ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2015


შიში


ყოველ დილით,
ვრთავ ტელევიზორს (სანამ დუღს წყალი)
და მიტანს შიში ახალ ამბებს როცა ვუყურებ.
ამბობენ მტკვარმა გამორიყა ვიღაცის გვამი
ჩაი დუღს ალბათ (ან მგონია) რომ საუკუნე...
მერე ოთახში შევვარდები,
ვამოწმებ საწოლს.
შენ გძინავს მშვიდად, ახალ ამბებს რაღაც ანაცვლებს.
ათასი ფიქრი გამიელვებს (სარკესთან ახლოს)...
ვერაფერი ცვლის ჩემში შენი თვითმკვლელობის შიშს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები