ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაინი
ჟანრი: პროზა
19 თებერვალი, 2015


ჯადოსნური ერთი საათი

ძალიან წვიმდა...ქროდა ძლიერი ქარი, ქარი თითქოს წვიმის წვეთებს თავის ჭკუაზე ათამაშებდა,ათამაშებდა სიცივისგან გაყვითლებულ ფოთლებს. ერთმანეთში ირეოდა წვიმისგან დასველებული ფოთლები.მეც არ მახსოვს,როგორ აღმოვჩნდი ბაღში სკამზე, ან ის მოხუცი კაცი საიდან გაჩნდა... და ასე,უნებლიედ დავიწყეთ საუბარი ირგვლივკი ქარი განაგრძობდა თარეშს... დათარეშობდა ქუჩებში,სახლებში,და აი,მაშინ ვინატრე ჯადოსნური ერთი საათი...
      „...ყველაფერი თითქოს ჩაწყნარდა,ქარი ჩადგა და წვიმისგან დასველებული ქუჩები მზემ შეაშრო,ჩემს ირგვლივ იყო ადამიანთა ბედნიერი სახეები, ქუჩებში არცერთი მოხეტიალე მათხოვარი,ყველა ბავშვი იყო ბედნიერი...
          მე ვიჯექი ლამაზ მატარებელში, შუქებით განათებულ ვაგონში,მატარებელი მიმაქროლებდა...საოცარი სისწრაფთ მივიჩქაროდი ჩემს საოცნებო ქალაქისაკენ...და მივუახლოვდი კიდეც „ვენეცია“... საოცრად ლამაზი ქალაქია,ნავით მივსეირნობდი შენობიდან-შენობამდე, ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე... ჩემთან ერთად იყვნენ,ჩემი საყვარელი ზღაპრის გმირები. ყველაფერი ჯადოსნური და საოცრად ლამაზი იყო...
          გაიმართა დიდი ზეიმი...
          ყველას ლამაზად ეცვა,
          ყველა ბედნიერი იყო,
          ყველა მხიარულობდა,
ცა ფეირვერკებით იყო განათებული,  ფანჯრებიდან გამოდიოდა სიმღერის ხმები...
          მე ბედნიერი ვიჯექი ნავში და მივცურავდი შენობიდან-შენობისკენ...
          ძალიან ცოტა,ძალიან ბევრი და შთამბეჭდავი ერთი საათი...
ირგვლივ კი ისევ დათარეშობდა ქუჩებში წვიმა, ათამაშებდა გამხმარ ფოთლებს, ბაღის სკამზე ჩამომჯდარ მოხუცს კი ისევ სციოდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები