ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თთ
ჟანრი: პროზა
26 იანვარი, 2015


* * *

ასეა,შეაღებ კარს და იწყება თავგადასავლები.ყოველი ფეხის ნაბიჯზე კენჭებივით აწყვია ''მიხარია'', ''მიყვარხარ'', ''გილოცავ'',ფიქრობ ცხოვრება სულაც არაა კუპრისფერი.
ეს ჭაობივითაა,ერთი თუ გაუღიმე,ისე ჩაგითრევს,ძალების მოსინჯვა არ დასჭირდება.
იქნებ ჰიპნოზია,ილუზიაა ასე რომ ათრობს კაცთა მოდგმას?!
აქვს უკუჩვენება-დროულად თუ არ გაუსხლტი ბადედან,მაგნიტივით მიგაკრავს ჭადრაკის დაფისფერ მსხვერპლთა სიაზე.
გამოსავალი:- უხმოდ,თითის წვერებზე მიმავალი უნდა გაიპარო ფანჯრიდან,სანამ შეუმჩნევიხარ ცრურწმენების ღმერთს.
მართალია,გაქცეულს ნაბახუსევი კაცივით შეგაწუხებს ოთახის უფორმო კედლები ზომაზე ნაკლები ჰაერით,ციბრუტივით მობზრიალე სინამდვილე,თუმცა საათის წიკწიკივით მოთამაშე გულისცემა შეგახსენებს,რომ ჯერ კიდევ არ დაცლილა შენი ქვიშის საათი.
იწყებ მოძრაობას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები