ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2015


შ ე ნ ე ს ა რ ი ც ი, მ ჯ ე რ ა

      შ ე ნ    ე ს  არ  იცი  მჯერა

შენ  ჯერ  კიდევაც , არ  იცი  მჯერა,
შენ  ჯერ  კიდევაც,  ვერ  ხვდები  ისევ,
ქალაქის  შფოთით სავსე  ცხოვრებას
სოფლის  სიწმინდით  როგორღაც  ივსებ.

არ  იცი როგორ  გჭირდება  თურმე,
სოფლის  სიუხვე,  სიწმინდე  მყისე.
რომ  გაქცეული  ზოგჯერ  სიბილწეს
როგორ  აფარებ  თავს  სოფელს  მყისვე.

გადააფასებ  მეშვიდე  გრძნობის
მადლით  უსურველ,  უნდაურ  ფაქტებს,
გონების    კარებს  გაუღებ  დარდებს
და  შთაგონება  მძიმე  ტვირთს  დასდებს.

დაჰკარგავ  სხეულს და  სივრცის  მიღმა
მზისკენ  მიმავალ  ბილიკს  აჰყვები.
მაგრამ  ო,  მიწა,  ისმის  ყივილი,
მისკენ  მოვარდნილ  გრიგალს გაჰყვები.

არ  გიფიქრია  უკან  დაბრუნდე,
კარგია  ფიქრობ,  მოგწონს  სიწმინდე.
მერე  გონება  ტრიალებს  ირგვლივ
და  ნატრობ  ზეცით ცრემლებად  წვიმდე.    .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები