ნაწარმოებები



ავტორი: დღლოფინიჩი
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2015


უსამართლობა

კრიმინალმა მოიმატა, ხალხის აღარ რცხვენიათ
ზოგი ბომბით ააფეთქეს, ზოგი კვლავაც ელიან.
ქვეყანაში ქაოსია არ იციან რა ხდება
კვლავაც სჯერათ რომ ქართული ოცნებები ახდება.
ღარიბ ხალხთა სურვილები ფანჯარაზე დანისლულა,
ისინი კი ჩუმად სხედან, ვინაც უკვე აისრულა.
მუდამ უნდათ ხელში ქონდეთ ხალხის მართვის ღვედები
გვეჩვენება აღარ ჩანან, დღეს მშვიდობის მტრედები.
ხალხი დუმს და აღარ უნდათ მშვიდობისთვის ერთობა
მათ სიცოცხლე გაიხადეს, კვლავაც ერთადერთობად.
ჩუმად სხედან, მათ სიჩუმეს ბოროტების სუნი ასდის
უმოქმედოთ უამრავი ოქროს წუთი ფუჭად გადის.
1.22.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს