"არიან დღეები, რომლებშიც დაშლილი ცხოვრობ, დამტვრეული მრავალ ნაწილად.."
თ. ჭელიძე
მსხმოიარე, დათბილული დღეები გადმოალაგე, დინჯად ადღვიბე რძეში და გამოაცხვე შვებისკვერები თითო-თითოდ ან ნამცეცებად დასარიგებლად, როგორაც ორი თევზი და ხუთი პური ჩამოარიგეს, საკვირველ ვახშმად.
და ის დღეები, გრძელი და უგემური, ტკივილიანი, როგორც აბები, გადაყლაპე, რადგან ასეა, რაც მწარეა ის მალე არჩენს.
ხოლო დღეები სიზმრებიდან, ნახევრად ცხადი, დაუღეჭავი, მზეზე დააშრე და მკერდის ქვეშ ამოიკეცე.
დანარჩენი კი მომავალი, ზღვასავით მლაშე და ანდაც ტკბილი, როგორც ზედაშე - ჯერ უფიქრელი დღეებია, მოუმწიფარი...
და ვიდრე ნაყოფს ჩამოკრეფდე წვნიანს , დაჩირულს და ვიდრე დღეებს შემოამტვრევ ვნების ხარაჩოს, გამოიყოლე ნასიცხარი მწუხრი და სადაც ქარი აგიწვავს გადაღლილ ბეჭებს, შემოიხედე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ლუ.. გურამ... :-* :-* ლუ.. გურამ... :-* :-*
10. გამორჩეული ავტორია მარიამი :-* გამორჩეული ავტორია მარიამი :-*
9. მარიამო.. მარიამო.. მარიამო.. მარიამო..
8. ჯონათან.. ჯონათან :-* ჯონათან.. ჯონათან :-*
7. კარგია, მარიამ!
სავსე, სიღრმეებიანი ნაწერია, ემოციურიც.
კარგია, მარიამ!
სავსე, სიღრმეებიანი ნაწერია, ემოციურიც.
6. გმადლობთ :-* გმადლობთ :-*
5. ყოველთვის არ არჩენს მალე, ის რაც მწარეა. ...
სამწუხაროდ.
კი..მომეწონა. . ++ ყოველთვის არ არჩენს მალე, ის რაც მწარეა. ...
სამწუხაროდ.
კი..მომეწონა. . ++
4. კარგი გოგო ხარ ) კარგი გოგო ხარ )
3. და ვიდრე ნაყოფს ჩამოკრეფდე წვნიანს , დაჩირულს და ვიდრე დღეებს შემოამტვრევ ვნების ხარაჩოს, გამოიყოლე ნასიცხარი მწუხრი და სადაც ქარი აგიწვავს გადაღლილ ბეჭებს, შემოიხედე.
მშვენიერია! და ვიდრე ნაყოფს ჩამოკრეფდე წვნიანს , დაჩირულს და ვიდრე დღეებს შემოამტვრევ ვნების ხარაჩოს, გამოიყოლე ნასიცხარი მწუხრი და სადაც ქარი აგიწვავს გადაღლილ ბეჭებს, შემოიხედე.
მშვენიერია!
2. ჩემი ხუჭუჭა გოგო. ჭკვიანი ^^ ჩემი ხუჭუჭა გოგო. ჭკვიანი ^^
|
|
მონაცემები არ არის |
|
|