ნაწარმოებები



ავტორი: თეთრი პოეტი
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2015


* * *

ვერა,
ვეღარ ვიქნებით მე და შენ
"ჩვენ",
ჩვენ ადრე იყო,
თვითონაც რომ არ გვჯეროდა,
მაშინ იყო
"ჩვენ"

ადექი,
წავიდეთ,
ავახვიოთ
ამ ქვეყნიდან.
ამ ქალაქიდან,
ამ ქუჩებიდან.
აქ ჩვენ ადამიანებს ვახსოვართ
ბედნიერები

ვერა,
ვერ იქნება ჩვენი დაშორება_სამუდამო,
შეუძლებელია,
ჩვენ ალბათ ერთმანეთს გადავყვებით.
მაგრამ გადატანით,
მე ვერ გადაგიტან...


ერთი
"ხვალე"
დარჩა ამ ქვეყანას
ჩემი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები