ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იველინა
ჟანრი: პროზა
5 თებერვალი, 2015


ტელეფონი

-გამარჯობათ ეს გოგოლაძეების ბინაა?
-არა ქალბატონო არ გახლავთ.
-უი ბოდიში მომიტევეთ.

მეორე დღესაც ზუსტად დილით 8-ზე დარეკა ტელეფონმა. იგივე ხმა იყო, ისევ მოწიწებით და მშვიდად კითხულობდა
-უკაცრავად ხვიჩას თხოვეთ
-ხვიჩა აქ არ ცხოვრობს.
-ბოდიშს გიხდით, შემეშალა

სხვა დღეებშიც იგივე მეორდებოდა. ტელეფონთან ახლოს მაგიდასთან დაიწყო ყავის სმა, ელოდებოდა როდის დარეკავდა.

ისევ დარეკა ზარმა.

-ხვიჩა გოგოლაძე მინდოდა
-დიახ მე გახლავართ - უპასუხა იგივე ხმამ
-გამარჯობა ხვიჩა, მე ნანა ვარ აი ის სურამში რომ გავიცანით, მიცანით?
-ააააჰ ნანა...  დაბნეულად პასუხობდა ზურა
დიახ, დიახ გიცანით. როგორ ბრძანდებით?
-კარგად ხვიჩა თავად?
-მეც კარგად გმადლობთ. ბატონო ხვიჩა ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. უბრალოდ ამიხსენით რატომ არ შედგა ჩვენი ურთიერთობა. მე უბრალოდ მაინტერესებდა. და რატომ მემალებოდით როცა ვრეკავდი?
-ამმმ... იცით ჩემო ნანა, უბრალოდ აი იმ მომენტში ბავშვი გამიხდა ავად, ხო მე ალბათ არ მითქვამს რომ ბავშვი მყავს. სასწრაფოდ უნდა წამოვსულიყავი თბილისში. ალბათ არც ის მითქვამს რომ მეუღლე მყავს.
-ჰო მეც ასე ვიფიქრე რომ მეუღლე გყავთ. ანუ, ანუ.... ჩემში არ არის პრობლემა?
-არა ნანა, ეს როგორ იფიქრე, შენ ხომ ესეთი მომხიბვლელი ხარ.... მაგრამ მე... მე...
-არაუშავს გასაგებია, გისურვებთ ბედნიერებას.

საუბარი აქ დასრულდა.
ზურა მოშვებით ჩაეშვა სავარძელში, გაზეთი აიღო და პოლიტიკურ ამბების კითხვა დაიწყო.
მერე ფურცვლისას პაემის კატეგორია მოხვდა "მარტოხელა გული ეძებს ერთგულ პარნტიორს ლამაზი ოჯახის შექმნის მიზნით, დამიტოვეთ წერილი "სევდა67"-ს სახელზე"
ეეჰ... ამოიხრა და მშვიდად გადაფურცლა.

ასე დაისამდგურა ისევ მშვიდმა დილამ ზურას ცხოვრებაში.

მხოლოდ წამით დაეჭვდა.

გზას მიუყვებოდა, ფიქრობდა რაიმე ხომ არ დარჩა ჩართული... სურამში ხომ არ წასულიყო?!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები