ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მანიანის კატა
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2015


  ჩამოტვირთვა

გზა

მივდივართ, ირგვლივ ჭაობია,
შაბნარი, მომსდევ,
გამოწვდილი გაქვს ხელი,
მგონი საშველად.
გაკვალულ ბილიკს მეათასედ
'ბოლოჯერ' გავცდით.
არაფერია

ვერცხლისფერია ეს ჭობიც,
ცაც და გამოწვდილ
შენს ხელს სილურჯე,
მუქი დაკრავს უფრო, დილიდან.
მე ვფრთხილობ,
ვიცი, სადაც არის ქვიშის ტაფობი.
შენ გეშინია

აფურთხებ მიწას, პირი ისევ
გევსება სილით,
ჯიუტად უმზერ ცას, რომელიც
ჭაობიან ქვიშას გაგონებს,
ღია თვალებზე რომ მიგეკრო
გაოცებად, მე ისევ აქ ვარ.
აღარ ცივა

ვცეკვავთ,
ირხევა სხეულები
მოწყვეტით, ნელა,
ეს სიგიჟეა,
ყველა საზღვარი ჩამოიშალა
მე არ ვარ კატა
ჩვენ ვცეკვავთ
ვცეკვავთ
ცეკვავთ
ავ(თ)
მიავ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს