ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუსსა
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2015


..

სევდას ადუმებს მუქ ზეცაზე მთავრე ელვარე
ზედ რომ დასცქერის საფლავებთან შავოსან ქალწულს ,
ახლაც მას ფიქრობს რა მოხდაო ნეტავი ადრე
მარტოობა , რომ უანდერძეს ყველასგან ბედკრულს .
ქალი არ კრთება , არ ინძრევა , არ სუნთქავს თითქოს
შესცქერის წყვდიადს ვერ პოულობს ადგილს მიწაზე
მისი ფიქრები ეძახიან წარსულის ექოს
და თითქოს ვეღარ უძლებს ყოფას დედამიწაზე .
ვერ გაუგია რისთვის ცხოვრობს აქვს კი მას აზრი ?
ქვეყნად არავინ მადლიერი მისი არ არის ..
ატირდა .. სულში უქრის თებერვლის ქარი
ღმერთს ევედრება დაანახოს კარი სამარის .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები