ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2015


მე ქართველი ვარ

მე,ქართველი ვარ,ქართველი და ამის მრცხვენია,
ისევე როგორც შემრცხვებოდა კამბოჯელობა,
ესპანელობა,ჩინელობა და ასე შემდეგ,
არაფრისმთქმელი არის ჩემი ყველა მცდელობა,
მივაგნო ადგილს სამყაროში სადაც შვილები,
ისევე უყვართ დედებს როგორც–ქრისტე– მარიამს,
ისევე სტკივათ,როგორც ამას გამოხატავენ,
და სიყვარული არ ჰგონიათ ანომალია...
მე შეშლილი ვარ,საკუთარი თავის ჯალათი,
არარაობა,რომლისთვისაც მთელი პლანეტა,
არის სანაგვე,და როდესაც მთვარე ანათებს
მინდა ამ ქალაქს გავეპარო ღია კარიდან,
მე, ქართველი ვარ და მე, ვგავარ ადამიანებს,
მეც მეშინია,მეც გავრბივარ,მეც ვშურიანობ,
ვერ შევიცვლები,რადგან არის უკვე გვიანი,
გამოსწორება,გაღმერთება,ახლა მზიანი
დღის მოლოდინში გაღვიძებაც გადავავადე,
და თბილ საბანში გახვეული,ბოღმით ვიხრჩობი,
და არ ვიჯერებ რომ თქვენსავით, მართლა ავად ვარ,
რომ სული ისე დამიწყლულდა აღარ მირჩება,
მე ავად ვარ და ამის უკვე აღარ მრცხვენია,
მე ქართველი ვარ!
ან უბრალოდ–ადამიანი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები