ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2015


რადიოტალღა

მწვანე ვაშლს კბეჩდა,
და მის თევზისებრ ტუჩებს,
ზედ აღბეჭდავდა,
ადგილი, რომელიც კვეთდა კბილების ფორმას
ქაფს იყენებდა,
ხოლო ღრძილებში სისხლი დგებოდა,
დახეთქილი ნაპრალები, როგორც სადინარები
ნესტიანი გვირაბებივით
ატარებდნენ წყალს,
ენაზე, როგორც მდელოზე 
იშლებოდა და შიშინებდა
გემო წვენის, რომელიც ყრიდა შხეფებს,
და ჰგავდა ზღვიდან ამომსკდარ დელფინს.

ასეთი იყო პირველი ცოდვა,
ხელუხლებელი პირველი აქტი,
ნაწილო ჩემო,
მჟავე-ტკბილია, რაც მოხდა, მოხდა...
ეს ხიდი თუა ჩვენში,
მე და შენ მუდამ გაქცევით ვშველოდით,
დაცემის უდიდეს ტკივილს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები