ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2015


„დავდივარ, ვწუხვარ...“



ამ რუკას,
ჯერ რომ ცალი, ლურჯი თვალი ამოუვარდა,
მერე კი ვაშლის (ანდა ატმის)
ბაღებივით შემოილია,
სამი ზომით გაეზარდა–დედაქალაქი.
სოფლების ნაცვლად ჩავდივართ პარკში,
სადაც ბალახზე სიარული აკრძალულია!
(მითუმეტეს ცვრიანზე და მითუმეტეს ფეხშიშველა)
სამაგიეროდ,
იკვეთება სხვა სიმბოლიკა:
ლტოლვილი  ბავშვები მოცეკვავე შადრევანთან...
პეშვში შიგადაშიგ  მოწვეთავს ლითონი.
ფეხქვეშ მიწა  რომ აგეწვება,
აი, მამული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები