ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2015


მ ი ხ მ ო ბ ს მ ა გ რ ა მ რ ა ....

    მ ი ხ მ ო ბ ს,  მ ა გ რ ა მ    რ ა...

გარდაცვლილი  იმედები  მიხმობს,
მძიმე  სევდა  შერჩენია  მზერას,
იცოდე,  რომ  სიშორიდან  ახლაც, 
მენატრება  ემაგ  სახის  ცქერა.

მერამდენედ  მომენატრე  უკვე,
სათვალავი  ამერია  ისევ,
იმედები  გაიცრიცა,  მიკვირს
შენ  ყოველ  დღეს , რარიგადღა  მივსებ.

იანვარში  მომენატრა  მარტი,
ვერ  ვენდობი  ამქვეყნიურ  მისნებს,
მოლოდინი  მომეძალა  დღესაც,
და  ღვინისფრად,  გულს  ცრემლები  მივსებს.

მიძინებულ,  გულგატეხილ  გრძნობებს,
შემოდგომა  თავს  დაადგა  თითქოს,
ეს  გული,  კი,  ეს  ოხერი  მაინც,
იანვარის  თვეს,  მაისობას  ითხოვს.

იმედები  შემომყურებს  შორით,
ვხედავ,  შინდდის  ყვითელ  თვალებს  მზირალს,
ტკბილი  ხმებიც  შემომესმა  ხოდა,
ვნახავ,  ვაზსაც  სიხარულით  მტირალს.

ვარდობისთვე,  თვალს  დაატკბობს  მაინც......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები