ის დილით ადრე დგებოდა, ყვავილებს რწყავდა, ლოგინებს ამზეურებდა, ბალიშებს ბერტყავდა, ყველა ნივთს ეფერებოდა, რაც დედასგან დარჩა, საღამოს ისევ რწყავდა ყვავილებს, ქოთნებს უცვლიდა გაზაფხულზე, მზრუნველი ხელი არ მოაკლდეთო. ყვავილებიც სიყვარულით პასუხობდნენ, ყვაოდნენ ზამთარ-ზაფხულ წითლად, ყვითლად, თეთრად, უღიმოდნენ, მაგრამ ეს არ იყო მათი ღიმილი, დედა უღიმოდა საიქიოდან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|