ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2015


ვ ე ღ ა რ ც ვ ე ლ უ რ პ ა ნ ტ ი ს ს უ რ ნ ე ლ ს

    ვ ე ღ ა რ ც      ვ ე ლ უ რ    პ ა ნ ტ ი ს    ს უ რ ნ ე ლ ს.....

ჭალები  და  ველ-მინდვრები  აყვავდება,  სულ  მალე,
წყალს  დალევენ  ყვავილები, .ზეცის  ზამთრით ნამალევს.
გიმხელ,  შენი  სიყვარული,  გულში , დიდხანს  დავმალე.
შენი  ნახვის,  წყურვილს  მოვკლავ, ჩუმად  ჩემთვის  ნანაღვლევს

ფიქრობ,    ძვირად  მასხენდები,  თუმცა,  დგება  დარებიც,
დამიჯერე,  მყევხარ  მუზად  და  გრძნობათა  სავარმედ,
გაზაფხულის  ყვავილობას ,  მუდამ  ახლავს  ქარებიც.
იცი,  მზეა,  დღისით ქვეყნად,  მთვარეც,  ღამის  სავანედ.

ვწუხვარ,  ველთა  სუფთა  ყვავილს,  მოვკრეფ  ვეღარასოდეს,
ვეღარც,  ველურ  პანტის  სურნელს  და  ვერც  გემოს  ვიგემებ.
კაცის  გული  რამ  უძღები,  უძირო  ქვევრს  იგონებს,
ხოდა,  მოვალ,  გული    ბრძანებს,  სხვაფრივ  სულიც  იღონებს.

გამოვტყდები,  ღირდა  ყველა,  ქორი,  რასაც  აქორებს,
შენთან  ჩემი  სიშორე  და,  თან  დროის  სვლაც  მაღონებს.
შენს  სიყვარულს,  რომ  ვიჩემებ,  მიკვირს,  უფრო  მაოცებს,
ეს მაგონებს,  მქსოველისთვის,  ძაფს  ძაფისთვის,  ნაღოლებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები