ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2015


* * *

თუ აღმოჩნდები ტყუილი ჩემთვის,
მე ეს ტყუილიც თან უნდა გზიდო,
ისევე, როგორც ჯვარი გოლგოთას...
დამნაშავე ვარ რადგანაც თვითონ...
თუ აღმოჩნდება, რომ შენში შევცდი,
როგორც - ზღაპრების ბოლოთი ბავშვი,
თუ აღმოჩნდები ქვიშის წარწერა,
რომელსაც ქარი დაბერვით წაშლის -
მაშინ განაჩენს თავადვე შევქმნი,
იქნებ სწორად ან იქნებ - შეცდომით,
მთავარი არის, ამ გზის სისწორე -
როგორ მესმის და როგორ ვენდობი...
ცხოვრების თამაშს ვიწყებდე ახლა,
თავიდან ვცვლიდე თუნდაც პირობებს,
მე იმ ერთადერთ შეცდომას გარქმევ,
რომელსაც ისევ გავიმეორებ!

ლიკა ოხანაშვილი
25.01.2015









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები