ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2015


XXX!

ქარები,ქუჩებში-მგლებივით დაძრწიან,
და მთვარე სარკმელში ბურთივით გაჩრილა,
ეს ღამეც იმ თოკის უბრალო კვანძია,
რომ უნდა გათენდეს და ჩემი აჩრდილიც,
შეეშვას ფიქრებში უაზროდ ხეტიალს,
დახაროს თვალები,დადუმდეს,დანებდეს,
ლაჩრული სიკვდილი,სიკვდილზე მეტია.
და სწორედ ამიტომ,მეც ვებრძვი ზმანებას,
რადგანაც ჩემიდან ღმერთამდე მანძილი,
თვალებში არეკლილ ზეცაზე ახლოა,
ლექსები- შემთხვევით ნაპოვნი განძივით,
ფურცლებზე დავმარხე,თან ჩემშიც სახლობენ,
.ქარები,ქუჩებში-მგლებივით დაძრწიან ...







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს