ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2015


რაღაც - გაზაფხულის მაგიერი

(ციკლიდან: ეტიუდები)


ზამთარი ასე როგორ მოგერია!-
მაღონებს უნებური გაფიქრება.
გზა არ ჩანს, ქარბუქით ინამქრება.
ო, რა უმოწყალოდ ინამქრება.

მეც ძალი გამეცალა მაგიური,
მერგუნა ადრეული დაუქმება.
უთქმელი არსათქმელად აღიქმება.
როგორ აღარაფრად აღიქმება!

ვეცადე, ვეღარაფრით ვეღარ მოგიარე,
ვიცი, კვლავ განსაცდელი გემუქრება.
იმედი - მბჯუტავი ამის გამო ქრება,
ჰო, უკანასკნელი ალი ქრება.

რაღაც, - გაზაფხულის მაგიერი
ბასრი მოგონებით გულში აიქნება.
აქ ჩვენი გადარჩენა არ იქნება,
იქ ნება ერთად ყოფნის - არ იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს