსალური მითია. ადამიანი თვით საზოგადოების მოდელია. თალმუდში ნათქვამია, რომ ადამიანის მოკვლა იგივე სამყაროს განადგურებაა. მე არ ვიცი, რას ფიქრობს მთავარი გმირი, მაგრამ მე პლატონის მოსაზრებას ვემხრობი. :))
აგრიპას "ოკულტური ფილოსოფიის" მიხედვით, ადამიანის სხეულის ხუთივე დაბოლოება - ხუთ მთავარ ელემენტს შეესაბამა: ქვედა ორი - მიწას და ცეცხლს, ზედა ორი -ჰაერს და წყალს, ხოლო თავი - სულს. ეს ნიშანი აგრიპამ ოკულტური სულიერების მატერიალურ სახედ და ადამიანური მიკროკოსმოსის სიმბოლოდ გამოაცხადა. " სულში" აგრიპა ადამიანის ნებისყოფის ძალას და იმ ძლიერ პიროვნულ სურვილს გულისხმობდა, რომლითაც სტიქიების და სამყაროს პროცესების მართვა იყო შესაძლებელი. პლატონის მიხედვით კოსმოსი არის ზეგონიერი არსის ანუ კოსმოსური გონის სადგომი /სახლი/, კოსმოსური სული და კოსმოსური სხეული. რაკი ადამიანი მიკროკოსმოსია, მაშინ პლატონის მიხედვით ზეგონიერი - გონებაა.დაახლოვებით იგივეს ამბობს დაოსიზი, ვედიზმი, სკანდინავიური მითოლოგია. მითი, ადამიანის ევოლუციისა კოსმოსისკენ და პირიქით, - ყველაზე უნივერსალური მითია. ადამიანი თვით საზოგადოების მოდელია. თალმუდში ნათქვამია, რომ ადამიანის მოკვლა იგივე სამყაროს განადგურებაა. მე არ ვიცი, რას ფიქრობს მთავარი გმირი, მაგრამ მე პლატონის მოსაზრებას ვემხრობი. :))
20. როგორც იქნა მოვიცალე და წავიკითხე (ნუ რა პირობებში ეგ ცალკე თემაა) უფრო და უფრო საინტერესოა ყოველი თავი ♥ და არ მომწონს დასასრულისკენ რომ მიდის :((( როგორც იქნა მოვიცალე და წავიკითხე (ნუ რა პირობებში ეგ ცალკე თემაა) უფრო და უფრო საინტერესოა ყოველი თავი ♥ და არ მომწონს დასასრულისკენ რომ მიდის :(((
19. "სირცხვილი ცხოვრებაზე გრძელია" - ჯერ ეს ანდაზა. .
მერე ეს: ."სულს მოუსმინეო"... შეეძლო ეთქვა ილოცეო, თავადაც ხომ ლოცულობდა. მაგრამ სრულიად სხვა რამე მითხრა, სრულიად სხვა რამ... გონება და გულისყური მოვიკრიბე, თვალები დავხუჭე და საკუთარ სულში ჩავღრმავდი... დამძიმებულიყო... გამკვრივებულიყო... მწარე ეკალივით ისუსხებოდა... მუშტად შეკრულიყო და შიგნიდან მცემდა... ეწვოდა, ტკიოდა, დარდობდა, დაწყნარება და სიმშვიდე უნდოდა, სითბოს, სინათლეს ელოდა..."
იმდენად მეცნო გამაჟრიალა. .. ბევრჯერ ვყოფილვარ ასე... სხეულში შეყუჟული. .. და ამიტომ მე რასაც "მე"-ს ვუწოდებ მგონია რომ ესაა სული. .. ძალიან დავინტერესდი ნილნასთვის როგორაა, ანუ სული, სხეული და თვითონ. . ანუ მესამე და რა მოიაზრება ამ მესამეში? ვითომ გონება? ჩემი აზრით გონებაც სხეულის ნაწილია და მასაც სული "ამუშავებს".... ჩემთვის მაინც ორია და ნილნას მესამე მაინტერესებს რა არის. ... ;)
და ბოლოს, "ბედუინმა" მანატრებინა რომ რეჟისორი ვყოფილიყავი, საოცარ ფილმს გადავიღებდი. .. ყველაფერი კადრებად ვნახე მე აქ.... ულამაზეს კადრებად. ...
მადლობა, ნეფერტარ. .. ♡♡♡♡
++++++++++++++5.
"სირცხვილი ცხოვრებაზე გრძელია" - ჯერ ეს ანდაზა. .
მერე ეს: ."სულს მოუსმინეო"... შეეძლო ეთქვა ილოცეო, თავადაც ხომ ლოცულობდა. მაგრამ სრულიად სხვა რამე მითხრა, სრულიად სხვა რამ... გონება და გულისყური მოვიკრიბე, თვალები დავხუჭე და საკუთარ სულში ჩავღრმავდი... დამძიმებულიყო... გამკვრივებულიყო... მწარე ეკალივით ისუსხებოდა... მუშტად შეკრულიყო და შიგნიდან მცემდა... ეწვოდა, ტკიოდა, დარდობდა, დაწყნარება და სიმშვიდე უნდოდა, სითბოს, სინათლეს ელოდა..."
იმდენად მეცნო გამაჟრიალა. .. ბევრჯერ ვყოფილვარ ასე... სხეულში შეყუჟული. .. და ამიტომ მე რასაც "მე"-ს ვუწოდებ მგონია რომ ესაა სული. .. ძალიან დავინტერესდი ნილნასთვის როგორაა, ანუ სული, სხეული და თვითონ. . ანუ მესამე და რა მოიაზრება ამ მესამეში? ვითომ გონება? ჩემი აზრით გონებაც სხეულის ნაწილია და მასაც სული "ამუშავებს".... ჩემთვის მაინც ორია და ნილნას მესამე მაინტერესებს რა არის. ... ;)
და ბოლოს, "ბედუინმა" მანატრებინა რომ რეჟისორი ვყოფილიყავი, საოცარ ფილმს გადავიღებდი. .. ყველაფერი კადრებად ვნახე მე აქ.... ულამაზეს კადრებად. ...
მადლობა, ნეფერტარ. .. ♡♡♡♡
++++++++++++++5.
18. მე კომენტარებს ვკითხულობ, მეღიმება. ვწერ 5-ს და გავდივარ. ერთხელაც აუცილებლად წავიკითხავ... აუცილებლად!... მე კომენტარებს ვკითხულობ, მეღიმება. ვწერ 5-ს და გავდივარ. ერთხელაც აუცილებლად წავიკითხავ... აუცილებლად!...
17. მეწვიეთ კონცერტზე.... :))
1. ავსტრია. ვენა. ღია კონცერტი, შტრაუსის სახელობის ორკესტრი და ანდრეა რიუ... " ცისფერი დუნაი," https://www.youtube.com/watch?v=IDaJ7rFg66A
2.ნიდერლანდები, მაასტრიხი, ღია კონცერტი,... შოსტაკოვიჩის მეორე ვალსი... ყველას გიყვართ... https://www.youtube.com/watch?v=vauo4o-ExoY
3. კომპოზიტორი სერ ენტონი ჰოპკინსი, ცნობილი მსახიობი, ოსკაროსანი, ვალსი დაწერა და პრემიერის ჩანაწერი...
https://www.youtube.com/watch?v=1LGVGekPSzo
პრემიერას ესწრება ენტონი ჰოპკინსი ოჯახით. ელოდით რომ ჰოპკინსი ასეთ ვალსს დაწერდა? :))) მე -არა. ასეთი სიხარული აჩუქეს ამ მსახიობს, ნახეთ როგორი ბედნიერია...
ღამე მშვიდობისა, მე წავედი...
მეწვიეთ კონცერტზე.... :))
1. ავსტრია. ვენა. ღია კონცერტი, შტრაუსის სახელობის ორკესტრი და ანდრეა რიუ... " ცისფერი დუნაი," https://www.youtube.com/watch?v=IDaJ7rFg66A
2.ნიდერლანდები, მაასტრიხი, ღია კონცერტი,... შოსტაკოვიჩის მეორე ვალსი... ყველას გიყვართ... https://www.youtube.com/watch?v=vauo4o-ExoY
3. კომპოზიტორი სერ ენტონი ჰოპკინსი, ცნობილი მსახიობი, ოსკაროსანი, ვალსი დაწერა და პრემიერის ჩანაწერი...
https://www.youtube.com/watch?v=1LGVGekPSzo
პრემიერას ესწრება ენტონი ჰოპკინსი ოჯახით. ელოდით რომ ჰოპკინსი ასეთ ვალსს დაწერდა? :))) მე -არა. ასეთი სიხარული აჩუქეს ამ მსახიობს, ნახეთ როგორი ბედნიერია...
ღამე მშვიდობისა, მე წავედი...
16. ეს ტკბილი ლუკმა ღამისთვის მჭირდება. მოვალ აქ გვიან ;)
ეს ტკბილი ლუკმა ღამისთვის მჭირდება. მოვალ აქ გვიან ;)
15. არაჩვეულებრივია. ასე მგონია, მეც მათთან ერთად მივყვები ამაოცარ, ხიფათიან, იდუმალ გზას. შესანიშნავი, განსაცვიფრებელი ცოდნა აფრიკის, აფრიკელი ტომების ზნე-ჩვულებების, ქალური განცდების გადმოცემის უფაქიზესი უნარი..... მიხარია, რომ ამ საიტის წევრი ვარ და ამ რომანს "ხელთნაწერში" ვეცნობი. არაჩვეულებრივია. ასე მგონია, მეც მათთან ერთად მივყვები ამაოცარ, ხიფათიან, იდუმალ გზას. შესანიშნავი, განსაცვიფრებელი ცოდნა აფრიკის, აფრიკელი ტომების ზნე-ჩვულებების, ქალური განცდების გადმოცემის უფაქიზესი უნარი..... მიხარია, რომ ამ საიტის წევრი ვარ და ამ რომანს "ხელთნაწერში" ვეცნობი.
14. ნაწარმოები "ბედუინი" ხომ შედევრია და ამავე დროს თვითეული ნაწილის სათაური , როგორი დახვეწილი , განსაცვიფრებელი, აზრიანი, ისე ჩაგჭიდებს, მოგნუსხავს, განწყობის ისეთ მზაობას შეგიქმნის , რომ წაკითვის შემდეგაც ვერ ვახერხებ , თავს ვერ ვაღწევ რეალობას დავუბრუნდე. იმდენად ემოციური, შთამბეჭდავი და განცდადია. მხატვრული შესრულების თვალსაზრისით საუცხოოა.
"ჯერ თმა ავიწიე და ცხენის კუდივით შევიკარი ყვითელი თასმებით. კოჭებზე წვრილი ფირუზის მძივები დავიხვიე, საფეთქლებს უკან თმაზე ფირუზის სავარცხლები გავიკეთე, ხელებზე სამაჯურები ავისხი. საყურეები დავიკიდე და სამოსს დაწვდი. ჯერ ქვედატანი ჩავიცვი, შემდეგ ზედატანი და კისერთან თასმით შევიკარი. ტანსაცმელი ზუსტად მომადგა, ლურჯი სანდლებიც ისე მომერგო, თითქოს ჩემს ფეხებზე ამოესხა ვიღაცის მოხერხებულ თითებს. მაგრამ ეს აღარ მადარდებდა. ყელსაბამი ყელზე შევიბი, ლაჟვარდისფერი მოსასხამი ავიღე, ფეხზე წვალებით ავდექი და წელში გავსწორდი... ბარაქალა ავტორს.
ნაწარმოები "ბედუინი" ხომ შედევრია და ამავე დროს თვითეული ნაწილის სათაური , როგორი დახვეწილი , განსაცვიფრებელი, აზრიანი, ისე ჩაგჭიდებს, მოგნუსხავს, განწყობის ისეთ მზაობას შეგიქმნის , რომ წაკითვის შემდეგაც ვერ ვახერხებ , თავს ვერ ვაღწევ რეალობას დავუბრუნდე. იმდენად ემოციური, შთამბეჭდავი და განცდადია. მხატვრული შესრულების თვალსაზრისით საუცხოოა.
"ჯერ თმა ავიწიე და ცხენის კუდივით შევიკარი ყვითელი თასმებით. კოჭებზე წვრილი ფირუზის მძივები დავიხვიე, საფეთქლებს უკან თმაზე ფირუზის სავარცხლები გავიკეთე, ხელებზე სამაჯურები ავისხი. საყურეები დავიკიდე და სამოსს დაწვდი. ჯერ ქვედატანი ჩავიცვი, შემდეგ ზედატანი და კისერთან თასმით შევიკარი. ტანსაცმელი ზუსტად მომადგა, ლურჯი სანდლებიც ისე მომერგო, თითქოს ჩემს ფეხებზე ამოესხა ვიღაცის მოხერხებულ თითებს. მაგრამ ეს აღარ მადარდებდა. ყელსაბამი ყელზე შევიბი, ლაჟვარდისფერი მოსასხამი ავიღე, ფეხზე წვალებით ავდექი და წელში გავსწორდი... ბარაქალა ავტორს.
13. "ბედუინის"თითქმის ყველა ტავის კითხვისას ვრწმუნდები, რომ ნამდვილად არსებობს სულის რეინკარნაცია, ცხოვრობს ნეფერტარში ის სახსოვარივით უხსოვარი და წერს ამ ფათერაკებით და აღმოსავლური სიბრძნით სავსე ისტორიას... "სირცხვილი ცხოვრებაზე უფრო გრძელია" -ეს იმდენად ჩამებეჭდა გონებაში, რომ, ვიცი, რაღაცას დამაწერინებს... სულის ახლოდან დანახვის და მასთან მისვლის პასაჟი ჩემთვის სულისშემძვრელი იყო... ის, რაც ასე ზემოქმედებს, ნამდვილი შემოქმედებაა!!! ყველა თავში რა კარგად გყავს ალ კაბირი ნაძერწი, კაცების კაცია ჩემთვის, იმ დროში დარჩენილი და თანამედროვეობამდე ვერმოღწეული, რადგან, ასეთ მყარ შინაგან კონსტიტუციას ვერ ზიდავს ჩვენი "დროის რაინდი", (ასეთები არ უყვართ პატარა კაცებს...) ასეთი ნაწარმოების შექმნას დიდი ცოდნა, სხვად ქცევის ნიჭი, ყველა განზომილებაში მოსეირნე ფანტაზია და ენის მოქნეული ღვედივით ფლობა ჭირდება, ბრავოოო!!! "ბედუინის"თითქმის ყველა ტავის კითხვისას ვრწმუნდები, რომ ნამდვილად არსებობს სულის რეინკარნაცია, ცხოვრობს ნეფერტარში ის სახსოვარივით უხსოვარი და წერს ამ ფათერაკებით და აღმოსავლური სიბრძნით სავსე ისტორიას... "სირცხვილი ცხოვრებაზე უფრო გრძელია" -ეს იმდენად ჩამებეჭდა გონებაში, რომ, ვიცი, რაღაცას დამაწერინებს... სულის ახლოდან დანახვის და მასთან მისვლის პასაჟი ჩემთვის სულისშემძვრელი იყო... ის, რაც ასე ზემოქმედებს, ნამდვილი შემოქმედებაა!!! ყველა თავში რა კარგად გყავს ალ კაბირი ნაძერწი, კაცების კაცია ჩემთვის, იმ დროში დარჩენილი და თანამედროვეობამდე ვერმოღწეული, რადგან, ასეთ მყარ შინაგან კონსტიტუციას ვერ ზიდავს ჩვენი "დროის რაინდი", (ასეთები არ უყვართ პატარა კაცებს...) ასეთი ნაწარმოების შექმნას დიდი ცოდნა, სხვად ქცევის ნიჭი, ყველა განზომილებაში მოსეირნე ფანტაზია და ენის მოქნეული ღვედივით ფლობა ჭირდება, ბრავოოო!!!
12. ნეტა უსასრულოდ გაგრძელდეს, კარგია ზამთრის სუსხიან ღამეებში, ბუხრისპირას, ამნაირი,მშვენიერი ქმნილებების კითხვა.
შეფასებას არ ვთვლი საჭიროდ.... ნეტა უსასრულოდ გაგრძელდეს, კარგია ზამთრის სუსხიან ღამეებში, ბუხრისპირას, ამნაირი,მშვენიერი ქმნილებების კითხვა.
შეფასებას არ ვთვლი საჭიროდ....
11. ნეტა უსასრულოდ გაგრძელდეს, კარგია ზამთრის სუსხიან ღამეებში, ბუხრისპირას, ამნაირი,მშვენიერი ქმნილებების კითხვა.
შეფასებას არ ვთვლი საჭიროდ.... ნეტა უსასრულოდ გაგრძელდეს, კარგია ზამთრის სუსხიან ღამეებში, ბუხრისპირას, ამნაირი,მშვენიერი ქმნილებების კითხვა.
შეფასებას არ ვთვლი საჭიროდ....
10. უჰ, რა კარგი თავი იყო! ყოჩაღ, ნეფერ! უჰ, რა კარგი თავი იყო! ყოჩაღ, ნეფერ!
9. ავტორი: ნეფერტარი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
15 თებერვალი, 2015
აჰა! აღარაფერს ვამბობ,იცის ჩემი აზრი ავტორმა ;) ავტორი: ნეფერტარი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
15 თებერვალი, 2015
აჰა! აღარაფერს ვამბობ,იცის ჩემი აზრი ავტორმა ;)
8. მშვენიერია ) ველოდები. მშვენიერია ) ველოდები.
7. გადავხედე წინა რამდენიმე თავს, კორექტურა კი არა, ძალიან მაგარი კორექტურა უნდა... :))
გადავხედე წინა რამდენიმე თავს, კორექტურა კი არა, ძალიან მაგარი კორექტურა უნდა... :))
6. გმადლობთ თოლია, ნილნა არ მიმხვდარა, ტუარეგმა უთხრა ალ კაბირს. "ფარაფრას ოაზისი კი კარგი ლუკმაა. ჩვენებურად გადაიცვი, ჩვენს ენაზე ილაპარაკე. ეს გამომართვი, ესეც მჭიდებია ვაზნებით. წუთში ექვსასი გასროლა შეუძლია, თითო მჭიდში ოცდაათი ვაზნა ეტევა. ნამდვილად გეყოფა თუ ჯარი არ დაგესხა თავს... " ყურადღებისთვის მადლობა..:)) ხან მგონია რომ დავწერე, სინამდვილეში ფიქრის გადმოტანა გამომრჩება ხოლმე, ახლაც ასე მეგონა - როგორც პენტაგრამის შემთხვევაში იყო. - მაგრამ გადავრჩი, ამჯერად დამიწერია... :))
გმადლობთ თოლია, ნილნა არ მიმხვდარა, ტუარეგმა უთხრა ალ კაბირს. "ფარაფრას ოაზისი კი კარგი ლუკმაა. ჩვენებურად გადაიცვი, ჩვენს ენაზე ილაპარაკე. ეს გამომართვი, ესეც მჭიდებია ვაზნებით. წუთში ექვსასი გასროლა შეუძლია, თითო მჭიდში ოცდაათი ვაზნა ეტევა. ნამდვილად გეყოფა თუ ჯარი არ დაგესხა თავს... " ყურადღებისთვის მადლობა..:)) ხან მგონია რომ დავწერე, სინამდვილეში ფიქრის გადმოტანა გამომრჩება ხოლმე, ახლაც ასე მეგონა - როგორც პენტაგრამის შემთხვევაში იყო. - მაგრამ გადავრჩი, ამჯერად დამიწერია... :))
5. "უთქმელი სათქმელი ჩვენს შორის, ნათქვამივით გაიჭედა. "- რა მოსხლეტილი ფრაზაა.
სულთან საუბარი აცდა ხელოვნურობას (რისი საფრთხეც იყო), დამაჯერებლად ემოციურია.
შორიდან და ერთი შეხედვით როგორ მიხვდა ნილნა , რომ ალ კაბირის იარაღი წუთში 600 ტყვიას ისროდა?
"უთქმელი სათქმელი ჩვენს შორის, ნათქვამივით გაიჭედა. "- რა მოსხლეტილი ფრაზაა.
სულთან საუბარი აცდა ხელოვნურობას (რისი საფრთხეც იყო), დამაჯერებლად ემოციურია.
შორიდან და ერთი შეხედვით როგორ მიხვდა ნილნა , რომ ალ კაბირის იარაღი წუთში 600 ტყვიას ისროდა?
4. ნეფერტარი, ცალკეულ თავებზე ჩემი აზრი არაერთხელ მაქვს გამოთქმული ამიტომ ახლა უფრო საბოლოო სურათი მაინტერესებს. ბოლოს, მთლიანად ტექსტზე გეტყვი ჩემს შთაბეჭდილებას. ნეფერტარი, ცალკეულ თავებზე ჩემი აზრი არაერთხელ მაქვს გამოთქმული ამიტომ ახლა უფრო საბოლოო სურათი მაინტერესებს. ბოლოს, მთლიანად ტექსტზე გეტყვი ჩემს შთაბეჭდილებას.
3.
კარგით ქალბატონო თამარ, დავუბრუნდები, დიდი მადლობა რჩევებისთვის. სტილს მივხედავ სასვენ ნიშნებსაც, მახსოვს რომ ძალიან მგრძნობიარე და ყურადღებიან ხართ ამ საკითხებთან...
კარგით ქალბატონო თამარ, დავუბრუნდები, დიდი მადლობა რჩევებისთვის. სტილს მივხედავ სასვენ ნიშნებსაც, მახსოვს რომ ძალიან მგრძნობიარე და ყურადღებიან ხართ ამ საკითხებთან...
2. არაჩვეულებრივი მეტაფორები და შედარებები გაქვს, ნეფერტარ... მაგრამ უდიდესი თხოვნა მექნება, დაჯექი და დაკვირვებით წაიკითხე ყოველი წინადადება. ზოგჯერ ასეთ შეუსაბამობას წააწყდები: "ხელში ჯერ ფირუზები ავიღე და ყურადღებით დავაკვირდი, მთლიანი ქვისგან არაჩვეულებრივი სიფაქიზით ნაკეთებ ნივთებს მსუბუქი ჰაეროვნება ამშვენებდათ. ფირუზის სამაჯურებს უხეში ტვიფრები ჰქონდა"... ანუ: მსუბუქი ჰაეროვნება თუ ჰქონდათ, უხეში ტვიფრები საიდანღა გაჩნდა?
"მზის გადაიხრა თუ არა, მაშინვე გამეღვიძა"... და კიდევ, ბევრგან გაქვს კორექტურა გასაკეთებელი... არ დაგეზაროს, ნიინ... გაასწორე. ნუ დაამახინჯებ ამ არაჩვეულებრივ თავს... :)
5555555555555555 არაჩვეულებრივი მეტაფორები და შედარებები გაქვს, ნეფერტარ... მაგრამ უდიდესი თხოვნა მექნება, დაჯექი და დაკვირვებით წაიკითხე ყოველი წინადადება. ზოგჯერ ასეთ შეუსაბამობას წააწყდები: "ხელში ჯერ ფირუზები ავიღე და ყურადღებით დავაკვირდი, მთლიანი ქვისგან არაჩვეულებრივი სიფაქიზით ნაკეთებ ნივთებს მსუბუქი ჰაეროვნება ამშვენებდათ. ფირუზის სამაჯურებს უხეში ტვიფრები ჰქონდა"... ანუ: მსუბუქი ჰაეროვნება თუ ჰქონდათ, უხეში ტვიფრები საიდანღა გაჩნდა?
"მზის გადაიხრა თუ არა, მაშინვე გამეღვიძა"... და კიდევ, ბევრგან გაქვს კორექტურა გასაკეთებელი... არ დაგეზაროს, ნიინ... გაასწორე. ნუ დაამახინჯებ ამ არაჩვეულებრივ თავს... :)
5555555555555555
1. კიდევ ერთი შესანიშნავი თავი...
ახალი ანდაზაც ვისწავლე "სირცხვილი ცხოვრებაზე გრძელია"...
გული მწყდება, დასასრულისკენ რომ მივდივართ
ბროწეულა ნილნა! კიდევ ერთი შესანიშნავი თავი...
ახალი ანდაზაც ვისწავლე "სირცხვილი ცხოვრებაზე გრძელია"...
გული მწყდება, დასასრულისკენ რომ მივდივართ
ბროწეულა ნილნა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|