| ავტორი: იმერელი ჟანრი: პროზა 21 თებერვალი, 2015 |
...მან აიხედა ცაში და მითხრა: - ისე, ჩვენში დარჩეს, და მაინც მაგარი კაცია! - ვინა? გაკვირვებულმა და ცალწარბაწეულმა შემომხედა. მთვრალი იყო. ერთხანს მიყურა, _ მართლა ვერ მიხვდა თუ მეღადავებაო. მერე გულიანად დაასლოკინა, ალბათ თვრამეტივე ჭიქამ თავში დაუარა, ცაში ვეღარ აიხედა და ცერა თითი შეშლილივით აიქნია მაღლა. - ისა რა... ზემოთ... - ააა... - რა ააა, შეჩემა! მაგარი კაცია-მეთქი! - თავი უკან გადახარა და თავისი ნათქვამით ნასიამოვნები ახარხარდა. - ბაზარი არაა... - მეც გავუღიმე და სიგარეტი მივაწოდე. ორი გაფარჩხული თითი მანტოს ჩამოფლაშული სახელოდან გამოაძვრინა და მომიშვირა. - მალე რა, გავიყინე შეჩემა! - მაიცა ჰო.. აჰა... ასანთი გაქ? - მაშ... - ცისფერმა ალმა წამით სახე გაუნათა და შემეშინდა. ადრეც მქონდა ასეთი სახე ნანახი. ძალიან ადრე... - წავედი მე. - კაი რა შეიდე. - ხმაში სიმკაცრე გავურიე, დავუბღვირე და ჯიქურ შევხედე. ირონიულად ჩაიცინა და კაი ღმა ნაფაზი ჩაუშვა ფილტვებში. - დაიცა ორი წუთიც და მოვლენ რა... - როდის ეგენი მოვლენ... - ორ წუთში მოვლენ. რა გინდა ბიჯოოო, შეირგე რა! - სიგარეტს მეც მოვუკიდე და კორპუსის კუთხისკენ გავიხედე საიდანაც სამი ლანდი გვიახლოვდებოდა. - აგერ არიან!.. ჩამწვარი "ბიჩოკი" წკიპურტით ისროლა და მობრუნება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, მბჟუტავი ლამპიონის ბოძს მოეჭიდა, მერე შემობრუნდა და თვალდახუჭული კეფით მიეყრდნო... - მაინც მაგარი კაციაო! ჩაიბურდღუნა და გაირინდა. ლანდებმა ჩაიარეს არაფრისმთქმელი დღეებივით შეუმჩნევლად. სხვები ყოფილან. - არა და ხო იცის, როგორც მიყვარს, ბლიად! - ლამპიონს მოწყდა და ორთმქვალივით მოყვა აქეთ-იქით სიარულს. - ხო იცის და მაინც ასე იქცევა... - ვინ, ღმერთი? ჯერ გაოცებულმა შემომხედა, ვერაა ესო, მერე ხელი ჩაიქნია, აზრი არ აქვსო და ისევ მაღლა აიხედა. - დაიმახსოვრე, სიყვარული თავგანწირვაა. - ვიცი.... - ვიცი რომ იცი, შენ იცი. მაგრამ აი ამათმა. - ხელი ჰაერში დაატრიალა გიჟივით. - აი, ვაფშე სუყველამ ამ ქვეყანაში..... აზრზე არ არიან... - ძალა აღარ ეყო და იქვე გრძელ სკამზე ჩამოჯდა. თავი ხელებში ჩარგო... ცოტა ხანში გაბრწყინებულმა შემომხედა და დაფეთებულმა მომაყარა. - შაურმა არ გინდა? წამო გიყიდი? გუშინ, კაი გოჭივით კუში დავიჭირე. ფული მაქვს. თან მაგრა მშია. შენც გეშიება. წამო რა უეჭველი. ჭამე დღეს ვაფშე რამე? ტაქსით გავიდეთ. არა, დაველოდოთ იმათ და მანქანით გაგვიყვანენ. უეჭველი. - ოოო ოოოო მაიცა აბა ერთი წამი.. - სიცილი ვერ შევიკავე. - რა ცხენი ხარ ბიჯოოო.... მისმინე, შეინახე ეგ ფული, ხვალე დაგჭირდება. ვაფშეტა საჩუქარი უყიდე ანის, ან დედაშენს მიეცი, ის შეგინახავს. უცებ წამოენთო. გაწითლდა. თვალები აუელვარდა: - ფულის დედაც არ მოვსტყან, რა ჩემი ყლეა, მითუმეტეს მუქთა. ფული უნდა დახარჯო. თუ ვერ დახარჯავ უნდა დაწვა. დახიო. გადაყარო. იმიტომ, რომ რაც მეტს შეინახავ მით უფრო ნაბოზვარი და ჩათლახი გახდები. - კაი, კაი... არ გინდა ეხლა... ვიცი რატომაც ამბობ ეგრე და დაიკიდე... - მაიტა რა ერთი ღერი კიდე... - მძიმედ დაეშვა სკამზე და თავი ისევ ხელებში ჩარგო. როდესაც გაყინული თითებით ვინსტონის ბოლო ღერი მივაწოდე, ამომხედა და მითხრა: - "გადაარჩევენ ჩენს ნარჩენებს და დანარჩენებს"- და სანთებელა დააძრო ჯიბიდან. ამიტო მევასება რა ფხიზელზე მთვრალ ძმაკაცთან ლაპარაკი. არ იცი როდის რას დააბრეხვებს და გაგისწორებს. ცოტა ხანი ჩუმად ვეწეოდით და მტვრიანი ქალაქის ბინძურ ჰაერს ვყნოსავდით. იმას შველოდა. მე მგუდავდა. - ახალგაზრდა ბიჭები ვართ, ამდენს ვსწავლობთ, სახეს ვიძრობთ, რაღაც მაინც გვესმის ამ ცხოვრების და ჩოილარებივით არ დავდივართ,მარა მაინც არაფერი გამოდის ამ ქვეყანაში, ბლინ. - მერე ისევ გაჩუმდა, ერთხანს იფიქრა, ცოტა ხანში წამოდგა და გამოაცხადა. - უნდა წავიდე! - ეხლავე არგინდა, ძმურად. ქვემოდან ამომხედა - იდი ნა... წავალ... უნდა წავიდე... ბიჯო, მისმინე ერთწამს - ძალა მოიკრიბა რომ დაეწყო მაგრამ... - ანდაც დაიკიდე... ვიცი რომ იცი... - ჰო ვიცი. მე თუ არა აბა ვინ...- გამეღიმა, "ბიჩოკი" მოვისროლე და მარჯვენა ხელით კეფაზე წავუტყაპუნე... ასე იციან კაცებმა... სიმართლე გითხრათ აზრზე არ ვარ რატომ ვაკეთებთ სერიოზულ თემაზე საუბრისას მსგავს ჟესტებს იმის ნიშნად რომ გვესმის ერთმანეთის.. არ ვიცი. უცნაურად მეჩვენებოდა ყოველთვის მაგრამ მაინც ალბათ ინსტინქტია... ალბათ უბრალოდ გვიჭირს კაცრებს ტკივილის გადმოცემა და თავისებურად გამოვხატავთ... - წავედი მე. - ისევ წამოხტა. - ეეეე.. დაიცა ეხლა და ხვალ ნორვეგიის ბილეთებს პირადად ჩაგახუტებ... - არა, სახლში წავედი. - ჰო კაი, მე ვნახავ იმათ მერე, ჯერ გამოგყვები ცოტაზე სადმე არ აყირავდე... - არ მინდა, გავუყვები მე თვითონ... - აღარ შევედავე და დავემშვიდობე... ცოტა ხანი ვუყურებდი ბარბაცით მიმავალს კორპუსის კუთხისკენ... მერე გულმა ვეღარ მომითმინა და ჩუმად გამოვუდექი... გარშებო ამინდი სუნთქვას იკრებდა, რომ გვიან ღამით ხოშიანად ამოესუნთქა... ხეები ფესვებდაჭიმულები ადგილს ვერ პოულობდნენ მოახლოებული სიცივის შიშით... ცა, სკოლაში დილით დახვედრილი შავი დაფასავით გადაეკრიალებინა ვიღაცის მზრუნველ ხელს. ვარსკვლავები კი ამ დაფაზე ხმარებისგან გაჩენილ ცარცჩარჩენილ ნასვრეტებს გავდნენ... სადარბაზომდე მივყევი... გაუსწორდა მისვლა... თავი აწია და მაღლა აიხედა... ალბათ იმანაც იფიქრა ამინდი სუნთქვას იკრებსო და ბოლოს ჩუმად ჩაილაპარაკა... - ჩვენში დარჩეს და მაინც, მაგარი კაცი ხარ... გამეცინა... იმასაც... წასვლა დავაპირე და შევტრიალდი... რამდენიმე ნაბიჯში იქვე მდგარი მანქანის სარკიდან გავხედე და დავინახე რომ გამომხედა... ჩაიცინა და ორივენი სიბნელეს შევერიეთ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მთლად წაუკითხავად დასატოვებელი ნაწერიც არ არის ;)
წითელი ხელი უნდა.
"ცა, სკოლაში დილით დახვედრილი შავი დაფასავით გადაეკრიალებინა ვიღაცის მზრუნველ ხელს. ვარსკვლავები კი ამ დაფაზე ხმარებისგან გაჩენილ ცარცჩარჩენილ ნასვრეტებს გავდნენ.."- კარგი შედარებაა, თუმცა "ხმარებისგან გაჩენილი" ზედმეტი მგონია.
მთლად წაუკითხავად დასატოვებელი ნაწერიც არ არის ;)
წითელი ხელი უნდა.
"ცა, სკოლაში დილით დახვედრილი შავი დაფასავით გადაეკრიალებინა ვიღაცის მზრუნველ ხელს. ვარსკვლავები კი ამ დაფაზე ხმარებისგან გაჩენილ ცარცჩარჩენილ ნასვრეტებს გავდნენ.."- კარგი შედარებაა, თუმცა "ხმარებისგან გაჩენილი" ზედმეტი მგონია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|