ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2015


Colours

გავუფერულდი...
გადასასვლელის მოთეთრო ზოლზე. 
რეკლამებით აჭრელებული ვიტრინების წინ,
უფრო სწრაფად,
ვიდრე შუქნიშნის წითელ ნათებას ყვითელი ფერი ჩაანაცვლებდა...
მომეჩვენა,
რომ მწვანე ფოთლებით ზღვარდადებული ცის ლურჯი ზოლი
ასფალტივით იკლაკნებოდა..
ვიდრე ვიტყოდი:__წითელი მეთქი!
ჩემს მაგიერ იყვირა სისხლმა...
მაინც ეს ჯობდა,
შვილის საფლავზე აფეთქებას,  ასე შავად,  ასე მუხანათურად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები