ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
14 თებერვალი, 2015


უილიამ ბლეიკი - ფაფუკი თოვლი

როს დავადექი თოვლიან დღეს უვალ ბილიკებს,
წათამაშება ვთხოვე ჩემთან ფუმფულა ფიფქებს,
მოლამუნებით ფანტელები დნებოდნენ უმალ,
ზამთარმა ქცევა ჩაუთვალა დანაშაულად.

14 თებერვალი, 2015 წ.


II ვარიანტი

როს დავადექი თოვლიან დღეს  ბილიკებს უვალს,
წათამაშება ვთხოვე ჩემთან ფუმფულა გუნდას,
ის დამეთანხმა და თამაშში უმალ შემოდნა,
ზამთარმა ქცევა ჩაუთვალა უმძიმეს ცოდვად.

14 თებერვალი, 2015 წ.


William Blake - Soft Snow

I walked abroad on a snowy day:
I ask'd the soft Snow with me to play:
She play'd and she melted in all her prime;
And the Winter call'd it a dreadful crime.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები