ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2015


მოგყვები

მოგყვები...
რაც უნდათ, ისა თქვან...
მოგყვები...
რაც გინდა, ის ჰქენი...
მე და შენ,
რაც უნდა
უკვირდეთ:
ვჩვენდებით!
მე უკვე ერთ ეტაპს ვასრულებ,
უფრო შორს და უფრო წინ ვივლი...
დღეიდან მე მქვია ორსული
და ორჯერ მეტადაც
ვგიჟდები...
შეშლილი,
შეშლილი ქალი ვარ,
ჩემივე ტკივილი გავთელე...
ქუჩაში შიშველი გავრბივარ
და პროტესტს ვუცხადებ სამყაროს...
ყველა სხვა ეტაპი დასრულდა,
ჩვენ უკვე ნამდვილად გავჩვენდით.
აღმართზე მხარდამხარ მივდივართ
და ზეცამ, თუ უნდა, დაგვსეტყვოს.
ჩვენ წარსულს ამგვარად ვასრულებთ...
არ ვემორჩილებით განაჩენს...
დღეიდან მე მქვია ორსული
და მალე სიყვარულს გავაჩენ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები