ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
11 თებერვალი, 2015


უილიამ ბლეიკი - ბროლის ზარდახშა

ტიალ მინდორზე შემიპყრო ქალმა,
სადაც ვცეკვავდი და მოვილხენდი
და იძულებით კოლოფში ჩამსვა,
სკივრი ჩაკეტა ოქროს კლიტეთი.

დამზადებული იყო ზარდახშა
ოქროთი, ბროლით, თვალ-მარგალიტით,
შიგ სხვანაირი სამყარო ჩანდა,
გაშუქებული მთვარის არილით.

იქ დავინახე სულ სხვა ინგლისი,
სულ სხვა ლონდონი და ტაუერი,
სხვაგვარი ტემზა, მთანი, ბილიკნი,
სხვა სურათები დედაბუნების.

ვნახე ასულიც, იმ ქალს რომ ჰგავდა,
გამჭვირვალე და მოსილი ნათლით,
მოთავსებული ერთში სამგვამად
და ამივარდა შიშით კანკალი.

სასიამოვნო სამმაგ ღიმილით
უმალ გამიჩნდა სურვილი შმაგი,
როს გადავკოცნე ის ქალიშვილი,
მან დამიბრუნა კოცნა სამმაგი.

სამი გვამიდან ყველაზე შიდას
ხელი წავავლე გზნებით აღვსილმა,
ბროლის ზარდახშა უმალ დაიმსხვრა
და გადაიქცა მომტირალ ჩვილად.

მინდორში ცხარედ ბავშვი ტიროდა,
ზედ დამხობილი ტიროდა ქალიც,
როს დამიბრუნდა ხელახლა ცნობა,
წუხილით ვიგრძენ ჩავლილი ქარი.

11 თებერვალი, 2015 წ.


William Blake - The Crystal Cabinet

The Maiden caught me in the Wild,
Where I was dancing merrily;
She put me into her Cabinet,
And Lockd me up with a golden key.

This cabinet is formd of gold
And pearl & crystal shining bright
And within it opens into a world
And a little lovely moony night.

Another England there I saw,
Another London with its Tower,
Another Thames & other Hills,
And another pleasant Surrey Bower.

Another Maiden like herself
Translucent lovely shining clear
Threefold each in the other closd;
O what a pleasant trembling fear!

O what a smile, a threefold smile
Filld me that like a flame I burnd;
I bent to Kiss the lovely Maid,
And found a Threefold Kiss returnd.

I strove to seize the inmost Form
With ardor fierce & hands of flame
But burst the Crystal Cabinet
And like a weeping Babe became;

A weeping Babe upon the wild
And Weeping Woman pale reclind
And in the outward air again
I filld with woes the passing wind.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები