ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2015


ს უ რ ვ ი ლ ი

                      ს უ რ ვ ი ლ ი

        ბწკარებს  ვქარგავ,  შენს  საქებრად,
        მხოლოდ,  ოქროს  ძაფებით.
        შემიყვარდა  გაზაფხული, 
        ისიც  შენი  ნაქები.
        ვარსკვლავს  ვწყვეტავ,  შენთვის  მომაქვს, 
        უპირობოდ  ვთანხმდებით.
        მადლი  პეშვით , ვთხოვე  უფალს ,
        მოვალ,  მისი  თანხლებით.
        ზღვაზე,  ხიდებს  ავაშენებ, 
        ყოვლისშემძლე  გავხდები.
        ზეცას , კიბეს  მივაყუდებ,
        დათქმულ  საზღვრებს,  ავცდები.
        ყველა  საფრთხეს,  აგარიდებ,
        შენთვის,  კოშკებ  ნაგები.
        მუდმივ,  შენთან  ვიარები,
        სული,  სულთა  ნაგვემი.
        მოვლენილო,  ჩემთვის  შვებად,
        გრძნობის,  ფრთხილო  ნამქერო,
        ვარდის  ფურცლის,  უხმო  თოვავ,
        ლხენავ,  ფრთხილად  ნამღერო.

                                       


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები