ნაწარმოებები



ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2015


Vēḍiṅga

ყველაზე რთული - ჩამოხვიდე ტახტრევანიდან,
დადგა ნაბიჯი;
არ იცოდე არის თუ არა ფეხის ქვეშ მიწა;
შეასრულო წესი, რომელმაც ამოგირჩია;
უყურებდე იმ კაცს თვალებში, არ იცნობ ვისაც,
გეუბნებოდნენ, რომ ეს კაცი შენი ქმარია,
მეუღლეა,
თანამეცხედრე.
მას მსახურებდე,
ერთგულებდე ჭირსა და ლხინში...
არაფერია უცნაური თითქოს ამაში...
და მაინც კითხვა:
-რა ფერის აქვს თვალები ჩემს ქმარს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები