ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2015


მიამბე ზღვაზე, მეზღვაურო...

მიამბე ზღვაზე, მეზღვაურო, ზღვაზე მიამბე,
შეაბი შენი სურვილები ფრთაზე თოლიას!
ჯერფეხდაუდგამ უცხო კუნძულს თუკი მიაგნებ,
იმ კუნძულისკენ ფიქრში მეც თან წამიყოლიე...

მიამბე მიწის მონატრება, დარდი ხმელეთზე,
გამოატანე წყალს ნაპირთან ჩუმი გზავნილი.
მიამბე, შტორმში გემის ყველა ელეთ-მელეთზე,
ანუ მეზღვაურს რაც უხმოდ აქვს გადატანილი...

მიამბე, წყალი რას გიყვება ყოველ ცისმარე,
ცუდი სიზმარი თუ წაიღო ტალღის მიქცევამ?
ჯიუტი მზერა ისევ გაქვს, თუ გამოიცვალე,
ის ჰორიზონტიც ცასთან გელის, სად "გაიქცევა"...

მიამბე მზეზე, როცა წვება წყალზე ბინდისას,
იქნებ, გამოჰყვე მზის ბილიკებს ფიქრით სახლამდე...
აქ, შენს ნაპირზე, მეზღვაურო, ის ამინდია,
ამ სითბოს ალბათ, "მოკითხვამდე" შეგინახავდი...
                            16.02.15



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს