ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 თებერვალი, 2015


ს ა ო ც რ ე ბ ა ა ...(ეს საინტერესოა)

                                                ს ა ო ც რ ე ბ ა ა....


        ფ უ ტ კ ა რ ი -
                      არის-პირველ  წარღვნას  გადარჩენილ,  სამყაროს  მილიონიან  წელთა      ცვალებადობით    გარდაქმნილი,      სახეცვლილი    და      ჩვენამდე      ამ გარეგნობით  მოღწეული-  ა დ ა მ ი ა ნ ი. 
        იკვებება  ძირითადად  ყვავილების  ნექტარით,  ძალიან  შრომსმოყვარეა,  სამართლიანი.  ვერ  იტანს  უსაქმურობას.. მზრუნველია.  უწყლოდ  ვერ  სძლებს.სიცივეს  ვერ  იტანს.  მოგზაურობის  და  რუკების  მცოდნეა.  კარგად  განვითარებულია.  საქორწინო  რიტუალით  იქმნება  ახალი  ოჯახი,  მცხუნვარე  მზეში,  დღისით.  მშენებლობისა  და  საკვების  ტექნოლოგიის  უბადლო  მცოდნეა.  სახლის  ბინადარია.  ზრუნავს  ზამთრის  საკვების  მოპოვება-შენახვაზე. სარჩოს  მომპოვებელი  და  შემნახველია,  საკმაოდ  კარგად  აქვს  გამოთვლილი  დრო,  პერიოდი  და  კარგად  ანაწილებს  შენახულ  სარჩოს  მთელ  ოჯახზე,  სავების  მოპოვების  დროის  დადგომამდე.  დედა  არის - ოჯახის  მმართველი,  უფროსი. მრავალი  შვილის  მშობელი.  განსაკუთრებულ  პროდუქციას  ქმნის,  რომლისთვისაც, მაღალი  ტექნოლოგიით  ამზადებს    ჭურჭელს-ფიჭას,  თავსახურით.  ამზადებს-თაფლს,  რძეს,  წამალს-შხამს,    სინათლის  წყაროს-სანთელს დინდგელს.  კარგი  მეომარია.  უყვარს  თავგანწირვა,  გამბედავია.  შეუპოვარი.  მოახლოებულ  საფრთხეს  გრძნობს.  რანიც  იმჟამინდელი  გარემო  პირობებით  არის გამოწვეული.
        საკუთარ  თავს  თავად  მართავს.

        მ ე რ ც ხ ა ლ ი -
                        არის - მეორე  წარღვნას  გადარჩენილი, და  ასეთი  სახით  ჩვენამდე  მოღწეული - ა დ ა მ ი ა ნ ი.
          უფრო  განვითარებული.  მაღალი    ხმოვანი  ბგერებით    და  გამძლეობით  ამტანი  კლიმატური  პირობებისა.  გადამლახავი  საზღვრებისა  და  გადარჩენის  საშუალებთა  მაძიებელი.  გაცნობიერებული.  უფრო  გონიერი.  განვითარებუილი.  რუქებისა  და  მშენებლობათა  უებრო  მცოდნე  და  განათლებული.  უცხო  ქვეყნის  მნიშვნელობის  მცოდნე  და  მოგზაური. მასწავლებელი.  თავდაცვისუნარიანი.  ფრთოსანი. გრძნობის  ორგანოგანვითარებული  მნიშვნელოვანწილად.  სიცივე  არ  უყვარს. უკვე  ხორცეულით  მკვებავი. უწყლოდ  არ  შეუძლია.  შრომისმოყვარეა. უვნებელი.  კანონმორჩილი  და  წეს-ჩვეულებათა  უბადლო  აღმსრულებელი.სახლის  მშრალად  მობინადრე  და  სითბოსმოყვარული.  უმშვენიერესი  არსება.  თანაბრად მზრუნველი  და  თავდადებულია,  ხუთი  შვილის მშობელი, როგორც  დედა ,  ასევე  მამა.  მამა  მართავს  ოჯახს,  არჩენს  შვილებს,  ზრდის.უხსნის, აჩვევს და ასწავლის  ყველაფერს.  ქორწინდებიან  საქორწინო  რიტუალით  და  მრავალრიცხოვანი  სტუმრების  თანხლებით.  მეფე-პატარძალს  აქვს  ყველაზე  მაღლა  აჭრის  უფლება  ზეცაში, ამ  დღეს.  ყველა  დანარჩენნი  მათ შესცქერიან  და  ხმადაბლა  საუბრობენ  ამ  დროს. ქორწინებისათვის  არჩევენ  მზიან  დღეს  და  ზაფხულის  პერიოდს.  მამა  არის -  ოჯახის  მმართველი,  უფროსი.
      საკუთარ  თავს  თავად  მართავს.
   
    არის  ჩვენს  შორის  განსხვავებანი : ჩვენ  დავდივართ,  ვმეტყველებთ,  ვიმართებით.

          საინტერესოა,  როგორი  იქნება  მესამე  წარღვნის  შემდეგ  ახლად  წარმოშობილი  ადამიანი,  ჩვენ  გარდაქმნილი  სახით,  ანდა  თუ  გადარჩებიან  ფუტკრები  და  მერცხლები  მაშინაც  და  როგორი  სახით?

                                                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები