ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პროზა
2 თებერვალი, 2015


შავი ორქიდეა

ჩემი სული სამოგზაუროდ წავიდა და მარტო დავრჩი!
იპოვე და დამიბრუნე გთხოვ...
ყოველთვის მაქვს იმედი რომ უიმედობა მალე გაივლის.
დროა რაღაცეები გადავაფასოთ...
ცხოვრება უნდა დავასუფთაოთ ნაგვისგან,
მოდი დავახარისხოთ მაინც,
ნაწილი დაუნანებლად გადავუშვათ სანაგვე ყუთში,
ნაწილი მოგონებების თაროზე შემოვალაგოთ დროებით.
მე გარდავიცვალე...
არა არა ნუ გეშინიათ ფენიქსისებურად ვაპირებ აღდგომას ფერფლიდან!
და აი როგორც იქნა მე და ჩემი მეორე მე დავძმობილდით :)
შენ არ ხარ საკმარისად კარგი ჩემთვის!
მაცადე ნუ მაწუხებ, ახლა შენზე ვფიქრობ :)
იცი ახლა იმას განვიცდი დაკნინებულად ტანჯვა რომ ჰქვია.
ადრე მეგონა რომ მარტო დარჩენის მეშინოდა
ახლა კი ვფიქრობ სიმერტოვეს ეშინია უჩემოდ არ დარჩეს :)
მოდი ერთი აპოკალიფსი მოვაწყოთ წინასწარ...
ჩემში დიდი აფეთქების დროა,
გაიღიმე, ახლა ჩიტი გამოფრინდება...
ეს ღიმილი რაღაცას მაგონებს...
პატარა სასიამოვნო ტყუილი!
ჰო მეც ერთი სული მქონდა როდის მომატყუებდი რაღაცას,
მაგრამ...
ახლახან მწარე სიმართლეზე ვიქორწინე და,
ჰო მაპატიე რომ არ დაგპატიჟეთ,
ვიწრო წრეში აღვნიშნეთ და მატყუარებისთვის ადგილი აღარ დარჩა.
მაპატიე ამ სიმართლისთვის უბრალოდ,
მწარე სიმართლეს თავისებური არომატი აქვს,
რაღაც შავი ორქიდეის მსგავსი...
და იმ ბიჭსაც რაღაც აუტანელი ხასიათი აქვს, ძალიან უყვარს ადამიანის შეწუხება,
თუმცა შენ არ გეცოდინება სინდისი ქვია,
ჰო, გუშინ იყო ჩემთან სტუმრად და მთელი გრძნობები მოასუფთავა,
არა, მთლად სულ ყველაფერი არ წაუღია, რაღაც მაინც დამიტოვა
ცრემლები!
მართალი ცრემლები!
იმედია შენც გეწვევა და მერე ჩვენც შევხვდებით,
ახლა კი დროებით...


                                03.09.2011



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები