ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2015


  ჩამოტვირთვა

პოეზიის ცხრა საგიჟეთი (ე_ს)

მე მოვიხეტე პოეზიის ცხრა საგიჟეთი,
ცხრა ჯოჯოხეთი,
ცხრა უკუნი
და ის თენება....
შენ რომ გიპოვე,
როგორც გხატე მართლაც ისეთი,
მაგრამ ეგ კდემა ჩემ სიგიჟეს არ ეფერება.
გადმომიტაცებ, სიზმარეულს, მაღალ დარდიდან,
მარბევს სიცხადე,
ჩვეული და არაქაური,
ბორგავს ოთახში ძუ ვეფხვივით შენი ლანდი და
თან მიმოჰყვება აქაფებულ ზღვათა ხმაური;
შენ იმ ქაფიდან ნემესიდას წარბით ლანდდები,
წამწამთ მარაო ბრმა ბოძალთა კრებად გხლებია,
გილიოტინას მოგავს, ჩემსას,თმის გირლანდები,
მკერდი კი ევას ვაშლნაჯვარი ფორთოხლებია....
შემომაკიდებ ჟინატეხილ მზერათა ზვირთებს,
ნებზე მათრობელ დიონისის თასად ხელდები,
და მომკვლელ მკლავებს,
ამორძალის დაუნდო თითებს,
სულგანახელი, შეუხებლად ვეთავხედები....
მერე თენდება
და ყოველი ცოდვილი წამი
ხდება გულიდან ატირების თავშესაფარი;
აქ არ დასრულდეს!
თორემ, აქავ მოვიკალ თავი!
მშობელ მხარეში დაწყებული თეთრი ზღაპარი.
იქ, სადაც ჩემში თვით ვაშრობდი დიდების შხეფებს,
შხეფებს, რომ უწინ საფეთქლები დაფნით დაცვარა,
ჰო,
მე მეფე ვარ,
სულმაღალი,
ღარიბი მეფე....
მაგრამ მდიდარი
არასოდეს ტაკიმასხარა.
მედგა ავდრები,
მგოსნის ცრემლში სისხლს რომ ურევდა,
დარიანობა, რომ შეშლათა ელვა მშვენოდა....
და პოეზია,
თუ გზადაგზა მანადგურებდა,
მუხლზე დაცემულს აღდგომაში თვითვე მშველოდა....
და ასე შევხსენ საგიჟეთის ცხრავე კარები,
გენში მუზები რიალებდნენ ველურ ჯოგებად,
და შენი კდემა,
დღეს ვითომდა მიუკარები,
ჩემ სიგიჟესთან
ხვალ ბალღივით დაიჩოქება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები