ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 დეკემბერი, 2008


ქალის როლი საზოგადოებაში ანუ დავიცვათ გენდერული თანასწორობა

    ქალის როლი მისი გაჩენიდან მოყოლებული იცვლებოდა. იყო დრო, როცა ყველაფერს კაცი განაგებდა, მაგრამ ისტორიაში გვეხვდება პერიოდიც, როცა მატრიარქატი მძლავრობდა. მიუხედავად ამისა, არსებობდა და არსებობს შეხედულება, თითქოს ქალი კაცს ყველაფერში უნდა ემორჩილებოდეს.
  რასაკვირველია, ძლიერი სქესის წარმომადგენლებთან რიდი უნდა გვქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როგორც ზოგიერთი მიიჩნევს, ქალი კაცის მონაა და იმისთვისაა გაჩენილი, რომ მას ემსახუროს. თითქოს ის ფაქტი, რომ კაცის ნეკნისგანაა გაჩენილი, ქალს ვალად დაედო და მას მთელი ცხოვრება იხდის.
  არ არის ასე...
  ქალი არც  ინკუბატორია, რომ მხოლოდ გამრავლების ფუნქცია შეასრულოს, არც სარეცხის მანქანა, რომ რეცხოს და არც კომბაინი, რომ ჭრას და აკეთოს საჭმელი.
  თუნდაც საქართველოს ისტორია ავიღოთ. აქ დიდი როლი ენიჭებათ სუსტი სქესის წამომადგენლებს. ქრისტიანობა საქართველოში წმინდა ნინომ შემოიტანა და მის გამყარებას შეეწირა შუშანიკი. ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდის დროსაც სწორედ ქალი იყო მეფე. ანუ ქალი არ ყოფილა მხოლოდ ნივთი.
    რაც დრო გადის, სულ უფრო იკვეთება ქალის როლი საზოგადოებაში. ზოგიერთ კაცს სუსტი ქალები მოსწონს, ანუ როცა მასზე ზრუნავს. ცხადია, მანდილოსანმა ქალურობა არ უნდა დაკარგოს, მაგრამ თუ მას პროფესია ექნება, იმუშავებს და საკუთარ აზრს თავისუფლად გამოთქვამს, ეს კატასტროფა  ნამდვილად არ იქნება.
  იყო ცოლი, ნიშნავს იყო ქალი და იყო ქალი, არ ნიშნავს იყო მონა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები