ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2015


  ჩამოტვირთვა

ავტოპორტრეტი

შენ ხომ არ იცი,
რომ მე ვარ ქალი,
რომელიც ხშირად,
გამოგონილი სიყვარულით ისე ავადობს,
რომ ავიწყდება: ჭამა–სმა–ძილი,
მეტროს სადგური,
სადაც უნდა ამოსულიყო.
და რომ დილიდან უწევს სიცხე
და რეცეპტივით
უწერს ლექსებს – საკუთარ კაბას
და კარადაში,
გარდაცვლილის პერანგთან კიდებს,
რათა დრო და დრო გამოაღოს,
გაამზეუროს....
არ იცი კიდევ,
რომ სხეულზე აყრის იები
და სიფრიფანა ფილტვებიდან
უჩანს ყაყაჩო,
რომ გადაურჩა (იყო ასეც),
ზღვას მარტოობის
და ბოლოს ერთმა,
ცარიელმა ღამემ დაახრჩო...
...........................
შენ ხომ არ იცი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები