ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2015


ერთი, მრავალთა შორის

პოეზია მდინარეა, თვალებკამკამა,
მე რუხი კენჭი, იქვე, რიყეზე,
მრავალთა შორის...
გაზაფხულობით,
წყალუხვობისას,
როდესაც თავზე გადამევლება,
სიხარულისგან სუნთქვაც კი მიჭირს.
მაგრამ ზაფხულში,
მხოლოდ სხვათა "წყალში ხტომისას"
თუ მომწვდებიან მისი შხეფები,
უკმაყოფილოდ გავიღიმები.
სხვებს კი უკვირთ__
ირგვლივ, როცა ყველა ხარობს ზაფხულით,
მე რატომღა მეშემოდგომება.
ენძელებამდე ჯერ ხომ შორია,
ოქროსფერმა წვიმამ კი იცის
ჩვენ ორს შორის რა კავშირია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები