ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯოანა
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2015


***

* * *
არ შეიძლება, საზოგადოება კრძალავს
სირცხვილია და უწესობა
თუ კი ღამით აჩრდილს აედევნები.
აჩრდილი რა თქმა უნდა
აჩრდილია. მასავით გრძელი
და გამჭვირვალე.
თუ მოინდომე მის გულზე
დადგები და ისე დატრიალდები
როგორც ბავშვობისას.
მაგრამ ეს არ უნდა თქვა,
უწესობაა.
უწესობა.
წესობა კი სიხლში აქვს გამჯდარი
საზოგადოებას.
უნდა გაიღიმო თუ კი ნაცნობს მოკრავ თვალს.
უნდ იყო შეძლებისამებრ ტკბილი და დახვეწილი.
თმა შეკრული, ფრჩხილ დაჭრილი
და "კარგად" ჩაცმული.
წესობა კრძალავს: გაწეწილ თმებს,
დახეულ ტუფლებს, დაძონძილ კაბებს.
მერე რაა თუ ისე გიყვარს რომ ვერ ელევი
და ხმერებისგან დაიძონძა კიდეც.
მერე რაა, რომ ბებიაშენი ამ კაბით კეკლუცობდა
და თავი მოჰქონდა.
ალბათ ისიც იტყოდა, რომ ამდენი წლის მერე მისი
რამდენიმე ზომით დიდი კაბის ჩაცმა მაინც უწესობაა.
სირცხვილია,სირცხვილი.
მიცვალებულის ტანსაცმელი უნდა დაწვა
ასეა წესი,
კარადაში კი არ უნდა გედოს
რომ მონატრებისას წლების წინ შერჩენილ
სუნს იყნოსავდე.
მონატრებისას რომ იცმევდე და ქუჩაში გვიანობამდე
დაბორიალობდე.
უნდა დაწვა, უნდა.
რას იტყვის ეს ყბადაღებული საზოგადოება.
წესობა კრძალავს აჩრდილებს:
არათუ დანახვას
არათუ შემჩნევას
მათზე ფიქრსაც კი.
აბა რა წესია, ღამე სიზმრებში
აყროლებული გვამებს ხედავდე.
ვირთხები თვალებს გიჭამდნენ.
ან სასოწარკვეთილ შიშველ კაცები, თუნდაც ქალები
გაშფოთებდნენ.
და ამას ყვებოდე. ღმერთმა ნუ ქნას
და ამას წერდე.
უფლება გაქვს მხოლოდ ყვავილები ნახო
მხოლოდ ცისარტყელები და ვარსკვლავები.
დანარჩენი დაივიწყე - სირცხვილია!
თუ კი მაინც შემოგიჩნდა და გესიზმრა,
დილით რომ ადგები
ხმა არ ამოიღო, უმძრახი იყავი.
მიდი, მოუშვი წყალი და მოუყევი
შენი არაწესიერი სიზმრები.
წყალს გაატანე ღამის ვნებები. სულ წვრილ წვრილად
უამბე.
წყალო წაიღე ჩემი შავი სიზმარი,
წყალო წაიღე ჩემი ბნელი სიზმარი.
ბალიშიც ამოიბრუნე და წესიერ ქალად იქეცი.
ისეთი, რომ მოეწონო და თვალში არ გაეჩხირო
საზოგადოებას.
თმა დაივარცხნე, ძონძები მოიშორე.
აჩრდილებასც ნუღარ შეიმჩნევ, რაც არ უნდა
უნდოდეთ შემჩნევა.
რაც არ უნდა ენეტრებოდეთ ადამიანები.
რაც არ უნდა გრძელები იყვნენ და რაც არ უნდა გამჭვირვალეები.
მოდი, ნუ შეიმჩნევ.
ისე დაადექი გულზე რომ არც კი იფიქრო.
წესიერების ფარგლებში მოქცეული შენი ფეხსაცმლის
წვრილი ქუსლი შიგ თვალში ატაკე.
გაიარე, საყვარელ მამაკაცთან ერთად და
ისაუბრეთ: ფილმებზე, ხელოვნებაზე, პოლიტიკაზეც.
ოღონდ არა გამომწვევად და აგრესიულად, ისე
სასხვათაშორისოდ.
თითქოს სასოწარკვეთილ სულს კი არ სრესდე
მწვანე ბალახზე დასეირნობდე.
თითქოს უკვე მერამდენედ კი არ კლავდე
და არ თელავდე.
ვითომც არაფერი - მიღებული წესია.
მაგრამ, თუ კი ერთხელაც, შეღამებისას
მთვარე იქნება ძალიან დიდი
და ძალიან ახლოს.
სიზმრების იქნებიან სისხლიანები.
ნუ, გაატან შენ სიზმრებს წყალს.
თმები გაიშალე, და წადი,
წადი იმ გაუბედურებულ და გათელილ აჩრდილთან.
წადი და შენი სიზმრები მას მოუყევი,
ყველაზე დიდი და ყველაზე გაშლილი კაბა ჩაიცვი.
ყვითელი ვარდები რომ ახატია.
ისე დატრიალდი როგორც ბავშვობისას, თან ჩასჩურჩულე
საძაგლად გაწელილ, ფერმკრთალ აჩრდილს.
ვიცი, რომ რთულია უწესობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები