ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2015


შ ე ნ ი ნ ა წ ი ლ ი ვ ა რ(შავი ზღვისპირეთი)

              შ ე ნ ი      ნ ა წ ი ლ ი      ვ ა რ......
                      (შავი  ზღვისპირეთი)

ზღვა  ეფერებოდა,  პალმებს  და  თოლიებს,
ნიავი,  ბობოქარ  ტალღებით  მიჰქროდა.
თითქოსდა,  მიხმობდა,  სულ  ახლოს  საშველად,
დაკარგულ  სივრცეზე,  ტალღებით  მითხრობდა.

მერე,  კი,  უმატა,  დარდიან  მოთქმას  და
იქ,  თითქმის,  აღწევდა  ტალღები  ზეცამდე.
სადღაც,  კი  ნამთვრალევ  ფერხულში  ღრეობდა,
ეს  როგორც  გველვეშაპს  აქამდე  სჩვეოდა.

თოლიებს,  მიენდოთ,  ზღვისათვის ნიჩბები,
შრიალით  უხმობდნენ,  აქ  მომყვანს,  პალმები,
ტალღები  ბობოქრობს,  ზვირთებად  იღვრება,
ამბობენ,  ტირიან,  მათ  გულშიც  დარდები.

ვეღარ  ვძლებ, სულთხუთვა  მომიჭერს  მარწუხებს,
ჯანდაბა,  ვიძინებ,  სიზმრები.  ვბრუვდები.
ვიღვიძებ, ოცნებას  ხორცი  აქვს  შესხმული
და  ვკივი,  ვბრუნდებით,  ვბრუნდებით,  ვბრუნდებით.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები