ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2015


ა ს ე თ ი მ ხ ო ლ ო დ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა  ა ს ე თ ი  მ ხ ო ლ ო დ


ცვივა ყვითელი  ფოთლები ხიდან,
თითქოს  მიჰყვებათ  სევდაც,  ტკივილიც.
მათი  განწყობის  მიზეზსაც  ვხვდები
და  მენატრება  შენი  ღიმილიც.

ქუჩა  სავსეა  მოწყენილობით,
მოწყვეტილ  ვარდებს  მთავაზობს  ქალი.
არცარა  მკითხა,  არც  მომისმინა, 
მხოლოდ  საფულეს  მიაპყრო თვალი.

რამ  შემაყვარა,  ეს  ყვავილებიც,
ვფიქრობ,  გახადა  რამ ,  ქალი  ჩარჩი.
გონს,  რომ  მოვედი,  მერეღა  მივხვდი,
იქ ,  ფერდაკარგულ  ვარდივით  დავრჩი.

რა  დრო  გასულა , რა  მოწყენილი,
აღარც  ვარდები,  აღარსად  არი,
ბინდი  დააწვა ქალაქს  ზემოდან,
მისი  სადარი  თუმც,  არსად  არი.

ვაზს  კი, უკოცნის  ცრემლიან  თვალებს,
ნოყიერ  მიწას  აქებს  კახელი.
აქ,  აგვირისტებს  ნათქვამს  კაფიით,
ან  ქარგავს  დიბას,  რითმით  ფშაველი.

გულს  კი,    მცირედიც  ავსებს,  აცოცხლებს,
უფალსაც  მხოლოდ,  მასვე  ვავედრი.
და  თაფლის  სანთლის,  შუქს  შორად  მიაქვს,
ჩურჩული,  ლოცვა,  მიმწუხრი,  ხვედრი.

როცა,  არ  ცვივა  ფოთლებიც  ყვითლად,
და  არც  მუხა  დგას,  ახლოს. მხცოვანი,
წარსულის  ფურცლებს, გადაშლის  ქარი
და  სულიც  არის , ვით  კეთროვანი.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები