ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2015


თ ე ბ ე რ ვ ა ლ ი ა

                      თ ე ბ ე რ ვ ა ლ ი ა


სახლის  ჩიბუხიდან , ხრჩოლავს  რცხილის  ხე  და
ზამთრის  ნაბიჯებში , რაღაც  დუმილია.
დუმან , ტყეებიც  და  აღარც  შრიალია,
ყინვამ  მოგონების,  პიკსაც  მიაღწია.

ხეთა  ნორჩი  ტანი,  ზოგან  შემკულია
მწვანე  ფათალებით, როგორც  მარწუხია.
ფრთხილი  თვალებიდან,  თითქოს  გიღიმიან,
მაგრამ  შეფარული  მზერაც,  საწუხია.   

ასე  უხმაუროთ,  ბევრჯერ დამინახავს, 
ნორჩი,  ტანაყრილი,ხე  რომ  გაუხმიათ.
ჭექავს  ნაბიჯები,  ზამთრის  მტკივნეულად,
ქურქი თეთრი  მისთვის,  ნატვრად  გაუხდიათ.

ზამთარს  უქურქობა,  წუხან  მარწუხებით.
რა  სავალალოა,  დგანან  ტკივილებით,
ბედს  არ  ნებდებიან,  ხოდა  ივერელნი,
მოჩანს  გაზაფხულიც, სადღაც,  გვირილებით.

სახლის  საკვამლიდან , ბოლავს,  რცხილის  ხე  და
შუა  ზამთარია,  დროც  კი  სნეულია,
ბუხრის  ჩიბუხიდან,  ხრჩოლავს,  წიფლის  ხე  და
ვიღაც  ეულია,  ღამეც  წყეულია.
ისევ,    ზამთარია...
ისევ,  ზამთარია...
                                                                     


      თ უ მ ც      ზ ა მ თ ა რ ი ა


ვერ  დაიწუწუნებ,  ზამთარზე  ვერაფერს,
გარეთ  ამინდია  მეტად  ჩინებული.
ხან  ეჭვქვეშ  ვაყენებ,  თებერვალს  რადგანაც,
თბილა  და  მზეც  კია, გამობრწყინებული.

ვწუხვარ,  ზამთარია,  მაინც  თებერვალი,
ხალხი  უხალისო,  დადის  დარდიანად,
ზოგი პირადულით,  ზოგი  ქვეყნიურით,
მიწას  მიშტერებით,  მზერენ  ბრაზიანად.

მიწის    რა  ბრალია,  მან  რა  დააშავა,
ვინ  არ  დააპურა არც  რა  დაამადლა.
მადლის  საზღაურად,  მჭადის  ნატეხივით,
ნაპირს  აციცქნიან,  ტეხენ  ნამეხივით.

ოჰო,  დავითი  და  ოჰო, თამარ  მეფე,
სამშობლო  გონებით,  ხერხით  უმართიათ.
მათთან  ერთად  ბევრი,  გმირი  ქართველია,
ყვავის  ქვეყანა  როს,  ბრძენი  მმართველია.

კარგი  ამინდია,  თებერვლის  შუახანს,
თბილი  ქუჩებია,  იმედი  ხალისობს.
ვიღაცა  ხვიმირთან  ტკივილით  აივსო,
მიჭირსო,  მიშველე,    აპრილო,  მაისო.

გაძარცვულ  ხეებზე,  ვერ  ნახავ  ბეღურას,
რატომღაც  სიჩუმემ,  დაიპყრო  თბილისი.
ქარაფებს,  თუ  ლახვენ  ვიცოდე  ჯიხვები,
ან  თუ  დევს,  იქ  ჭირხლი,  ღამიდან,  დილისი.

მაგრამ  რა,  რა  გინდა,  მითხარი,  ჯანდაბა,
სულ  ისტორიები,  გმირები,  წარსული....
გაიგე,  მომშორდი,  თუნდ  სულიც  წაიღე.
მე  არ  ვარ,  მე  არ  ვარ,  დრო  არი  ავსული.....

მოიცდი?  იქცევა ... ეგ  ყველა  წარსულად,
ცრემლის  გზა  შავ  ზღვამდე  სხვადროსაც  გასულა...
ტივილი  იყო  და  ტკივილი  იქნება
მთავრი  ის  არის,  სად  რა,  რით  დასრულდა.....

მაგრამ  მზე,  მიაღწევს    შუბისტარს,    როდესღაც......
                                                                     
                                                                 



       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები