ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2015


ერთი მაგისიც

                                     


თუკი სიყვარულს მონატრების სუნი აღარ სდის,
თავში მეორე სილუეტის გაბრუებს ეშხი,
დროა, -სასწრაფოდ აიკრიფო გუდა-ნაბადი,
სანამ მეუღლის გიგემია სიკეთე ჩექმის.

თუკი მიხვდი, რომ შენს მონაყოლს აღარ უსმენენ,
არ ეცინებათ, და დროდადრო იგემე გესლიც,
თუ ხელფასიდან დახარჯულ ლარს განამუსებენ,
იცოდე, მალე შენი შვილიც ტაბურეტს გესვრის.

თუკი სახლისკენ მიმავალი ფეხებს მიათრევ,
გული ჭიშკრამდეც არ მიგყვება, გტოვებს ხალისიც,
სანამ ნერვები დამბაჩამდე ყურით მიგათრევს, -
შემოტრიალდი, მიაძახე: -ერთი მაგისიც!..

                                  14.01.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები